ნარუტოპედია Wiki
მინატოს გუნდი

დებიუტი
მანგა 239-თავი
ანიმე 119-ე სერია
მონაცემები
ყოფილი
ლიდერი
მინატო ნამიკაზე
ყოფილი წევრები
კაკაში ჰატაკე
ობიტო უჩიჰა
რინ ნოჰარა

მინატოს გუნდი კაკაში ჰატაკეს, ობიტო უჩიჰასა და რინ ნოჰარას აერთიანებდა. მისი ხელმძღვანელი კონოჰას იმდროინდელი ჯონინი და მომავალი მეოთხე ჰოკაგემინატო ნამიკაზე იყო.

ისტორია[]

გუნდის წევრებიდან ერთადერთი ჯონინი კაკაში ჰატაკე იყო, რინ ნოჰარა კი გუნდში მკურნალ ნინძად მსახურობდა. კაკაში და ობიტო ყოველთვის ჩხუბობდნენ, თუმცა მტრის მიერ რინის გატაცების შემდეგ ისინი მის დასახსნელად გაერთიანდნენ. მას შემდეგ, რაც კაკაშიმ და ობიტომ თანაგუნდელი იპოვეს, იუაგაკურეს ნინძა კაკკომ გამოქვაბულის ნგრევა გამოიწვია. ობიტომ კაკაშის გადასარჩენად თავი გაწირა და ლოდის ქვეშ მოჰყვა. მომაკვდავმა ობიტომ კაკაშის თავისი შარინგანი აჩუქა და რინზე ზრუნვა დაუბარა.