კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნარუტოპედიაში,
რომლის რედაქტირება ნებისმიერი რანგის ნინძას შეუძლია.
ჩვენ უკვე შევქმენით 156 სტატია.
გაფრთხილებთ, რომ ეს ვიკი სავსეა სპოილერებით.
თუ არ გსურთ, წინასწარ შეიტყოთ, რა მოხდა ნარუტოში, ნუ წაიკითხავთ მას.
ნარუტოპედია ქართულენოვანი ვიკია ნარუტოს შესახებ, სადაც სტატიების შექმნა და რედაქტირება შეუძლია ყველას. | |||
ნარუტო (NARUTO-ナルト-) იაპონური მანგას სერიებია, რომელიც შექმნილი და ილუსტრირებულია მასაში კიშიმოტოს მიერ. პირველი მანგა 1999 წელს, შუეიშას Weekly Shonen Jump-ის 43-ე გამოცემაში დაიბეჭდა, მოგვიანებით კი ნარუტოს მიხედვით შეიქმნა ანიმე, რომლის პრემიერა იაპონიაში 2002 წლის 3 ოქტომბერს შედგა. მისი მეორე სეზონი 2007 წლის 15 თებერვლიდან იღებს სათავეს. ნარუტოზე რამდენიმე ფილმი, ოვა და ვიდეო თამაშია შექმნილი. გარდა ამისა, არსებობს ნარუტოს გრაფიკული ალბომები და მეგზურები, სიმღერების კრებულები, რანობეები და შესაგროვებელი ბარათები.
მანგას მთავარი გმირია ნარუტო უზუმაკი, ახალგაზრდა შინობი, რომელიც შეუდრეკლად იბრძვის საკუთარი ოცნებების ასრულებისთვის, თუმცა გამუდმებით უხდება გამკლავება საყვარელი ადამიანების დაკარგვით განცდილ ტკივილთან და სიძულვილთან. ნარუტო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მანგაა. დღემდე იაპონიაში მისი 153 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული, მსოფლიო მასშტაბით კი აღნიშნული რიცხვი 250 მილიონს შეადგენს. | |||
სერიების დასაწყისამდე ოცი წლით ადრე კონოჰაგაკურეს ცხრაკუდიანი ურჩხული დაესხა თავს, რომელმაც სოფლის უმეტესი ნაწილი გაანადგურა და მისი მრავალი მკვიდრის სიცოცხლე იმსხვერპლა. მტრის შესაჩერებლად სოფლის მეთაურმა, მეოთხე ჰოკაგემ აკრძალული ტექნიკის მეშვეობით ურჩხული თავის ახალშობილ ვაჟში, ნარუტო უზუმაკიში ჩაბეჭდა, თვითონ კი დაიღუპა. თავდასხმის შედეგად ობლად დარჩენილ ნარუტოს თანასოფლელები თავს არიდებდნენ, რადგან იგი, შიშისა თუ სიბრაზის გამო, ცხრაკუდიანის განსახიერებად მიაჩნდათ. მიუხედავად იმისა, რომ მესამე ჰოკაგემ ცხრაკუდიანის შესახებ საუბარი კანონით აკრძალა, ნარუტოს მიმართ სიძულვილი მშობლებისაგან ბავშვებმაც შეიძინეს. თანასოფლელთა მხრიდან აღიარებისა და პატივისცემის მოსაპოვებლად ნარუტომ დაიფიცა, რომ ერთ დღესაც ყველაზე ძლიერი ჰოკაგე გახდებოდა, რაც კი სოფელს ოდესმე უნახავს. | |||
ნარუტოპედიის მწერლობა/რედაქტორობა შეუძლია ყველას, რისთვისაც რეგისტრაციაც კი არ არის სავალდებულო, თუმცა სასურველია.
|
ბმულები |
---|
სასწრაფოდ დასაწერი სტატიები |
|