ნარუტოპედია Wiki
(ახალი გვერდი: '''აკაცუკი''' (暁, ქართ. "განთიადი") სერიების უმთავრესი ანტაგონისტ...)
 
(Adding categories)
Line 13: Line 13:
 
==ტობის აკაცუკი==
 
==ტობის აკაცუკი==
 
ნაგატოს სიკვდილის შემდეგ, კონანი აკაცუკის დატოვებს და ამეგაკურეს მმართველი გახდება. ტობი ორგანიზაციის ლიდერი გახდება და საკუთარი გეგმების აშკარად განხორციელებას წამოიწყებს. ვინაიდან აკაცუკის წევრების უმრავლესობა პეინის ლიდერობის დროს დაიღუპება, ტობის გუნდის ძველი წევრებიდან მხოლოდ ზეცუ და კისამე ჰოშიგაკი შემორჩებიან. მათ შეუერთდება [[კაბუტო იაკუში]]ც. აკრძალული ტექნიკის წყალობით იგი ყველა დროის უძლიერეს დაღუპულ შინობებს გააცოცხლებს. [[გეოგრაფია|ხუთ დიდებულ ქვეყანას]] ტობი ომს გამოუცხადებს. მის მფლობელობაშია შვიდი კუდიანი ურჩხული, ამასთანავე, იგი [[გიუკი]]სა და [[კურამას]] ჩაკრასაც ფლობს. მას შემდეგ, რაც [[გაი]]სთან ბრძოლის შედეგად კისამე თავს მოიკლავს, აკაცუკის რიგებში მხოლოდ ტობი და ზეცუ და კაბუტო იაკუში შემორჩებიან. გარეთა გზის დემონის ქანდაკებისა და [[ჰაშირამა სენჯუ]]ს ძალის მეშვეობით, აკაცუკი [[ზეცუ|თეთრი ზეცუს]] 100,000 კლონს შექმნის, რასაც, გაცოცხლებულ შინოებთან ერთად, [[შინობთა გაერთიანებული ძალები|შინობთა გაერთიანებულ ძალებს]] დაუპირისპირებს და [[შინობთა მეოთხე მსოფლიო ომი|მეოთხე მსოფლიო ომს]] წამოიწყებს. მოგვიანებით, თეთრ ზეცუს [[სასკე უჩიჰა]] [[სუსანოო]]სა და [[ამატერასუ]]ს მეშვეობით მოკლავს, შავი ზეცუ კი ნარუტოს, [[მეი ტერუმი]]სა და [[ჩოჯურო]]სთან ბრძოლაში მარცხდება. რაც შეეხება კაბუტოს, სასკე და იტაჩი უჩიჰასთან ბრძოლის შედეგად ეს უკანასკნელი მას გენძიუცუში გამომაწყვდევს, რის შემდგომაც ედო ტენსეის მოქმედება ჩერდება. საბოლოოდ, ტობის მხარეს მხოლოდ მადარა უჩიჰა შემორჩება.
 
  +
[[კატეგორია:აკაცუკი]]

Revision as of 07:46, 22 September 2012

აკაცუკი (暁, ქართ. "განთიადი") სერიების უმთავრესი ანტაგონისტებისგან შემდგარი კრიმინალური ორგანიზაციის სახელწოდებაა. მის მიზანს კუდიანი ურჩხულების ძალის მეშვეობით მსფოლიოს დაპყრობა წარმოადგენს. აკაცუკის ამეგაკურეს ობლების მიერაა შექმნილი. მისი ამჟამინდელი ლიდერია ტობი. შესაძლებელია ორგანიზაციის არსებობის სამი განსხვავებული ეტაპის გამოყოფა.

იაჰიკოს აკაცუკი

აკაცუკის თავდაპირველ მიზანს, ბედის ირონიით, მშვიდობისთვის ბრძოლა წარმოადგნდა. იგი იაჰიკოს, ნაგატოსა და კონანის მიერ, მესამე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და, სავარაუდოდ, ამეგაკურეს შინობებით იყო დაკომპლექტებული. ნაგატოს თქმით, ომმა მისი უამრავი მეგობარი იმსხვერპლა. გუნდმა მალევე გაითქვა სახელი, რამაც ამეგაკურეს მმართველი ჰანზო შეაშფოთა. ვინაიდან აკაცუკის მიზნები ჰანზოსას არ შეესაბამებოდნენ და, უფო მეტიც, მისი ტირანული რეჟიმის დამხობისკენ იყვნენ მიმართულნი, ჰანზო კონოჰაანბუს ლიდერი დანზოს დახმარებით მათ განადგურებას გადაწყვეტს. თავდაპირველად აკაცუკის იგი თანამშრომლობას შესათავაზებს, მომდევნო დღეს კი კონანს გაიტაცებს და ნაგატოს იაჰიკოს მოკვლას უბრძანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კონანის მოკვლით იმუქრება. არჩევანის გაკეთებას იაჰიკო მეგობარს არ დააცდის და თავადვე მოიკლავს თავს. აკაცუკის განადგურება ჰანზოს არ გამოუვა, რადგან ნაგატო გარეთა გზის დემონის ქანადკების მეშვეობით მის და ანბუს მთელ არმიას ამოხოცავს, მოგვიანებით კი თავად ჰანზოსაც მოკლავს. იაჰიკოს სიკვდილი ნაგატოს პიროვნებას შეცვლის. იგი თავს პეინს უწოდებს და მშვიდობისთვის ბრძოლაზე ხელს აიღებს.

პეინის აკაცუკი

იაჰიკოს სიკვდილის შემდეგ, ნაგატო პეინის ექვს გზას შექმნის და აკაცუკის გაქცეული ნინძებით დააკომპლექტებს. ერთ დროს მშვიდობის გუნდი ამგვარად კრიმინალთა ბანდად გადაიქცევა. აკაცუკის თანამმართველს ყველასგან საიდუმლოდ მისი ერთ-ერთი წევრი, ტობი წარმოადგენს, რომელიც პეინის მრჩევლის ფუნქციას ასრულებს. სინამდვილეში იგი ნაგატოზე სრულ ზეგავლენას მოიპოვებს და ეს უკანასკნელი მის ხელში მარიონეტად გადაიქცევა. მათი საიდუმლო თანამშრომლობის შესახებ აკაცუკიდან მხოლოდ კონანმა იცის, რომელიც პეინის მარჯვენა ხელს წარმოადგენს. აკაცუკი კუდიანი ურჩხულების დაჭერას წამოიწყებენ. მათი ჩაკრა მეშვეობით პეინს ძლევამოსილი იარაღის შექმნა აქვს გადაწყვეტილი, რათა ბოლო მოუღოს სამყაროში დასადგურებულ ომიანობასა და სიძულვილს, რისიც თავადაც არ ჯერა. მისგან მალულად, კუდიანი ურჩხულების გამოყენებით ჩრდილში მდგომ ტობის მსოფლიოს დაპყრობა აქვს განზარხული. ცხრაკუდიანი კურამას ხელში ჩაგდების მიზნით პეინი მთელ კონოჰას მიწის პირისაგან აღგვის, თუმცა მის ექვსივე გზას ნარუტო გაანადგურებს. ტკივილისა და სიძულვილისგან დაბრმავებულ ნაგატოს იგი გონს მოიყვანს და მიახვედრებს, რომ სწორ გზასაა ამცდარი. ღვთაებრივი სიცოცხლის სამსარას ტექნიკის გამოყენებით ნაგატო კონოჰას ყველა გარდაცვლილ მოსახლეს გააცოცხლებს, თავად კი ჩაკრას გადამეტებულად გამოყენების გამო, დაიღუპება. მოგვიანებით გაირკვევა, რომ ნაგატოს ამ ძიუცუს გამოყენებით ტობი მადარა უჩიჰას გაცოცხლებას აპირებდა, რის შემდგომაც, სავარაუდოდ, გაერთიანებული ძალებით ისინი პეინსა და კონანს თავიდან მოიშორებდნენ და მსოფლიოს დაპყრობის საკუთარი გეგმის განხორციელებას შეუდგებოდნენ.

რაც შეეხება ორგანიზაციის წევრებს, მათი უმრავლესობა ეს რანგის შინობს წარმოადგენს. თავდაპირველად, პეინის აკაცუკის წევრი ოროჩიმარუც იყო, თუმცა იტაჩი უჩიჰასთან მომხდარი ინციდენტის გამო, იგი გუნდს დატოვებს.

ორგანიზაციას მუდმივი შტაბი, სავარაუდოდ, არ გააჩნია. პეინის რინეგანის წყალობით, მისი წევრები ერთმანეთს ასტრალური სხეულების მეშვეობით ესაუბრებიან.

ტობის აკაცუკი

ნაგატოს სიკვდილის შემდეგ, კონანი აკაცუკის დატოვებს და ამეგაკურეს მმართველი გახდება. ტობი ორგანიზაციის ლიდერი გახდება და საკუთარი გეგმების აშკარად განხორციელებას წამოიწყებს. ვინაიდან აკაცუკის წევრების უმრავლესობა პეინის ლიდერობის დროს დაიღუპება, ტობის გუნდის ძველი წევრებიდან მხოლოდ ზეცუ და კისამე ჰოშიგაკი შემორჩებიან. მათ შეუერთდება კაბუტო იაკუშიც. აკრძალული ტექნიკის წყალობით იგი ყველა დროის უძლიერეს დაღუპულ შინობებს გააცოცხლებს. ხუთ დიდებულ ქვეყანას ტობი ომს გამოუცხადებს. მის მფლობელობაშია შვიდი კუდიანი ურჩხული, ამასთანავე, იგი გიუკისა და კურამას ჩაკრასაც ფლობს. მას შემდეგ, რაც გაისთან ბრძოლის შედეგად კისამე თავს მოიკლავს, აკაცუკის რიგებში მხოლოდ ტობი და ზეცუ და კაბუტო იაკუში შემორჩებიან. გარეთა გზის დემონის ქანდაკებისა და ჰაშირამა სენჯუს ძალის მეშვეობით, აკაცუკი თეთრი ზეცუს 100,000 კლონს შექმნის, რასაც, გაცოცხლებულ შინოებთან ერთად, შინობთა გაერთიანებულ ძალებს დაუპირისპირებს და მეოთხე მსოფლიო ომს წამოიწყებს. მოგვიანებით, თეთრ ზეცუს სასკე უჩიჰა სუსანოოსა და ამატერასუს მეშვეობით მოკლავს, შავი ზეცუ კი ნარუტოს, მეი ტერუმისა და ჩოჯუროსთან ბრძოლაში მარცხდება. რაც შეეხება კაბუტოს, სასკე და იტაჩი უჩიჰასთან ბრძოლის შედეგად ეს უკანასკნელი მას გენძიუცუში გამომაწყვდევს, რის შემდგომაც ედო ტენსეის მოქმედება ჩერდება. საბოლოოდ, ტობის მხარეს მხოლოდ მადარა უჩიჰა შემორჩება. კატეგორია:აკაცუკი