ნარუტოპედია Wiki
ნარუტოპედია Wiki

კილერ ბი (キラービー, კილერ ბი) კუმოგაკურელი შინობი და რვაკუდიანი ურჩხული გიუკის უკანასკნელი ჯინჩურიკია. იგი ერთადერთია რვაკუდიანის ჯინჩურიკებს შორის, რომელმაც გიუკისთან დამეგობრება შეძლო. თუცა კილერ ბი თავისი სოფლის დაცვასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, იგი მიისწაფვის, რომ გახდეს მსოფლიოს ნომერ პირველი რეპერი.

გარეგნობა[]

კილერ ბის აქვს თეთრი ფერის თმა, მუქი კანი და კუნთოვანი აღნაგობა. მის მარჯვენა ხელზე გამოსახულია კანჯის ტატუ - "რკინა" (鉄, ტეცუ), რომელიც რკინის ჯავშნის ბეჭედს წარმოადგენს, რაც რვაკუდიანის ჩასაბეჭდად გამოიყენებოდა. მარცხენა ლოყაზე მას აქვს ხარის რქის ტატუ, რაც რვაკუდიანის სიმბოლოა. კილერ ბი ატარებს კუმოგაკურეს შინობთათვის დამახასიათებელ ქურთუკს, წითელი ფერის თოკის ქამარს, შინობის სანდლებს, ოვალური ფორმის სათვალეს, თეთრი ფერის შუბლის დამცავსა და თეთრ შარფს. თავიდან მას ზურგზე შვიდი ხმალი ჰქონდა მიმაგრებული, მაგრამ ახლა მხოლოდ ორ ხმალს ატარებს, დანარჩენებს კი სამეჰადაში (მგრძნობიარე იარაღი, რომელიც ნისლის შვიდი ლეგენდარული ხმლიდან ერთ-ერთია) ინახავს.

შესაძლებლობები[]

რვაკუდიანის ჯინჩურიკებს შორის კილერ ბი პირველი იყო, რომელმაც გიუკისთან დამეგობრება შეძლო. შედეგად, მან სრულად აითვისა რვაკუდიანის ჩაკრა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი შინობი გახდა. კილერ ბი მართავს ელვის გამოშვებას, ცეცხლის გამოშვებას, წყლის გამოშვებასა და იანის გამოშვებას. სამეჰადას ფლობის გამო მას შვიდი ხმლის ტექნიკის გამოყენებაც შეუძლია.