ნარუტოპედია Wiki
ნარუტოპედია Wiki
ვიძახებ: გარეთა გზის დემონურ ქანდაკებას
კუჩიიოსე გედო მაზო
სახელი
კანძი 口寄せ・外道魔像
ქართული
ასოებით
კუჩიიოსე: გედო მაზო
ქართულად ვიძახებ: გარეთა გზის დემონურ ქანდაკებას
დებიუტი
მანგა 447-ე თავი
ანიმე ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, 173-ე სერია
ვიდეო
თამაში
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 3
გამოჩნდა მანგა, ანიმე, ვიდეო თამაში
მონაცემები
კლასიფიკაცია დოძიუცუ, ნინძიუცუ, დრო-სივრცის ნინძიუცუ
დანიშნულება შემტევი
დაკავშირებული ტექნიკები
მშობელი ტექნიკა
გამოძახების ტექნიკა
გამომყენებლები
ნაგატო

ამ ტექნიკით ნაგატოგარეთა გზის დემონური ქანდაკება გამოიძახა, რომლის მუცლიდან შავი მიმღები გამოვიდა, დაიტოტა და მას ზურგში ჩაერჭო. მისი მეშვეობით ნაგატომ დემონურ ქანდაკებას თავისი ჩაკრა გადასცა, რის შემდეგაც ქანდაკებამ პირიდან დრაკონისმაგვარი არახორციელი არსება გამოუშვა, რომელმაც მოწინააღმდეგეები ერთი შეხებით დახოცა. ტექნიკის დასრულების შემდეგ ქანდაკება გაქრა, ნაგატოს კი მიმღებები ზურგში სამუდამოდ ჩარჩა.

როგორც ჩანს, ტექნიკის შესრულება ძალიან ბევრ ენერგიას საჭიროებს, რადგან მას შემდეგ, რაც ნაგატომ დემონურ ქანდაკებას ჩაკრა გადასცა, იგი მომენტალურად გახდა.[1]

წვრილმანები[]

  • ობიტო უჩიჰას დემონური ქანდაკების გამოძახება და დისტანციური მართვა შეეძლო, თუმცა ის მას ისე იყენებდა, როგორც სხვა შინობები იყენებენ ხოლმე მათ მიერ გამოძახებულ ცხოველებს,[2][3] ამიტომ ქანდაკების გამოძახების მსგავსი შემთხვევები სტატიაში მიმოხილული არაა. Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 3-ში ობიტოს მიერ გამოძახებული დემონური ქანდაკება მოწინააღმდეგეს მხოლოდ ელვას ესვრის.

სქოლიო[]

  1. ნარუტო, 447-ე თავი, გვ. 8-13
  2. ნარუტო, 536-ე თავი, გვ. 16
  3. ნარუტო, 570-ე თავი, გვ. 2