ნარუტოპედია Wiki
კაგე

ხუთი კაგე

კაგე (影, ჩრდილი) შინობთა ხუთი დიდებული ქვეყნის დამალული სოფლების ლიდერების წოდებულებაა. მათ ერთად „ხუთ კაგეს“ (五影, გოკაგე, ქართ. ხუთი ჩრდილი) ეძახიან. კაგე სოფლის საქმეებს ხელმძღვანელობს − შინობის განსაზღვრული მისიის შესასრულებლად მივლინებიდან დაწყებული, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რთული გადაწყვეტილებების მიღებით დამთავრებული. კაგე სოფლის ყველაზე ძლევამოსილ ნინძად მიიჩნევა.

მიმოხილვა[]

ყოველი სოფლის კაგეს განსხვავებული სახელი ჰქვია:

  • კონოჰაგაკურეს ჰოკაგე (火影, ცეცხლის ჩრდილი)
  • სუნაგაკურეს კაზეკაგე (風影, ქარის ჩრდილი)
  • კირიგაკურეს მიზუკაგე (水影, წყლის ჩრდილი)
  • კუმოგაკურეს რაიკაგე (雷影, ელვის ჩრდილი)
  • იუაგაკურეს ცუჩიკაგე (土影, მიწის ჩრდილი)

კაგეების მთავარი მოვალეობა სოფელზე ზრუნვაა. ისინი ერთმანეთთან იშვიათად თანამშრომლობენ. საკითხები, რომელთა გადაწყვეტა ხუთივე სოფლის ინტერესებში შედის კაგეთა სამიტზე იხილება.