ელვის გამოშვება (雷遁, რაიტონ) - ბუნების გარდაქმნის ხუთი ძირითადი ტექნიკიდან ერთ-ერთია. მისი გამომყენებელი ჩაკრას მაღალი სიხშირით ვიბრაციით ელვას წარმოქმნის, რაც მას სწრაფად გადაადგილებისა და გამჭოლ დაზიანებათა მიყენების უნარს ანიჭებს. ელექტრობა მსხვერპლს ისე ადამბლავებს, რომ იგი მოძრაობის უნარს კარგავს[1][2][3][4]. ელვის ბასრ იარაღში გადაცემა მას უფრო მახვილს ხდის და მსხვერპლის გაშეშების უნარს სძენს[5][6][7]. როდესაც ელვის გამოშვება სხეულიდან ხდება და ტექნიკის შესრულება ფიზიკურ კონტაქტს არ საჭიროებს, იგი ნამდვილი ელვასავით სწრაფი არაა. მეტიც, იგი გაცილებით ნელია, რაც ზოგჯერ მოწინააღმდეგეს რეაგირებისთვის დროს აძლევს[8][9]. ელვის გამოშვება კუმოგაკურეს შინობისთვისაა დამახასიათებელი.
ურთიერთობა სხვა ელემენტებთან[]
ელვა მიწაზე ძლიერია, რადგან მასში მოძრაობა ადვილად შეუძლია, თუმცა ქარზე სუსტია, რომელიც მის ბუნებრივ იზოლატორს წარმოადგენს. წყლის გამოშვება მის ეფექტს ზრდის, რადგან წყალი ელექტრობის კარგი გამტარია[10]. შესაბამისად, თუ მოწინააღმდეგეს არსებულ წყალთან აქვს შეხება, ან თუ იგი მას თავისი ჩაკრით წარმოქმნის, ელვის გამოშვებით მისი პარალიზება ადვილადაა შესაძლებელი. ელვის გამოშვება გაცილებით ძლიერია, როცა იგი ბუნებრივ ელვას იყენებს[11]. ძლიერი ცეცხლის გამოშვების ცაში სროლა ელვის გამოშვების ძლევამოსილი ტექნიკის შესასრულებელ პირობებს ქმნის[12]. ელვის გამოშვება კეკკეი გენკაი შტორმის გამოშვების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
სქოლიო[]
- ↑ ნარუტო, 422-ე თავი, გვ. 15-16
- ↑ ნარუტო, 308-ე თავი, გვ. 4-5, 9
- ↑ ნარუტო, 412-ე თავი, გვ. 14-15
- ↑ ნარუტო, 463-ე თავი, გვ. 9
- ↑ ნარუტო, 411-ე თავი, გვ. 16-17
- ↑ ნარუტო, 470-ე თავი, გვ. 12
- ↑ ნარუტო, 473-ე თავი, გვ. 4
- ↑ ნარუტო, 334-ე თავი, გვ. 15-16
- ↑ ნარუტო, 384-ე თავი, გვ. 10-11
- ↑ ნარუტო, 461-ე თავი, გვ. 2
- ↑ ნარუტო, 391-ე თავი, გვ. 7
- ↑ ნარუტო, 391-ე თავი, გვ. 3-5