ნარუტოპედია Wiki
Advertisement

მინატოს კინძიუცუ - მკვდარი დემონის შთანთქმის ბეჭედი.

კინძიუცუ (禁術; ქართ. „აკრძალული ტექნიკები“) ისეთი ტექნიკებია, რომელთა სწავლება და გამოყენება აკრძალულია, რაც გამოწვეულია მთელი რიგი მიზეზებით. ზოგადად, კინძიუცუ შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად:

  • ტექნიკები, რომლებიც გამომყენებელსაც აყენებს ზიანს. მაგალითად, რვა კარიბჭის გახსნის ფორმირება.
  • ტექნიკები, რომლებიც არღვევს ბუნების კანონებს. მაგალითად, გარეთა გზა: ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკა და ვიძახებ: უწმინდურ მსოფლიო რეინკარნაციას, რომელიც მკვდრეთით აღადგენს მიცვალებულს სხვისი სიცოცხლის ხარჯზე.
  • გარკვეული ტექნიკები, რომლებიც იწვევენ მასიურ ზარალს, როგორიცაა მთელი სოფლის განადგურება. მაგალითად, ტექნიკა მრისხანება, რაც მხოლოდ ანიმეში გამოჩნდა.

მიუხედავად აკრძალვისა, კინძიუცუს გამოყენება სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ იწვევს, თუმცა მას მკაცრად გმობენ, განსაკუთრებით ისეთ ტექნიკებს, რომლებიც ბუნების კანონებს არღვევს.

Advertisement