ნარუტოპედია Wiki
Advertisement
კონანი
File:ფაილი:კონანი ამეგაკურეში.jpg
სხვა
სახელები
ანგელოზი (天使, ტენში)
დებიუტი
მანგა 363-ე თავი
ანიმე მე-2 ნაწილი, 125-ე სერია
ფილმი ნარუტო 6: გზა ნინძასკენ
ვიდეო
თამაში
ნარუტო, ქარიშხლის ქრონიკები: უძლიერესი ნინძა გმირები 3
გამოჩნდა მანგა, ანიმე, ვიდეო თამაში
გახმოვანება
ახმოვანებს აცუკო ტანაკა
კაორი მინე (ბავშვი)
მონაცემები
დაბადების
თარიღი
20 თებერვალი
სქესი ვენერას სიმბოლო მდედრობითი
ასაკი გარდაცვლილი
სიმაღლე 169.4 სმ.
წონა 45.3 კგ.
წოდება ეს-რანგი
ამეგაკურეს მმართველი
გუნდი აკაცუკის სიმბოლო აკაცუკი
პარტნიორები ნაგატო
კუთვნილება ამეგაკურეს სიმბოლო ამეგაკურე

კონანი (小南) კუნოიჩი ამეგაკურედან. ორგანიზაცია აკაცუკის წევრი. იყო ნაგატოს პარტნიორი, ერთადერთი რომელიც მას საკუთარი სახელით მიმართავდა. ნაგატოს სიკვდილის შემდეგ დატოვა აკაცუკი და იყო ამეგაკურეს ლიდერი სიკვდილამდე.

ისტორია

კონანს მშობლები ადრეულ ასაკში, შინობთა მეორე მსოფლიო ომის დროს დაეღუპა. მარტოდ დარჩენილი , ასევე ობოლ იაჰიკოს დაუმეგობრდა და მას მერე ერთიანი ძალებით ცდილობდნენ გადარჩენას. მოგვიანებით კონანი ნაგატოსა და მის ძაღლს, ჩიბის შეხვდა, შიმშილისგან თითქმის სიკვდილის პირას მყოფი სამალავში მიიყვანა და მას მერე ეს სამი განუყრელი მეგობრები გახდნენ.ვინაიდან მშობლები არ ჰყავდათ და კეთილი ადამიანებიც ნაკლებად არსებობდენ ისინი თავს საკვების მოპარვით ირჩენდნენ, რის გამოც ხშირად უსიამოვნებაშიც კი ეხვეოდნენ. ასე ცხოვრობდნენ ერთ საბედისწერო შემთხვევამდე. thumb|left|იაჰიკო,კონანი, ნაგატო და ჩიბი

ამეგაკურეს ობლები ქალაქიდან სამალავში ბრუნდებოდნენ. საუბარში გართულები უნებლიედ ბრძოლის ველზე აღმოჩნდნენ და ერთ-ერთი მორიგი აფეთქებისას ჩიბი დაიღუპა.ერთგული მეგობრის დაკარგვით გამოწვეული ტკვილი საბოლოოდ მიახვედრებს იაჰიკოს, რომ შინობთა სამყაროს ბოროტებისა და სიძულვილისგან გასანთავისუფლებლად საჭიროა გახდეს ღმერთი, ანუ ის ძლევამოსილი შინობი, რომელიც გაუთავებელი და უაზრო ომების შემდეგ დაამყარებს მუდმივ მშვიდობას და შექმნის ახალ, ტკივილისგან თავისუფალ მსოფლიოს. ვინაიდან განუყრელ მეგობრებს ოცნებებიც კი საერთო ჰქონდათ, იაჰიკოს მიზანი კონანისა და ნაგატოს ცხოვრების აზრიც გახდა.ამ გადაწყვეტილებით დატოვეს თავშესაფარი და ჰანზოსთან ბრძოლის შემდეგ გადარჩენილი კონოჰას სანინების კვალს დაადნენ. კვალი ბრძოლის ეპიცენტრზე გადიოდა, თუმცა სირთულეების მიუხედავად, მათ კონოჰელების პოვნის იმედი არასოდეს დაუკარგავთ. საბოლოოდ, სახიფათო და დამქანცველი ძიების შემდეგ ისინი ჯირაიას, ცუნადეს და ოროჩიმარუს შეხვდნენ. რადგან ობლებისთვის მართლაც არ იყო ადვილი ულმობელი ომის დროს თავის გადარჩენა,ოროჩიმარუმ დანარჩენ ორს შესთავაზა დაეხოცათ ისინი,ვითომ მათთვის ზედმეტი ტანჯვის თავიდან ასაცილებლად. ჯირაიამ,რა თქმა უნდა, უარყო მისი შეთავაზება და გადაწყვიტა ობლებთან დარჩენილიყო, ესწავლებინა მათთვის ბრძოლა და თავდაცვა, და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნებოდა თანაგუნდელებს. thumb|left|კონანის ქაღალდის ყვავილიგანშორებისას კონანმა უნიკალური ტექნიკის გამოყენებით შექმნა ქაღალდის ყვავილი და მადლიერების ნიშნად ცუნადეს უსახსოვრა, რითაც გააოცა კიდეც კონოჰას ლეგენდარული შინობი.

ნაგატო, იაჰიკო, კონანი და ჯირაია ერთად იწყებენ ცხოვრებას და უზომოდ კეთილი, თბილი და მზრუნველი ჯირაია მალე მათი ოჯახის ნაწილი ხდება. ჯირაიამ მათ შეასწავლა ნინძიუცუ და ტაიძიუცუ, ყველაფერი რაც თავის დასაცავად იყო საჭირო. თანაცხოვრების სამი წლის შემდეგ, ჯირაიამ დატოვა ობლები და თავის გუნდს შეუერთდა. კონანმა, ნაგატომ და იაჰიკომაც დატოვეს სახლი და დაარსეს ორგანიზაცია აკაცუკი, რომელსაც სათავეში იაჰიკო ჩაუდგა. ორგანიზაცია დიდი სისწრაფით გაფართოვდა, რამაც საფრთხე შეუქმნა ჰანზოს მმართველობას. ამიტომ ამეგაკურეს მმართველმა საჭირო ზომებიც მიიღო. საიდუმლოდ შეეკრა კონოჰას დანზო შიმურას, იაჰიკოს კი ნდობის მოსაპოვებლად თანამშრომლობა შესთავაზა. დათქმულ შეხვედრაზე მისულები კი აღმოაჩენენ, რომ ჰანზომ კონანი გაიტაცა და მისი სიცოცხლის სანაცვლოდ ნაგატოს უბრძანებს ორგანიზაციის ლიდერის მოკვლას. კონანი, რომელსაც უყვარდა იაჰიკო, უარს ამბობს საკუთარ სიცოცხლეზე და სთხოვს თავს უშველონ. რა თქმა უნდა, მისი თხოვნა უკუადგეს და იაჰიკო, რომელსაც ყოველთვის სწამდა, რომ რინეგანის მფლობელი იყო ჯირაიას საბედისწერო მოსწავლე, რომელიც დაამყარებდა მშვიდობას შინობთა სამყაროში თვითონვე წამოეგება ნაგატოს კუნაის. ნაგატო საბოლოოდ კი მოახერხებს კონანის გამოხსნას, მაგრამ კიდევ ერთი საუკეთესო მეგობრის დაკარგვა უდიდეს ცვლილებას მოახდენს მის აზროვნებაზე.thumb|ჰანზომ კონანი ტყვედ აიყვანა იგი, ისევე როგორც კონანი, საბოლოოდ იტყვის უარს იაჰიკოს ოცნებაზე. სიძულვილით დაბრმავებულები თვითონვე ივიწყებენ მშვიდობის ფასს და აკაცუკის გუნდს ეს-რანგის ბოროტმოქმედებით აკომპლექტებენ. მიზანი კი ერთია-ვინაიდან მხოლოდ ომის ტკივილი შეახსენებს ადამიანებს მშვიდობის ფასს, წამოიწყონ ახალი ომები,რომელთა შემდეგ დაისადგურებს ისევ დროებითი მშვიდობა, რომელიც გაგრძელდება მანამ სანამ ადამიანებს კვლავ ომის წყურვილი არ გაუჩნდებათ.


მოგვიანებით, პეინის 6 გზის (ペイン六道, პეინ რიკოდო) უძლიერესი ტექნიკის გამოყენებით თავისი ჩაკრა ნაგატომ 6 სხეულში გაანაწილა, მოკლა ამეგაკურეს მმართველი ჰანზო და მისი ადგილი დაიკავა. ამ დღიდან მან თავს "ღმერთი" უწოდა, კონანი კი "ანგელოზი" გახდა. ამეგაკურეში აკაცუკის ლიდერის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად შეპარულმა ჯირაიამ დაადგინა, რომ პეინი ყველას უყვარს, ამავდროულად ეშინიათ კიდეც მისი, რადგან როგორც გაირკვა პეინმა არა მარტო ჰანზო , არამდე მისი ოჯახი, ნათესავებიც, ყველა მასთან დაახლოებული პირი და მისი რეჟიმის მომხრე გამოასალმა სიცოცხლეს. რაც შეეხება კონანს, მისი ქაღალდის ტექნიკით შექმნილი ანგელოზებით მაღაზიებისა თუ სხვა დაწესებულებების შესასვლელებია დამშვენებული და მათ ერთგვარი თილისმის დანიშნულება აქვთ. ჯირაია გააოცა კიდეც არსებულმა მშვიდობამ, რადგან ჰანზოს დროს სოფელი ერთგვარ ქაოსსა და სამოქალაქო ომებში იყო ჩართული.

ნაგატომ წვიმის ტექნიკის გამოყენებით ჯირაიას ამეგაკურეში შესვლისთანავე იგრძნო მისი ჩაკრა. მაგრამ მისი მოძებნა კონანს, მის ერთადერთ და ერთგულ მეგობარს დაავალა. მან ტექნიკა შიკიგამის ცეკვის (შიკიგამი ნო მაი,式紙の舞) გამოყენებით საკუთარი სხეული გარდაქმნა ქაღალდის ფურცლებად, წარმოქმნა ქაღალდის პეპლები და მთელს ქალაქში განათავსა. აქედან გამომდინარე დროის მოკლე პერიოდში დაადგინა კონოჰას ლეგენდარული სანინის კოორდინატები. ჯირაიამ დანახვისთანავე იცნო კონანი, რომელიც როგორც თვითონვე უწინასწარმეტყველა გამორჩეულად ლამაზ და ძლიერ კუნოიჩიდ ქცეულიყო.მასწავლებელს სურდა მეტი ესაუბრა საყვარელ მოსწავლესთან, გახუმრებაც კი სცადა მის ქაღალდის ფრთებზე ,thumb|left|274px|კონანის ქაღალდის ფრთები მაგრამ კონანს, რომელიც საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დაებრმავებინა, მისი მოკვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. ბრძოლის დროს, კონანის ქაღალდის ტექნიკის საწინააღმდეგოდ „ბაყაყის ზეთის ტყვიების’’(გამა იუდანი,蝦蟇油弾) გამოიყენა,მისი მოძრაობის დაბლოკვა კი დაგრძელებული თმის მეშვეობით მოახერხა. მან, რომელმაც ამეგაკურეს ობლებს სიცოცხლე შეუნარჩუნა, ასწავლა მათ ყველაფერი, რაც თავდაცვისა და ომიანობის დროს თავის გადასარჩენად იყო აუცილებელი, გაკვირვება ვერ დამალა, რადგან ის, ვინც სამს შორის ყველაზე კეთილად მიაჩნდა, სრულიად შეცვლილიყო, უემოციო ადამიანად ქცეულიყო. დიდი ხნის განშორების შემდეგ კვლავ შეხვედრისას კონანის სახეზე ვერანაირი ემოცია ვერ ამოიკითხა, რაც ფრიად სამწუხაროდ მიიჩნია, თუმცა როგორც თვითონვე აღნიშნა, ერთი წამითაც არ უნანია მათთან გატარებული დრო და რომ ოროჩიმარუს არ დაანება მათი მოკვლა. მათ საუბარს მალე პეინიც შეურთდა. ნაგატოსთან შეხვედრამ კიდევ უფრო დაარწმუნა ჯირაია, რომ მათ ცხოვრების არასწორი გზა აირჩიეს. პეიმა, დარწმუნებული იყო რა,რომ მოწინააღმდეგეს მოკლავდა, გაუმხილა საიდუმლო, რომ აპირებდა ზეიარაღის შექმნას, რომლის მეშვეობითაც წამოიწყებდა ახალ მსოფლიო ომებს- ბრძოლის შემდეგ რჩება ტკივილი და ტანჯვა,რაც ეხმარება ადამიანებს პიროვნულად გაზრდასა და ურთიერთგაგებაში.

სამწუხაროდ, ერთ დროს ყველაზე საყვარელ ადამიანთან შეხვედრაც არ აღმოჩნდა საკმარისი პეინისა და კონანის გონზე მოსაყვანად. საბოოლოოდ „ტკივილით პიროვნულად გაზრდილებმა“ არ დაინდეს ჯირაია და შეუბრალებლად მოკლეს.

thumb|left|215px|ნარუტო, კონანი და ნაგატო ქაღალდისგან ფორმირებულ ხეში, რომელსაც სამალავად იყენებდნენ კონოჰაზე თავდასხმის დროს ჯირაიასთან ბრძოლის შემდეგ, ნაგატო კონანთან ერთად კონოჰაში, კურამას შესაბყრობად მიემართება. კონანის როლი ამ შემთხვევაში ნარუტოს მოძებნაა. კონანს ბრძოლა მხოლოდ აბურამეს კლანთან მოუწია, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. როცა პეინი ყველაზე ძლიერი ტექნიკის შინრა ტენსეის გამოყენებას დააპირებს, კონანი მის გადარწმუნებას შეეცდება. რადგან ამას ვერ ახერხებს, უარს ამბობს ბრძოლაში ჩართვაზე და ნაგატოსთან სამალავში ბრუნდება და სიუჟეტის დასრულებამდე მის გვერდით რჩება. ნარუტოს გამოჩენისას მზადაა ნაგატოს დასაცავად, მაგრამ ვინაიდან პეინი მასთან საუბარს გადაწყვეტს, „ანგელოზი“ ემორჩილება მის სურვილს. მათი დიალოგიდან კონანიც აცნობიერებს, რომ სამივეს არა მარტო საერთო სენსეი, არამედ საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტკივილიც აერთიანებთ. იგი ხვდება, რომ არასწორი გზით იცხოვრეს, ვერ გაამართლეს ჯირაიას იმედები, რომ გადაუხვიეს საკუთარ მიზნებს. ნაგატო უკანასკნელ ჩაკრას მისი მიზეზით დაღუპული კონოჰელების გაცოცხლებას მოახმარს.

thumb|right|210px|კონანისა და ნარუტოს დამშვიდობება


ამ ამბის შემდეგ, კონანმა ნაგატოს და იაჰიკოს სხეულები ორიგამის გამოყენებით ქაღალდის ფურცლებში გაახვია. დამშვიდობებისას მან ნარუტოს ქაღალდის ყვავილების თაიგული უსახსოვრა მადლიერების ნიშნად და იმედოვნებდა, რომ ნაგატოს იმედებს მართლა გაამართლებდა და იპოვიდა გამოსავალს მშვიდობის დასამყარებლად.



thumb|left|კონანისა და ტობის შეხვედრა ამეგაკურეშიტობი რინეგანის დასაბრუნებლად ამეგაკურეში მივიდა. მაგრამ კონანი არ აპირებდა საიდუმლო სამალავის ადგილმდებარეობის გამხელას. ბრძოლის დაწყებამდე კონანმა უთხრა ტობის, რომ ის იყო სიბნელე, სამყარო სინათლის გარეშე, სადაც ყვავილები მხოლოდ ჭკნებიან და კვდებიან. ნარუტო კი პირიქით, მას გადაეცა ნაგატოს და იაჰიკოს იმედები, მიზნები, მისწრაფებები და ის შეძლებს აასრულოს ის, რაც მათ ვერ შეძლეს. ნარუტო არის ხიდი მშვიდობისკენ, ხოლო კონანი გახდება ამ ხიდის საყრდენი.


მან ქაღალდის შურიკენებით შეუტია, მაგრამ მათ ტობის სხეულში გაიარეს. უშედეგო შეტევის შემდეგ, მან სწრაფად მოახერხა ტობის ქაღალდის ფეთქებადი ფურცლებით დაფარვა. ამ ნაბიჯით მან ტობის მარჯვენა ხელი დააკარგვინა და ნიღაბიც გაუტეხა. კონანმა ღმერთის ქაღალდის პიროვნების ტექნიკის (神の紙者の術, კამი ნო შიშა ნო ძიუცუ)გამოყენებით ტბა ორ ნაწილად გაყო და წარმოიქმნა ღრმა უფსკრული, რომლის კედლებიც 600 მილიარდი ქაღალდის ბომბებისგან შედგებოდა. რადგან უფსკრულში ჩავარდნილ ტობის კამუის გამოყენება ვერ მოესწრო ყველა ფეთქებადი ქაღალდი ერთდროულად ფეთქდებოდა ათი წუთის განმავლობაში. thumb|ღმერთის ქაღალდის პიროვნების ტექნიკა

თუმცა ინაზაგის მეშვეობით, ტობიმ შეძლო გადარჩენა, მაგრამ მხოლოდ მარჯვენა თვალის დაკარგვის საფასურად. მან ზურგში გაუყარა რკინა კონანს, მაგრამ მან მაინც შეძლო განთავისუფლება. ამ დროს მათ გასაკვირად , ამეგაკურეში მუდმივმა წვიმამ გადაიღო და გაჩნდა ცისარტყელა. დასუსტებულმა კონანმა კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოოდ შეუტია მტერს. მან ორი ქაღალდის ჩაკრა წარმოქმნა, შემდეგ ისევ ქაღალდის შურიკენებით შეუტია, მაგრამ უშედეგოდ. ტობი მას ყელში სწვდა და გენძიუცუს მოქმედების ქვეშ მოაქცია, რისი საშუალებითაც დაადგინა ნაგატოს განსასვენებლის ადგილმდებარეობა.


thumb|კონანის სიკვდილიმის სხეულს ტობი წყალში დატოვებს. კონანის ტანსაცმლიდან მისი სისხლით გაწითლებული ქაღალდის ნაჭერს ქარი აიტაცებს და ამგაკურეს ობლების ბავშვობისდროინდელ თავშესაფარში მის ფირფიტას ააფარებს, ნიშნად იმისა, რომ, დაპირებისამებრ, სამივე მათგანი შინ დაბრუნდა.

Advertisement