ნარუტოპედია Wiki
კონანი
კონანი
სხვა
სახელები
ანგელოზი (天使, ტენში)
დებიუტი
მანგა 363-ე თავი
ანიმე მე-2 ნაწილი, 125-ე სერია
ფილმი გზა ნინძასკენ: ნარუტო, ფილმი
ვიდეო
თამაში
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Heroes 3
გამოჩნდა მანგა, ანიმე, ვიდეო თამაში
გახმოვანება
ახმოვანებს აცუკო ტანაკა
კაორი მინე (ბავშვი)
მონაცემები
დაბადების
თარიღი
20 თებერვალი
სქესი ვენერას სიმბოლო მდედრობითი
ასაკი გარდაცვლილი
სიმაღლე 169.4 სმ.
წონა 45.3 კგ.
წოდება ეს-რანგი
ამეგაკურეს მმართველი
გუნდი აკაცუკის სიმბოლო აკაცუკი
პარტნიორები ნაგატო
კუთვნილება ამეგაკურეს სიმბოლო ამეგაკურე
ძიუცუ
ღმერთის ქაღალდის პიროვნების ტექნიკა
შიკიგამის ცეკვა
ქაღალდის ჩაკრა
ქაღალდის კლონი
ქაღალდის შურიკენი
იარაღები
ქაღალდის ბომბი

კონანი (小南) ამეგაკურელი კუნოიჩი და აკაცუკის ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი იყო. ნაგატოს სიკვდილის შემდეგ მან ორგანიზაცია დატოვა და ამეგაკურეს ლიდერი გახდა.

წარსული[]

იაჰიკო,კონანი,ნაგატო და ჩიბი

იაჰიკო, კონანი, ნაგატო და ჩიბი

კონანს მშობლები ადრეულ ასაკში, მეორე მსოფლიო ომში დაეხოცა. მარტო დარჩენილი ასევე ობოლ იაჰიკოს დაუმეგობრდა და მას მერე ისინი ერთიანი ძალებით ცდილობდნენ გადარჩენას. მოგვიანებით კონანი ნაგატოსა და მის ძაღლ ჩიბის შეხვდა და შიმშილისგან სიკვდილის პირას მყოფნი თავის სამალავში მიიყვანა. კონანი, იაჰიკო და ნაგატო მალე განუყრელი მეგობრები გახდნენ. ვინაიდან მათ მშობლები არ ჰყავდათ და კეთილი ადამიანებიც ნაკლებად იყვნენ მათ ირგვლივ, ისინი თავს საკვების მოპარვით ირჩენდნენ, რის გამოც ხშირად უსიამოვნებაში ეხვეოდნენ.

ერთ დღეს ამეგაკურეს ობლები ქალაქიდან სამალავში ბრუნდებოდნენ. საუბარში გართულები უნებლიედ ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდნენ, რამაც ჩიბის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ტრაგედიით განცდილმა ტკივილმა იაჰიკოს გადააწყვეტინა, რომ მსოფლიოს ბოროტებისა და სიძულვილისგან განთავისუფლების მიზნით საჭირო იყო, გამხდარიყო „ღმერთი“, რომელიც ბოლოს მოუღებდა გაუთავებელ, უაზრო ომიანობასა და შექმნიდა ახალ, მშვიდობიან მსოფლიოს. იაჰიკოს ოცნება კონანისა და ნაგატოს ოცნებაც გახდა, რომლის ასახდენად მათ დატოვეს თავშესაფარი და ჰანზოსთან ბრძოლის შემდეგ გადარჩენილი სანნინის კვალს დაადნენ. სახიფათო და დამქანცველი ძიების შემდეგ ისინი ჯირაიას, ცუნადესა და ოროჩიმარუს შეხვდნენ, რომელმაც თანაგუნდელებს შესთავაზა, დაეხოცათ ბავშვები მათთვის ტანჯვის თავიდან ასაცილებლად. ჯირაიამ შეაჩერა ოროჩიმარუ და გადაწყვიტა, ობლებთან დარჩენილიყო, რათა მათთვის ბრძოლა და თავდაცვა ესწავლებინა და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნებოდა სანნინს.

კონანის ქაღალდის ყვავილი2

კონანის ქაღალდის ყვავილი

განშორებისას კონანმა თავისი ტექნიკის გამოყენებით ქაღალდის ყვავილი შექმნა და მადლიერების ნიშნად ცუნადეს უსახსოვრა, რითაც გააოცა კონოჰას ლეგენდარული შინობი.

ნაგატომ, იაჰიკომ, კონანმა და ჯირაიამ ერთად დაიწყეს ცხოვრება. მეტად კეთილი, თბილი და მზრუნველი ჯირაია მალე მათი ოჯახის ნაწილი გახდა. მან ობლებს ნინძიუცუ და ტაიძიუცუ შეასწავლა ანუ ყველაფერი ის, რაც თავის დასაცავად იყო საჭირო. თანაცხოვრების სამი წლის შემდეგ ჯირაიამ დატოვა ობლები და თავის გუნდს შეუერთდა. კონანმა, ნაგატომ და იაჰიკომაც დატოვეს თავშესაფარი და დააარსეს მშვიდობისათვის მებრძოლი ორგანიზაცია აკაცუკი, რომელსაც სათავეში იაჰიკო ჩაუდგა. აკაცუკიმ დიდი სისწრაფით მოიხვეჭა სახელი, რამაც საფრთხე შეუქმნა ჰანზოს მმართველობას, ამიტომ მან საჭირო ზომები მიიღო: იგი საიდუმლოდ შეეკრა კონოჰას დანზო შიმურას, იაჰიკოს ნდობის მოსაპოვებლად კი მას თანამშრომლობა შესთავაზა. რეალურად ჰანზოს მიზანი კონკურენტი აკაცუკის განადგურება იყო. იაჰიკოსა და ნაგატოსგან მალულად მან კონანი გაიტაცა და მისი სიცოცხლის სანაცვლოდ ნაგატოს მისი მეგობრისა და ორგანიზაციის ლიდერის - იაჰიკოს მოკვლა უბრძანა. კონანმა, რომელსაც უყვარდა იაჰიკო, მათ სთხოვა, გაქცევით ეშველათ თავისთვის. ვინაიდან იაჰიკოს ყოველთვის სწამდა, რომ რინნეგანის მფლობელი ნაგატო იყო „მსოფლიოს მხსნელი“, რომელიც შინობთა სამყაროს მშვიდობას მოუტანდა, იგი თავადვე წამოეგო მეგობრის კუნაის. ნაგატომ კონანის გამოხსნა მოახერხა, მაგრამ იაჰიკოს სიკვდილმა უდიდესი ცვლილება მოახდინა მათზე. მან და კონანმა აკაცუკის მიზნისკენ სწრაფვის განსხვავებული, სასტიკი გზა ამოირჩიეს. სიძულვილით დაბრმავებულებმა დაივიწყეს თავიანთი ოცნება და ორგანიზაცია S-რანგის ბოროტმოქმედებით დააკომპლექტეს. მათი იდეოლოგიის თანახმად, მხოლოდ ომს შეეძლო ადამიანებისთვის შეეხსენებინა მშვიდობის ფასი, ამიტომ მათ ახალი ომის წამოწყება გადაწყვიტეს, რომლის შემდეგ დროებითი მშვიდობა დაისადგურებდა, რაც გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ადამიანებს კვლავ ომის წყურვილი არ გაუჩნდებოდათ.

მონაწილეობა სერიებში[]

მეორე ნაწილი[]

პეინის ექვსი გზის უძლიერესი ტექნიკის გამოყენებით ნაგატომ თავისი ჩაკრა ექვს სხეულში გაანაწილა, მოკლა ამეგაკურეს მმართველი ჰანზო და მისი ადგილი დაიკავა. იმ დღიდან მან თავს „ღმერთი“ უწოდა, კონანი კი მისი „ანგელოზი“ გახდა. ამეგაკურეში აკაცუკის ლიდერის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად შეპარულმა ჯირაიამ დაადგინა, რომ პეინი ყველას უყვარდა, ამავდროულად მისი ეშინოდათ, რადგან მან არა მარტო ჰანზო მოკლა, არამდე მისი ოჯახი, ნათესავები და მასთან დაახლოებული ყველა პირი გამოასალმა სიცოცხლეს. ჯირაიამ შენიშნა, რომ მაღაზიებისა და სხვა დაწესებულებების შესასვლელები ქაღალდის ანგელოზებით იყო დამშვენებული, რომლებსაც ერთგვარი თილისმის დანიშნულება ჰქონდა. ჯირაია გააოცა ირგვლივ არსებულმა მშვიდობამ, რადგან ჰანზოს დროს სოფელში მხოლოდ ქაოსი სუფევდა.

კონანის ქაღალდის ფრთები

კონანის ქაღალდის ფრთები

სენსორული ტექნიკის წყალობით ნაგატომ ჯირაიას ჩაკრა მყისვე იგრძნო და მისი მოძებნა კონანს დაავალა. შიკიგამის ცეკვის გამოყენებით კონანმა საკუთარი სხეული ქაღალდის ფურცლებად გარდაქმნა და მათგან ქაღალდის პეპლები შექმნა, რომლებიც მთელ სოფელში მიმოფანტა. მათი მეშვეობით მან მოკლე დროში დაადგინა კონოჰელის კოორდინატები. ჯირაიამ დანახვისთანავე იცნო კონანი და აღნიშნა, რომ ის გამორჩეულად ლამაზ და ძლიერ კუნოიჩად ქცეულიყო, როგორც ეს თავად ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები. კონანმა, რომელსაც ჯაშუშის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, ჯირაიას მაშინვე შეუტია. მოწინააღმდეგის ქაღალდის ტექნიკა ჯირაიამ გომბეშოს ზეთის ტყვიებით დაძლია, მისი გაკავება კი გარეული ლომის ფაფრის ტექნიკის მეშვეობით მოახერხა. ჯირაიამ გაკვირვება ვერ დამალა, როდესაც კონანის სახეზე ვერაფერი ამოიკითხა, რაც მან ფრიად სამწუხაროდ მიიჩნია, თუმცა აღნიშნა, რომ მას ერთი წამითაც არ უნანია, რომ ოროჩიმარუს მისი მოკვლის ნება არ მისცა. მათ დიალოგს მალე პეინიც შეურთდა. მან საბოლოოდ დაარწმუნა ჯირაია, რომ მისი ყოფილი მოწაფეები სწორ გზას იყვნენ ამცდარნი. პეინმა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მოწინააღმდეგეს მოკლავდა, ჯირაიას გაუმხილა, რომ იგი ახალი მსოფლიო ომის წამოწყებას აპირებდა, რადგან, მისი აზრით, მხოლოდ ომის ტკივილს შეეძლო ადამიანების უკეთესობისკენ შეცვლა.

ერთ დროს უსაყვარლეს ადამიანთან შეხვედრაც არ აღმოჩნდა საკმარისი პეინისა და კონანის გონზე მოსაყვანად, ვინაიდან მათ არ დაინდეს ჯირაია და შეუბრალებლად მოკლეს.

ნარუტო,კონანი და ნაგატო

ნარუტო, კონანი და ნაგატო ქაღალდისგან ფორმირებულ ხეში, რომელსაც სამალავად იყენებდნენ კონოჰაზე თავდასხმის დროს

ჯირაიასთან ბრძოლის შემდეგ, ნაგატო კონანთან ერთად კონოჰაში, კურამას შესაპყრობად გაემართა. კონანის როლი ამ შემთხვევაში ნარუტოს მოძებნაში მდგომარეობდა. მას ბრძოლა მხოლოდ აბურამეს კლანთან მოუხდა, რაც დიდხანს არ გაგრძელებულა. მას შემდეგ, რაც პეინმა თავისი უძლიერესი ტექნიკის - შინრა თენსეის გამოყენება დააპირა, კონანი მის გადარწმუნებას შეეცადა (ვინაიდან ტექნიკის შედეგად დახარჯული ჩაკრა პეინის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებდა), თუმცა უშედეგოდ. იგი ნაგატოსთან სამალავში დაბრუნდა და იერიშის დასრულებამდე მის გვერდით იმყოფებოდა. ნარუტოს გამოჩენისას კონანი მტერთან საბრძოლველად მოემზადა, მაგრამ ვინაიდან პეინმა კონოჰელთან საუბარი გადაწყვიტა, კონანი მის სურვილს დაემორჩილა. ნარუტოსა და ნაგატოს დიალოგის მოსმენის შემდეგ კონანმა გააცნობიერა, რომ სამივეს არა მარტო საერთო სენსეი, არამედ საყვარელი ადამიანების დაკარგვით განცდილი ტკივილიც აკავშირებდა. იგი მიხვდა, რომ მან და ნაგატომ ვერ შეძლეს ჯირაიასა და იაჰიკოს იმედების გამართლება, არამედ ტკივილით დაბრმავებულებმა კეთილშობილურ მიზნებს გადაუხვიეს და გზას აცდნენ.

კონანისა და ნარუტოს დამშვიდობება

კონანისა და ნარუტოს დამშვიდობება

მას შემდეგ, რაც ნაგატომ მის მიერ მოკლული კონოჰელების გასაცოცხლებლად გაწირა თავი, კონანმა ნაგატოსა და იაჰიკოს (დევას გზა) სხეულები ორიგამის გამოყენებით ქაღალდის ფურცლებში გაახვია და ამეგაკურეში დასაბრუნებლად გაემზადა. დამშვიდობებისას მან ნარუტოს მადლიერების ნიშნად ქაღალდის ყვავილების თაიგული უსახსოვრა. იგი იმედოვნებდა, რომ ნარუტო ნაგატოს იმედებს გაამართლებდა და იპოვნიდა გამოსავალს მშვიდობის დასამყარებლად.

ტობის და კონანის შეხვედრა ამეგაკურეში

კონანისა და ტობის შეხვედრა ამეგაკურეში

ამ მოვლენების შემდეგ, ტობი რინნეგანის დასაბრუნებლად ამეგაკურეში მივიდა. კონანმა უარი განაცხადა ნაგატოს განსასვენებლის ადგილმდებარეობის გამხელაზე. ბრძოლის დაწყებამდე მან ტობის უთხრა, რომ ის იყო სიბნელე, სამყარო სინათლის გარეშე, სადაც ყვავილები მხოლოდ ჭკნებიან და კვდებიან; ნარუტო კი პირიქით - მას გადაეცა ნაგატოსა და იაჰიკოს იმედები, მიზნები, მისწრაფებები და ის შეძლებდა იმის ასრულებას, რაც მათ ვერ შეძლეს. კონანმა განაცხადა, რომ ნარუტო მშვიდობის ხიდი იყო, თავად კი ამ ხიდის საყრდენი გახდებოდა.

მან მტერს ქაღალდის შურიკენებით შეუტია, თუმცა უშედეგოდ, რადგან შურიკენებმა ტობის სხეულში გაიარა. ამის მიუხედავად, კონანმა სწრაფად მოახერხა მოწინააღმდეგის დაფარვა ქაღალდის ფეთქებადი იარლიყებით, რომელთა აფეთქების შედეგად ტობიმ მარჯვენა მკლავი დაკარგა და ნიღაბიც გაუტყდა. ღმერთის ქაღალდის პიროვნების ტექნიკის (神の紙者の術, კამი ნო შიშა ნო ძიუცუ) გამოყენებით კონანმა ამეგაკურეს ტბა ორ ნაწილად გაყო და ღრმა უფსკრული წარმოქმნა, რომლის კედლებიც ექვსასი მილიარდი ქაღალდის ბომბისგან შედგებოდა. იმისათვის, რომ უფსკრულში ჩავარდნილ ტობის კამუის გამოყენება ვერ მოესწრო, ყველა ფეთქებადი ქაღალდი ერთდროულად ფეთქდებოდა ათი წუთის განმავლობაში.

ღმერთის ქაღალდის პიროვნების ტექნიკა

ღმერთის ქაღალდის პიროვნების ტექნიკა

იზანაგის წყალობით ტობი თავდასხმას ცოცხალი გადაურჩა, რაც მას მარჯვენა თვალის დაკარგვის ფასად დაუჯდა. იგი კონანს უკნიდან მიეპარა და ზურგში რკინის ღერო გაუყარა, თუმცა კონანმა მაინც შეძლო მტრისგან თავის დაღწევა. ამ დროს, მათდა გასაკვირად, ამეგაკურეში მუდმივმა წვიმამ გადაიღო და ცაზე ცისარტყელა გამოისახა. დასუსტებულმა კონანმა კიდევ ერთხელ, ამჯერად უკანასკნელად შეუტია მტერს. მან ორი ქაღალდის ჩაკრა წარმოქმნა, შემდეგ მოწინააღმდეგეს კვლავ ქაღალდის შურიკენებით შეუტია, მაგრამ უშედეგოდ. ტობი მას ყელში სწვდა და გენძიუცუს ზემოქმედების ქვეშ მოაქცია, რისი მეშვეობითაც მან ნაგატოს განსასვენებლის ლოკაცია დაადგინა.

კონანის სიკვდილი

კონანის სიკვდილი

კონანის უსულო სხეული ტობიმ წყალში დატოვა, თავად კი ნაგატოს რინნეგანის ხელში ჩასაგდებად გაემართა. ქარმა კონანის ტანსაცმლიდან მისი სისხლით გაწითლებული ქაღალდის ნაჭერი აიტაცა და ამგაკურეს ობლების ბავშვობისდროინდელ თავშესაფარში კონანის ფირფიტას ააფარა, ნიშნად იმისა, რომ, დაპირებისამებრ, სამივე მათგანი შინ დაბრუნდა.