ნარუტოპედია Wiki
Advertisement
აკაცუკი
File:ფაილი:აკაცუკი.jpg
მარცხნიდან მარჯვნივ: წინა პლანზე - სასორი, დეიდარა, კონანი, პეინი (ნაგატო), ტობი, იტაჩი უჩიჰა, კისამე ჰოშიგაკი; უკან - ზეცუ, კაკუზუ, ჰიდანი, ოროჩიმარუ
დებიუტი
მანგა 141-ე თავი
ანიმე ნარუტო, 81-ე სერია
მონაცემები
შემქმნელები იაჰიკო
ნაგატო
კონანი
ამჟამინდელი
ლიდერი
ტობი
ყოფილი
ლიდერი
იაჰიკო
ნაგატო
ბაზა იაჰიკოს აკაცუკი
უცნობია
პეინის აკაცუკი
არ ჰქონდა
ტობის აკაცუკი
მთების სასაფლაო
მოკავშირეები იაჰიკოს აკაცუკი
უცნობია
პეინის აკაცუკი
ტაკა
ტობის აკაცუკი
მადარა უჩიჰა
ტაკა
რეინკარნირებული შინობები
მოწინააღმდეგეები იაჰიკოს აკაცუკი
ჰანზო
დანზო
პეინის აკაცუკი
ჯინჩურიკები
კონოჰა
ტობის აკაცუკი
შინობთა გაერთიანებული ძალები
ამჟამინდელი წევრები

ტობი
ზეცუ
კაბუტო იაკუში

აკაცუკი (暁, ქართ. "განთიადი") სერიების უმთავრესი ბოროტმოქმედებისგან შემდგარი კრიმინალური ორგანიზაციაა. მის მიზანს კუდიანი ურჩხულების ძალის მეშვეობით მსფოლიოს დაპყრობა წარმოადგენს. აკაცუკის ამეგაკურეს ობლების მიერაა შექმნილი. მისი ამჟამინდელი ლიდერია ტობი. თავისი არსებობის განმავლობაში, ორგანიზაციამ სამი განსხვავებული ეტაპი გამოიარა.

იაჰიკოს აკაცუკი

აკაცუკის თავდაპირველ მიზანს, ბედის ირონიით, მშვიდობისთვის ბრძოლა წარმოადგნდა. იგი იაჰიკოს, ნაგატოსა და კონანის მიერ, მესამე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და, სავარაუდოდ, ამეგაკურეს შინობებით იყო დაკომპლექტებული. ნაგატოს თქმით, ომმა მისი უამრავი მეგობარი იმსხვერპლა. გუნდმა მალევე გაითქვა სახელი, რამაც ამეგაკურეს მმართველი ჰანზო შეაშფოთა. ვინაიდან აკაცუკის შეხედულებები ჰანზოსას არ ემთხვეოდა და, უფო მეტიც, მისი ტირანული რეჟიმის დამხობისკენ იყვნენ მიმართულნი, ჰანზო კონოჰაანბუს ლიდერი დანზოს დახმარებით მათ განადგურებას გადაწყვეტს. თავდაპირველად აკაცუკის იგი თანამშრომლობას შესათავაზებს, მომდევნო დღეს კი კონანს გაიტაცებს და ნაგატოს იაჰიკოს მოკვლას უბრძანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კონანის მოკვლით იმუქრება. არჩევანის გაკეთებას იაჰიკო მეგობარს არ დააცდის და თავადვე მოიკლავს თავს. აკაცუკის განადგურება ჰანზოს არ გამოუვა, რადგან ნაგატო გარეთა გზის დემონის ქანადკების მეშვეობით მის და ანბუს მთელ არმიას ამოხოცავს, მოგვიანებით კი თავად ჰანზოსაც მოკლავს. იაჰიკოს სიკვდილი ნაგატოს პიროვნებას შეცვლის. იგი თავს პეინს უწოდებს და მშვიდობისთვის ბრძოლაზე ხელს აიღებს.

პეინის აკაცუკი

იაჰიკოს სიკვდილის შემდეგ, ნაგატო პეინის ექვს გზას შექმნის და აკაცუკის გაქცეული ნინძებით დააკომპლექტებს. ერთ დროს მშვიდობის გუნდი ამგვარად კრიმინალთა ბანდად გადაიქცევა. ყველასგან საიდუმლოდ, აკაცუკის თანამმართველი მისი ერთ-ერთი რიგითი წევრი, ტობი გახდება, რომელიც პეინის მრჩევლის ფუნქციას ასრულებს. სინამდვილეში იგი ნაგატოზე სრულ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას მოიპოვებს და მას თავის მარიონეტად აქცევს. მათი საიდუმლო თანამშრომლობის შესახებ აკაცუკიდან მხოლოდ კონანმა იცის, რომელიც პეინის მარჯვენა ხელს წარმოადგენს. აკაცუკი კუდიანი ურჩხულების დაჭერას წამოიწყებს, რასაც მისი უამრავი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლება. მათი ჩაკრა მეშვეობით პეინს ძლევამოსილი იარაღის შექმნა აქვს განზრახული, რათა ბოლო მოუღოს სამყაროში დასადგურებულ ომიანობასა და სიძულვილს. მისგან მალულად, კუდიანი ურჩხულების გამოყენებით ჩრდილში მდგომი ტობი მსოფლიოს დაპყრობას გეგმავს. ცხრაკუდიანი კურამას ხელში ჩაგდების მიზნით პეინი მთელ კონოჰას მიწის პირისაგან აღგვის, თუმცა მის ექვსივე გზას ნარუტო გაანადგურებს. ტკივილისა და სიძულვილისგან დაბრმავებულ ნაგატოს იგი გონს მოიყვანს და მიახვედრებს, რომ სწორ გზასაა ამცდარი. ღვთაებრივი სიცოცხლის სამსარას ტექნიკის გამოყენებით ნაგატო კონოჰას ყველა გარდაცვლილ მაცხოვრებელს გააცოცხლებს, თავად კი ჩაკრას გადამეტებულად მოხმარების გამო, დაიღუპება. მოგვიანებით გაირკვევა, რომ ნაგატოს ამ ძიუცუს გამოყენებით ტობი მადარა უჩიჰას გაცოცხლებას აპირებდა, რის შემდგომაც, სავარაუდოდ, გაერთიანებული ძალებით ისინი პეინსა და კონანს თავიდან მოიშორებდნენ და მსოფლიოს დაპყრობის საკუთარი გეგმის განხორციელებას შეუდგებოდნენ.

რაც შეეხება ორგანიზაციის წევრებს, მათი უმრავლესობა ეს რანგის შინობს წარმოადგენდა. თავდაპირველად, პეინის აკაცუკის წევრი ოროჩიმარუც იყო, თუმცა იტაჩი უჩიჰასთან მომხდარი ინციდენტის გამო, იგი გუნდს დატოვებს.

მუდმივი შტაბი ორგანიზაციას, სავარაუდოდ, არ გააჩნდა. პეინის რინეგანის წყალობით, მისი წევრები ერთმანეთს ასტრალური სხეულების მეშვეობით ესაუბრებოდნენ.

ტობის აკაცუკი

ნაგატოს სიკვდილის შემდეგ, კონანი აკაცუკის დატოვებს და ამეგაკურეს მმართველი გახდება. ორგანიზაციის ახალი ლიდერია ტობი, რომელიც საკუთარი გეგმების განხორციელებას ახლა უკვე აშკარად წამოიწყებს. აკაცუკის წევრების უმრავლესობა პეინის ლიდერობის დროს დაიღუპება და ძველი წევრებიდან მხოლოდ ზეცუ და კისამე ჰოშიგაკი შემორჩებიან. მათ შეუერთდება კაბუტო იაკუშიც, რომელიც აკრძალული ტექნიკის წყალობით ყველა დროის უძლიერეს შინობებს გააცოცხლებს. მანამდე კი ხუთ დიდებულ ქვეყანას ტობი ომს გამოუცხადებს. მის მფლობელობაშია შვიდი კუდიანი ურჩხული, ამასთანავე, იგი გიუკისა და კურამას ჩაკრას ნაწილსაც ფლობს. მას შემდეგ, რაც გაისთან ბრძოლისას კისამე თავს მოიკლავს, აკაცუკის რიგებში მხოლოდ ტობი, ზეცუ და კაბუტო იაკუში შემორჩებიან. გარეთა გზის დემონის ქანდაკებისა და ჰაშირამა სენჯუს ძალის მეშვეობით, აკაცუკი თეთრი ზეცუს 100,000 კლონს შექმნის, რასაც, გაცოცხლებულ შინოებთან ერთად, შინობთა გაერთიანებულ ძალებს დაუპირისპირებს და მეოთხე მსოფლიო ომს წამოიწყებს. მოგვიანებით, თეთრ ზეცუს სასკე უჩიჰა სუსანოოსა და ამატერასუს მეშვეობით მოკლავს, შავი ზეცუ კი ნარუტოს, მეი ტერუმისა და ჩოჯუროსთან ბრძოლაში დამარცხდება. რაც შეეხება კაბუტოს, სასკე და იტაჩი უჩიჰასთან ბრძოლის შედეგად იგი იტაჩის გენძიუცუს ზემოქმედების ქვეშ მოექცევა, რის შედეგადაც ედო ტენსეის მოქმედება შეჩერდება. საბოლოოდ, ტობის გვერდში მხოლოდ მადარა უჩიჰა შემორჩება. კატეგორია:აკაცუკი

Advertisement