კეკკეი ტოტა (血継淘汰, ქართ. "სისხლით მემკვიდრეობის შერჩევა") კეკკეი გენკაის გაუმჯობესებულ და მეტად იშვიათ ფორმას წარმოადგენს. მას სამი განსხვავებული ელემენტის ურთიერთმოქმედება წარმოქმნის.[1] ერთადერთი ცნობილი კეკკეი ტოტაა მტვრის გამოშვება, რაც მიწის, ქარისა და ცეცხლის გამოშვებების კომბინაციის შედეგია.[2]
კეკკეი ტოტას მხოლოდ მეორე ცუჩიკაგე მუ და მესამე ცუჩიკაგე ონოკი ფლობდნენ. ონოკის თქმით მტვრის გამოშვების საიდუმლოებები მას თავისმა მასწავლებელმა, მუმ გაანდო.[2]