ნარუტოპედია Wiki
DevaBot (talk | contribs)
m (clean up, removed: ნარუტიმატული)
DevaBot (talk | contribs)
m (→‎სქოლიო: clean up, replaced: <references /> → {{სქოლიო}})
Line 23: Line 23:
   
 
==სქოლიო==
 
==სქოლიო==
  +
{{სქოლიო}}
<references />
 
 
[[en:Demonic Statue of the Outer Path]]
 
[[en:Demonic Statue of the Outer Path]]
 
[[კატეგორია:პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:პერსონაჟები]]

Revision as of 05:59, 29 April 2013

გარეთა გზის დემონური ქანდაკება
File:ფაილი:გედო მაზო.png
დებიუტი
მანგა 254-ე თავი
ანიმე მე-2 ნაწილი, მე-10 სერია
ვიდეო
თამაში
Naruto Shippūden: Ultimate Ninja 5
გამოჩნდა მანგა, ანიმე, ვიდეო თამაში
მონაცემები
კუთვნილება აკაცუკის სიმბოლო აკაცუკი

გარეთა გზის დემონური ქანდაკება (外道魔像, გედო მაზო) ათკუდიანის ნაჭუჭს წარმოადგენს, რაც თავის დროზე ექვსი გზის ბრძენმა მთვარეში ჩაბეჭდა. მოგვიანებით, სენჯუს დეენემისა და რინეგანის მეშვეობით მადარა უჩიჰამ დემონური ქანდაკების გამოძახება შეძლო. უზუმაკისა და სენჯუს შთამომავალი ნაგატო ერთადერთი ცნობილი შინობი იყო, ვისაც მისი გამოძახება ბუნებრივად შეეძლო[1]. გარეთა გზის დემონური ქანდაკებას იგი კუდიანი ურჩხულების ჩაბეჭდვის მიზნით იყენებდა.

ისტორია

მას შემდეგ, რაც ექვსი გზის ბრძენმა ათკუდიანი ურჩხული დაამარცხა, მისი ჩაკრა მან ცხრა ნაწილად დაყო და ცხრა ცალი კუდიანი ურჩხული შექმნა. ჩიბაკუ ტენსეის მეშვეობით მან ათკუდიანის ცარიელი სხეული ქვის უზარმაზარ სფეროში გამოამწყვდია და ამგვარად შექმნა მთვარე.

მოგვიანებით, ჰაშირამა სენჯუს დეენემისა და რინეგანის წყალობით, მადარა უჩიჰამ როგორღაც მისი გამოძახება შეძლო. დემონის ქანდაკებასთან ფიზიკურად მიერთების გზით მან სიცოცხლე გაიხანგრძლივა. მისი მეშვეობით მან ჰაშირამას ცოცხალი კლონი და თეთრი ზეცუს კლონებიც შექმნა.

შინობთა მესამე მსოფლიო ომის პერიოდში, გარეთა გზის დემონური ქანდაკების დახმარებით ნაგატოჰანზოსა და დანზოანბუს მთელი არმია ამოხოცა. ტექნიკის შესრულებამდე, დემონურ ქანდაკებას იგი ლითონის ღეროებით ფიზიკურად დაუკავშირდა. ამის შემდეგ, ნაგატო ქანდაკებას მხოლოდ კუდიანი ურჩხულების ჩაბეჭდვის მიზნით იძახებდა.

მეოთხე მსოფლიო ომში, ცხრაკუდიანი ურჩხულის ჩაკრას ხელში ჩაგდების მიზნით ტობი პირველ დივიზიას დემონური ქანდაკებით შეუტევს, მოგვიანებით კი მისი დახმარებით ნარუტოს, კილერ ბის, კაკაშისა და გაის შეებრძოლება. მას შემდეგ, რაც ქანდაკება კურამასა და გიუკის ჩაკრას ნაწილს შთანთქავს, ტობი ათკუდიანი ურჩხულის გაცოცხლებას შეუდგება, თუმცა მას შემდეგ, რაც ბრძოლის ველზე მადარა უჩიჰა გამოჩნდება, ისინი ნარუტოსა და კილერ ბის დაჭერას გადაწყვეტენ.

გარეგნობა

დემონური ქანდაკება უზარმაზარი ჰუმანოიდია. მისი კანი ხის ქერქს ჰგავს. მას ცხრა თვალი აქვს. ცარიელი ქანდაკება ბრმაა. მას თვალებზე ნაჭერი აქვს აფარებული, რადგან ყოველი მათგანი დახუჭული აქვს. მას შემდეგ, რაც აკაცუკი მასში კუდიანი ურჩხულების ჩაბეჭდვას წამოიწყებს, თანდათანობით მას ცხრავე თვალი გაეხსნება. ბენიჰისაგოსა და კოჰაკუ ნო ჯოჰეიში დატყვევებული ოქროსა და ვერცხლის ძმების ჩაკრასა და რვაკუდიანის საცეცის შთანთქმის შემდეგ ქანდაკებას გარეგნობა შეიცვლება: იგი ცხრავე თვალს გაახელს, საიდანაც სისხლი წამოვა, და ზომაში გაზრდას დაიწყებს.

სქოლიო

  1. ნარუტო, 606-ე თავი, გვ. 13

კატეგორია:პერსონაჟები