ნარუტოპედია Wiki
ცხრაკუდიანის ჩაკრას რეჟიმი

ნარუტოცხრაკუდიანის ჩაკრას რეჟიმი, რაც იან ელემენტს ეფუძნება

იანის გამოშვება (陽遁, იოტონ) - ისეთი ტექნიკებია, რომლებიც ფიზიკურ ენერგიას ეფუძნებიან, რაც ცხოველქმედობას მართავს და რისი მეშვეობითაც არარსებულში სულის შთაბერვით მისი შექმნა ხდება. ინის გამოშვებასთან მისი კომბინაციით ინ-იანის გამოშვება წარმოიქმნება[1].

კონოჰაზე ცხრაკუდიანის თავდასხმის დროს, მკვდარი დემონის შთანთქმის ბეჭდის გამოყენებით, მინატო ნამიკაზემ მელიის ჩაკრას იან ნახევარი ნარუტო უზუმაკიში ჩაბეჭდა[2]. როცა ნარუტო ცხრაკუდიანის ჩაკრას რეჟიმში იმყოფება, იან ელემეტის სიცოცხლისმიმნიჭებელი ძალა ხის გამოშვებაზე მოქმედებს და განსაზღვრულ რადიუსში არსებულ ხეებს, ფიზიკური კონტაქტის გარეშეც კი, წამებში ზრდის[3]. მას მსგავსი ეფექტი აქვს თეთრი ზეცუს არმიაზეც, რომელთა გენეტიკური შემადგენლობა მცენარეთა იდენტურია[4].

სქოლიო[]

  1. ნარუტო, 510-ე თავი, გვ. 11-12
  2. ნარუტო, 370-ე თავი, გვ. 12-13
  3. ნარუტო, 505-ე თავი, გვ. 8
  4. ნარუტო, 545-ე თავი, გვ. 14