ეს სტატია დაუსრულებელია. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში. |
კაკაში ჰატაკე | |||||
---|---|---|---|---|---|
სხვა სახელები |
კოპი ნინძა კაკაში (コピー忍者のカカシ, კოპი ნინჯა ნო კაკაში) შარინგანის კაკაში (写輪眼のカカシ, შარინგან ნო კაკაში) შარინგანის გმირი (写輪眼の英雄, შარინგან ნო ეიიუ) მეექვსე ჰოკაგე (六代目火影, როკუდაიმე ჰოკაგე) | ||||
დებიუტი | |||||
მანგა | მე-3 თავი | ||||
ანიმე | ნარუტო, მე-3 სერია | ||||
ფილმი | ნარუტო, ფილმი: ნინძათა შეტაკება თოვლის მიწაზე | ||||
OVA | იპოვე ოთხფოთლიანი წითელი სამყურა! | ||||
ვიდეო თამაში |
Naruto: Clash of Ninja | ||||
გახმოვანება | |||||
ახმოვანებს | კაზუჰიკო ინოუე მუცუმი ტამურა (ბავშვი) | ||||
მონაცემები | |||||
დაბადების თარიღი |
15 სექტემბერი | ||||
სქესი | მამრობითი | ||||
ასაკი | I ნაწილი: 26-27 II ნაწილი: 29-31 | ||||
სიმაღლე | I ნაწილი: 181 სმ. | ||||
წონა | I ნაწილი: 67.5 კგ. | ||||
წოდება | ანბუს კაპიტანი მესამე დივიზიის მეთაური ჰოკაგე | ||||
რანგი | ჯონინი კაგე | ||||
გუნდი | მინატოს გუნდი კაკაშის გუნდი ასუმას გუნდი (დროებით) გუნდი ერთი (ანიმეში) კურენაის გუნდი (დროებით) მესამე დივიზია | ||||
კუთვნილება | კონოჰაგაკურე ფესვი (მხოლოდ ანიმეში) შინობთა გაერთიანებული ძალები | ||||
კლანი | ჰატაკე | ||||
დოძიუცუ | შარინგანი მანგეკიო შარინგანი | ||||
| |||||
| |||||
|
კაკაში ჰატაკე (はたけカカシ, ჰატაკე კაკაში) კონოჰაგაკურელი შინობია. იგი მინატო ნამიკაზეს მოსწავლე და ობიტო უჩიჰას თანაგუნდელი იყო, მოგვიანებით კი კონოჰას ერთ-ერთი უძლიერესი ნინძა და სერიების მთავარი პერსონაჟებით დაკომპლექტებული გუნდი 7-ის სენსეი გახდა. კაკაშის ცალი თვალი შარინგანია, რაც მას მესამე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას სასიკვდილოდ დაჭრილმა ობიტომ აჩუქა. შარინგანის წყალობით კაკაშის მოწინააღმდეგეთა ტექნიკების უმეტესობის გამეორება შეუძლია, ამიტომ მას მეტსახელად კოპი ნინძა კაკაშის ეძახიან. შინობთა მეოთხე მსოფლიო ომში კაკაში გაერთიანებული ძალების მესამე დივიზიას ხელმძღვანელობდა, ომის დასრულების შემდეგ კი იგი კონოჰას მეექვსე ჰოკაგედ (六代目火影, როკუდაიმე ჰოკაგე) დაინიშნა.
შესაძლებლობები[]
კაკაში კონოჰაგაკურეს ერთ-ერთი უძლიერესი შინობია, რომელმაც თავისი საგმირო საქმეებით, განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და გამჭრიახობით სახელი ფართოდ გაითქვა შინობთა მსოფლიოში, რის გამოც მას მრავალი მაღალი რანგის ნინძა დანახვისთანავე ცნობდა.[1] მისი სიძლიერე აკაცუკის რამდენიმე S-რანგის წევრმაც აღიარა.[2] კომპლექსური ტექნიკების შესრულება კაკაშის ადრეული ასაკიდან შეეძლო,[3] ამიტომ იგი ნინძათა იერარქიაში თავის თანატოლებზე სწრაფად დაწინაურდა.[4] კაკაშის ძიუცუთა არსენალში შედის რამდენიმე A-რანგის ტექნიკა (მათ შორის, ჩიდორი), ასევე S-რანგის რაიკირი, ობიტო უჩიჰასგან მიღებული მანგეკიო შარინგანის წყალობით კი მას ისეთ უნიკალურ დოძიუცუზე მიუწვდებოდა ხელი, როგორიცაა კამუი და სუსანოო. კაკაშის ძირითადი ელემენტია ელვა,[5] ამიტომ მისი ტექნიკების მნიშვნელოვანი ნაწილი ელვის გამოშვებაზეა დაფუძნებული. მას აგრეთვე შეუძლია გენძიუცუს ბაზისური ტექნიკების შესრულება მოწინააღმდეგეთა დასაფრთხობად და ყურადღების გასაფანტად.[6] ზოგადად, კაკაში მეტად კვალიფიციური და უნარიანი შინობია, რომელიც გაწაფულია ძიუცუს სამივე ძირითად კატეგორიაში. იგი აგრეთვე ექსპერტია სხვა ნინძების ტექნიკების კოპირებაში (რასაც იგი შარინგანის მეშვეობით აკეთებს). ამ გზით მან ათასზე მეტი ძიუცუ ისწავლა.[7] კაკაშიმ მოახერხა ტაქტიკური წარმატების მოპოვება იტაჩი უჩიჰასთან ბრძოლაში (მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მანგეკიო შარინგანის გამოყენება არ შეეძლო), საკადრისი წინააღმდეგობა გაუწია კაკუზუსა და კისამე ჰოშიგაკის, პეინის მიერ კი აკაცუკის მიზნებისათვის სერიოზულ საფრთხედ იქნა მიჩნეული.[8] ნარუტომ აღნიშნა, რომ კაკაში შიკამარუ ნარაზე ჭკვიანია, კიბა ინუზუკაზე კარგი ყნოსვა აქვს, შარინგანის გამოყენებაში სასკეზე დახელოვნებულია და ტაიძიუცუს როკ ლიზე უფრო სრულყოფილად ფლობს.[9] მისი საბრძოლო ოსტატობის, მახვილი ინსტინქტის, ინტელექტისა და ლიდერის უნარ-ჩვევების გამო, კაკაში ჰოკაგედ დანიშვნამდე წლებით ადრე განიხილებოდა ამ თანამდებობისათვის შესაფერის კანდიდატად.[10] ექვსი გზის განდეგილის განცხადებით, კაკაშიმ მეოთხე მსოფლიო ომში წარმატებით გაართვა თავი მისი, როგორც ლიდერის, მენტორისა და მეგობრის როლს, რის გარეშეც კაგუია ოცუცუკის შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა.[11]
სქოლიო[]
- ↑ ნარუტო, 457-ე თავი, გვ. 8
- ↑ ნარუტო, 142-ე თავი, გვ. 6
- ↑ ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, 415-ე სერია
- ↑ ნარუტო, 239-ე თავი, გვ. 7
- ↑ ნარუტო, 315-ე თავი, გვ. 15
- ↑ კაკაში რეცუდენ
- ↑ ნარუტო, მე-12 თავი, გვ. 5-6
- ↑ ნარუტო, 423-ე თავი, გვ. 7
- ↑ ნარუტო, 246-ე თავი, გვ. 13
- ↑ ნარუტო, 367-ე თავი, გვ. 9-10
- ↑ ნარუტო, 691-ე თავი, გვ. 2-3