FANDOM


კაბუტო იაკუში
კაბუტო
დებიუტი
მანგა 39-ე თავი
ანიმე ნარუტო, 23-ე სერია
ფილმი ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, ფილმი: ბორკილები
OVA კონოჰას დიდი სპორტული ფესტივალი!
ვიდეო
თამაში
Naruto: Ultimate Ninja 2
გამოჩნდა მანგა, ანიმე, ოვა, ფილმი და ვიდეო თამაში
გახმოვანება
ახმოვანებს ნობუტოში კანნა
მარიკო მიზუნო (ბავშვი)
მონაცემები
დაბადების
თარიღი
29 თებერვალი
სქესი მარსის სიმბოლო მამრობითი
ასაკი პირველი ნაწილი: 19-20
მეორე ნაწილი: 23-24
სიმაღლე პირველი ნაწილი: 176.2 სმ
მეორე ნაწილი:177 სმ
წონა პირველი ნაწილი: 65 კგ
წოდება გაქცეული ნინძა
მკურნალი ნინძა
სენნინი
საქმიანობა ოროჩიმარუს ჯაშუში და მთავარი თანაშემწე
სასორის ჯაშუში
რანგი პირველი ნაწილი: გენინი
გუნდი კაბუტოს გუნდი
პარტნიორები ოროჩიმარუ
კუთვნილება კონოჰაგაკურეს სიმბოლო კონოჰაგაკურე
ფესვის სიმბოლო ფესვი
ოტოგაკურეს სიმბოლო ოტოგაკურე
აკაცუკის სიმბოლო აკაცუკი
კეკკეი
გენკაი
საკონისა და უკონის კეკკეი გენკაი
ჯუგოს კლანის კეკკეი გენკაი
შიკოცუმიაკუ
ოჯახი

ნონო იაკუში (დედობილი)

ბუნების ტიპი

მიწის ბუნების სიმბოლო მიწის გამოშვება
წყლის ბუნების სიმბოლო წყლის გამოშვება
ქარის ბუნების სიმბოლო ქარის გამოშვება
ინის ბუნების სიმბოლო ინის გამოშვება
იანის ბუნების სიმბოლო იანის გამოშვება

კაბუტო იაკუში (薬師カブト, იაკუში კაბუტო) სერიების ერთ-ერთი ანტაგონისტია, რომელიც ოროჩიმარუს „მარჯვენა ხელი“ და ჯაშუში იყო. ოროჩიმარუს სიკვდილის შემდეგ, მეოთხე მსოფლიო ომის მსვლელობისას, იგი ტობის აკაცუკის შეუერთდა.

წარსულირედაქტირება

კაბუტოს წარმომავლობისა და წარსულის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არაა. იგი აღიზარდა კონოჰას ბავშვთა სახლში, ნონო იაკუშის მიერ, რომელმაც კაბუტო ბავშვობაში, ბრძოლის შედეგად განადგურებული სოფლის განაპირას იპოვა. თავის არეში მიღებული ტრავმის გამო კაბუტოს არ ახსოვდა არც საკუთარი სახელი და არც ის, თუ ვინ იყვნენ მისი მშობლები. მოგვიანებით, კაბუტო დანზო შიმურას ფესვში გაწევრიანდა და მისი საიდუმლო აგენტი გახდა. დანზოს დავალებით, სხვადასხვა პერიოდში, კაბუტო ჯაშუშობას ეწეოდა კუმოგაკურეში, კირიგაკურეში, სუნაგაკურესა და იუაგაკურეში. ერთ-ერთი მისიის მიმდინარეობისას, იუაგაკურეში კაბუტომ შემთხვევით მოკლა თავისი დედობილი − ნონო. იგი მალევე შეხვდა ოროჩიმარუს, რომელმაც მას აუხსნა, რომ მომხდარი დანზოს მიერ იყო პროვოცირებული, რათა მასა და ნონოს ერთმანეთი დაეხოცათ. ამის შემდეგ კაბუტო ოროჩიმარუს მთავარი ასისტენტი და აგენტი გახდა.

ხასიათირედაქტირება

ბავშვობაში მიღებული ტრავმისა და ამნეზიის გამო კაბუტო საკმაოდ მორცხვი, მშვიდი და მგრძნობიარე პიროვნება იყო, რომელმაც არ იცოდა, თუ საიდან მოდიოდა და სად იყო მისი ადგილი ცხოვრებაში.

მიუხედავად იმისა, რომ კაბუტო ოროჩიმარუს მითითებებსა და დავალებებს ასრულებდა, ის ხანდახან თავისი ლიდერის წინააღმდეგაც მიდიოდა და მტრებს ეხმარებოდა. თუმცა მას მოსწონდა ოროჩიმარუს საქმიანობა და იდეოლოგია.

კაბუტოს მიაჩნდა, რომ მორცხვი ინტროვერტი იყო, რომელსაც არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და თავს უკანა პლანზე უფრო კომფორტულად გრძნობდა. მისი ამპარტავნება გამოიხატება, როდესაც ის განაცხადებს, რომ ოროჩიმარუზე ძლიერია და თავს ექვსი გზის განდეგილს გაუტოლებს. კაბუტო ასევე თვლიდა, რომ იტაჩი უჩიჰას მსგავსად თავადაც კონოჰას ჩრდილში მსახურობდა, თუმცა იტაჩის თანამშრომლობას მხოლოდ მისი შარინგანის ხელში ჩაგდების მოტივით შესთავაზებს.

გარეგნობარედაქტირება

კაბუტოს ნიშანი არის შავი წრიული სათვალე, რომელიც მას ნონომ აჩუქა და რომლის გარეშე ის თითქმის ვერ ხედავს. კაბუტოს აქვს შავი თვალები და ნაცრისფერი თმა. სერიების პირველ ნაწილში მას ეცვა მუქი იისფერი პერანგი, მაღალი საყელოთი, თეთრი ქვედა პერანგით, შარვალი და ცისფერი სანდლები. მარცხენა ფეხზე ჰქონდა შურიკენების ჩანთა. კაბუტო, ჩვეულებისამებრ, ატარებდა ოტოგაკურეს შუბლის დამცავს, მაგრამ პირველად იგი შენიღბვის მიზნით კონოჰაგაკურეს შუბლსაკრავით გამოჩნდა. მეორე ნაწილში მას აღარ აქვს შუბლსაკრავი და აცვია შინდისფერი მანტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავისი ვინაობის დაფარვას ცდილობს.

ოროჩიმარუს სიკვდილის შემდეგ კაბუტომ სხეულში ოროჩიმარუს ქსოვილები და უჯრედები გადაინერგა. შედეგად უჯრედებმა დაიკავა მისი სხეულის მარცხენა მხარე, რამაც დაზიანებულ ადგილებს თეთრი შეფერილობა მისცა. გარდა ამისა, მისი მარცხენა თვალი ისეთი ფორმისა და ფერის გახდა, როგორიც ოროჩიმარუს ჰქონდა. ამ პერიოდში მის თვალებზე გამოისახა შავი ისრები, თუმცა მხოლოდ მარცხენა თვალი იყო გარშემორტყმული ოროჩიმარუსთვის დამახასიათებელი იისფერი ნიშნით.

ოროჩიმარუს გაცოცხლების შემდეგ მან კაბუტოს თავისი ძალა ამოაცალა, რის შედეგადაც კაბუტო პირვანდელ ფორმას დაუბრუნდა.

შესაძლებლობებირედაქტირება

უამრავ ადამიანზე ექსპერიმენტების ჩატარების შედეგად კაბუტომ ბრძოლისას მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების იდენტიფიკაცია და თავის სასარგებლოდ გამოყენება ისწავლა. მეოთხე მსოფლიო ომის დროს, ედო თენსეის მეშვეობით მან გარდაცვლილი შინობების გაცოცხლება და მართვა შეძლო.

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.