კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასამართლოში.
სასამართლოში საქმე აღიძვრება საჩივრის სახით.
თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი უფლებები რომელიმე ადმინისტრატორმა, მომხარებელმა თუ მოსამართლემ დაარღვია, თქვენი საჩივარი განათავსეთ აქ.
ჩამოაყალიბეთ თქვენი საჩივარი გარკვევით, რათა სასამართლომ თქვენი მოთხოვნის დაზუსტებაზე დრო არ დაკარგოს.
სასამართლოში საჩივრის განთავსების შესახებ, გთხოვთ, თავადვე შეატყობინოთ მოწინააღმდეგე მხარეს, რათა თქვენს საჩივარზე მან თავისი პასუხი წარმოადგინოს. შეტყობინების მინზით მისი განხილვის გვერდზე ჩასვით თარგი {{სას უწყება}}.
ზოგადი წესები
|
1) ყოველი კომენტარის ბოლოს ხელი მოაწერეთ ოთხი ტალღის (~~~~), ან ფაილი:ხელმოწერა.png ღილაკის მეშვეობით; 2) ესაა ნარუტოპედია, შესაბამისად, იყავით მეგობრულები, მომთმენნი და პატივი ეცით ერთმანეთს; 3) პატივისცემით მოეპყარით მოსამართლეებს; 4)სასამართლოში საჩივრის განთავსებამდე ყველანაირად ეცადეთ, რომ თავადვე, მორიგების გზით მოაგვაროთ თქვენი პრობლემა; 5) დაიცავით სასამართლო წვრილმანი და უმნიშვნელო საქმეებისგან. თუ თქვენი პრობლემა არსებითად ისეთი მნიშვნელოვანი არაა, რომ ხელი შეგიშალოთ მუშაობაში, ნუ განათავსებთ მას აქ; 6) თუ მიიჩნევთ, რომ თქვენს საჩივარზე სასამართლო აგვიანებს რეაგირებას, მიმართეთ ადმინისტრატორს, რომელიც სათანადო ზომებს მიიღებს. 7) ადმინისტრატორი სასამართლოს ზემდგომი ორგანოს არ წარმოადგენს, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ადმინისტრატორთან არ ხდება.
|
ნარუტოპედიას სასამართლოს შემადგენლობაში სამი მოსამართლე შედის. თითოეული მათგანი საქმეს ერთპიროვნულად განიხილავს. თუ რომელიმე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმებით, თავისუფლად გაასაჩივრეთ იგი. თქვენს ახალ საჩივარს უკვე სამივე მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს, მათ შორის იქნება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლეც.
მოსამართლეთა არჩევა არჩევნების გვერდზე, ღია კენჭისყრის საფუძველზე ხდება. თითოეული მათგანის მოღვაწეობის ვადა 1 თვით განისაზღვრება.
ამჟამინდელი მოსამართლეები
|
სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტებამდე ყველა საჩივარს ერთპიროვნულად განიხილავს ადმინისტრატორი DevaMK.
|
სასამართლოს წესდება
|
ნარუტოპედიას სასამართლო 3 მოსამართლისგან შედგება. მათი არჩევა 1 თვის ვადით, ღია კენჭისყრის საფუძველზე ხდება. ერთი და იგივე პირი მოსამართლედ შეიძლება აირჩეს განუსაზღვრელი ოდენობით. ყოველი მოსამართლე ვალდებულია:
- იყოს მიუკერძოებელი;
- საქმე გამოიკვლიოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.
სასამართლოში ყოველი საქმე განიხილება ერთპიროვნულად იმ მოსამართლის მიერ, რომელსაც საქმე რიგითობის შესაბამისად შეხვდება. გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, საქმეს განიხილავს სასამართლო სრული შემადგენლობა, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოო იქნება.
თუ საქმის განხილვის დაწყებამდე, ან მისი განხილვის პერიოდში რომელიმე მოსამართლის აცილების საფუძველი გამოვლინდება, საქმეს განიხილავს სასამართლოს სრული შემადგენლობა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო იქნება.
მოსამართლის აცილების საფუძველია, თუ იგი რომელიმე მხარის ნათესავი ან მეგობარი აღმოჩნდება, რაც მის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ დააყენებს. სასამართლოს წინაშე მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, ვინც მოსამართლის აცილებას ითხოვს.
მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველია:
- დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება;
- მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა;
- მის წინააღმდეგ წარდგენილ იმ საჩივართა რაოდენობა, რაზეც სასამართლომ გამამტყუვნებელი გადაწყვეტილება მიიღო (თუ 1 თვის მანძილზე მის წინააღმდეგ 5, ან მეტი ასეთი საჩივარი დაფიქსირდება). მხედველობაში არ მიიღება ერთგვაროვანი საჩივრები;
- მოსამართლისათვის შეუფერებელი ისეთი საქციელის ჩადენა, რაც მის თანამდებობაზე დატოვებას შეუძლებელს გახდის.
მოსამართლის გადაყენების უფლება აქვს სასამართლოს. მოსამართლის გადაყენების მოთხოვნით საჩივრის აღძვრის უფლება აქვს ნებისმიერ მომხმარებელს. სჩივარს განიხილავს დარჩენილი ორი მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგია, რომლის გადაწყვეტილება საბოლოო იქნება. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრატორი.
მოსამართლის გადაყენების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩატარდება ხელახალი არჩევნები, სადაც ასევე ღია კენჭისყრის გზით აიჩევა ახალი მოსამართლე.
|
მოსამართლეებისთვის
|
ყოველი დასრულებული საქმე უნდა იწყებოდეს საჩივრით, მას უნდა მოსდევდეს პასუხი, საქმის აღწერილობითი ნაწილი, ძირითადი ნაწილი და გადაწყვეტილება. თითოეულ მათგანი უნდა წარმოადგენდეს დამოუკიდებელ სექციას. საქმის ამგვარი ორგანიზება მოსამართლის მოვალეობაა.
აღწერილობით ნაწილში რაც შეიძლება მოკლედ უნდა იყოს მიმოხილული პრობლემა. მოსამართლემ იგი საქმის განხილვის პროცესში, ან გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა შექმნას;
ძირითადი ნაწილი იგივე მსჯელობაა, რაც მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მათ შუამდგომლობებს, მტკიცებულებებს, მოსამართლის შეკითხვებსა და მათზე მხარეთა პასუხებს მოიცავს. მსჯელობა დასრულდება მას შემდეგ, რაც ყოველი მხარე საბოლოო სიტყვას იტყვის. საბოლოო რეპლიკა ყოველთვის მოწინააღმდეგე მხარეს ეკუთვნის. მოსამართლე ყოველნაირად უნდა ეცადოს, საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს. თუ მოსამართლე მხარეთა დაშოშმინებას ვერ შეძლებს, მან ადმინისტრატორს უნდა მიმართოს, რომელიც შესაბამის ზომებს მიიღებს.
გადაწყვეტილება - მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება.
საბოლოოდ, ყოველმა საქმემ შემდეგი სახე უნდა მიიღოს:
==(I მხარის სახელი) (II მხარის სახელი) წინააღმდეგ==
===საჩივარი===
მხარის საჩივარი
===პასუხი===
მხარის პასუხი
===აღწერა===
საქმის მოკლე აღწერა
===მსჯელობა===
მსჯელობა საქმის შესახებ
===გადაწყვეტილება===
მოსამართლის გადაწყვეტილება
როგორც კი საქმის განხილვა დასრულდება, მოსამართლემ იგი {{ლუქის}} გამოყენებით უნდა დალუქოს.
|
სახდელები
|
ნარუტოპედიაში 3 სახის სახდელი გამოიყენება, ესენია:
- გაფრთხილება;
- მომხმარებლის მცირე ხნით დაბლოკვა;
- მომხმარებლის ხანგრძლივად დაბლოკვა.
ორი სახდელის ერთდროულად გამოყენება დაუშვებელია, თუმცა თუ პირი სასამართლოს კანონიერ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, მისი პასუხისმგებლობა შეიძლება დამძიმდეს.
- გაფრთხილების თარგს ({{თარგი:გაფრთხილება-სახ}}) მოსამართლე შესაბამისი მომხმარებლის განხილვის გვერდზე სვამს და მის შემდეგ ხელს აწერს.
- მომხმარებლის დაბლოკვის მიზნით მოსამართლე ადმინისტრატორს მიმართავს. მიმართვას იგი საქმის განხილვის ბმულს დაურთავს.
|
ყურადღება! საქმის განხილვის დასრულებისა და გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში საქმე ილუქება და მასში ცვლილებების განხორციელება დაუშვებელია.
|