ნარუტოპედია Wiki
Advertisement
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასამართლოში.

სასამართლოში საქმე აღიძვრება საჩივრის სახით.

თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი უფლებები რომელიმე ადმინისტრატორმა, მომხარებელმა თუ მოსამართლემ დაარღვია, თქვენი საჩივარი განათავსეთ აქ.

ჩამოაყალიბეთ თქვენი საჩივარი გარკვევით, რათა სასამართლომ თქვენი მოთხოვნის დაზუსტებაზე დრო არ დაკარგოს.

სასამართლოში საჩივრის განთავსების შესახებ, გთხოვთ, თავადვე შეატყობინოთ მოწინააღმდეგე მხარეს, რათა თქვენს საჩივარზე მან თავისი პასუხი წარმოადგინოს. შეტყობინების მინზით მისი განხილვის გვერდზე ჩასვით თარგი {{სას უწყება}}.

ნარუტოპედიას სასამართლოს შემადგენლობაში სამი მოსამართლე შედის. თითოეული მათგანი საქმეს ერთპიროვნულად განიხილავს. თუ რომელიმე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმებით, თავისუფლად გაასაჩივრეთ იგი. თქვენს ახალ საჩივარს უკვე სამივე მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს, მათ შორის იქნება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლეც.

მოსამართლეთა არჩევა ხდება არჩევნების გვერდზე, ღია კენჭისყრის საფუძველზე. თითოეული მათგანის მოღვაწეობის ვადა განისაზღვრება 1 თვით.

Advertisement