ეს სტატია დაუსრულებელია. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში. |
მინატო ნამიკაზე | |||||
---|---|---|---|---|---|
სხვა სახელები |
ბავშვი წინასწარმეტყველებიდან (予言の子, იოგენ ნო კო) ამ მსოფლიოს მხსნელი (この世の救世主, კონო იო ნო კიუსეიშუ) კონოჰას ყვითელი გაელვება (木ノ葉の黄色い閃光, კონოჰა ნო კიიროი სენკო) მეოთხე ჰოკაგე (四代目火影, იონდაიმე ჰოკაგე) | ||||
დებიუტი | |||||
მანგა | 1-ლი თავი | ||||
ანიმე | ნარუტო, 1-ლი სერია | ||||
ფილმი | ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, ფილმი: დაკარგული კოშკი | ||||
OVA | კონოჰას დიდი სპორტული ფესტივალი! | ||||
ვიდეო თამაში |
Naruto: Ultimate Ninja | ||||
გამოჩნდა | მანგა, ანიმე, ფილმი, ვიდეო თამაში | ||||
გახმოვანება | |||||
ახმოვანებს | ტოშიიუკი მორიკაუა მიიუ ირინო (ბავშვი) | ||||
მონაცემები | |||||
დაბადების თარიღი |
25 იანვარი | ||||
სქესი | მამრობითი | ||||
ასაკი | გარდაცვლილი | ||||
სიმაღლე | 1-ლი ნაწილი: 179.2 სმ. | ||||
წონა | 1-ლი ნაწილი: 66.1 კგ. | ||||
წოდება | ჰოკაგე | ||||
საქმიანობა | ჰოკაგე | ||||
რანგი | კაგე | ||||
გუნდი | ჯირაიას გუნდი მინატოს გუნდი | ||||
კუთვნილება | კონოჰაგაკურე | ||||
| |||||
| |||||
|
მინატო ნამიკაზე (波風 ミナト, ნამიკაზე მინატო) მეოთხე ჰოკაგე, ნარუტო უზუმაკის მამა და კუშინა უზუმაკის მეუღლე იყო. თუმცა მინატოსა და ნარუტოს მსგავსებაზე სერიებში ყურადღება რამდენჯერმე გამახვილდა, მათი ნათესაობა მხოლოდ მე-2 ნაწილში გახდა ცნობილი.
სერიების დაწყებამდე მინატომ კონოჰაგაკურეს გადასარჩენად ცხრაკუდიანი ურჩხული თავის ვაჟში − ნარუტოში ჩაბეჭდა, რითაც მან სოფელი განადგურებისგან იხსნა, თავად კი დაიღუპა. წლების შემდეგ, მეოთხე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას იგი ოროჩიმარუმ გააცოცხლა. მას შემდეგ, რაც სასკე უჩიჰამ თავის კითხვაზე პასუხი მიიღო, მინატო მასთან და სხვა ჰოკაგეებთან ერთად მადარა უჩიჰას წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართა.
მინატო მეტად ძლიერ და გამჭრიახ ნინძად ითვლებოდა, რომლის ბრძოლის ველზე გამოჩენა მოწინააღმდეგეებს შიშის ზარს სცემდა ხოლმე. მინატომ გამოიგონა ძიუცუ, რითაც მას ტელეპორტაცია შეეძლო, რის გამოც მას კონოჰას ყვითელი გაელვება უწოდეს.
მინატო ჯირაიას მოსწავლე და კაკაში ჰატაკეს მასწავლებელი იყო.
მასაში კიშიმოტომ გამოთქვა სურვილი, რომ მას სურს გამოსცეს „სპინ-ოფ“ სერიები, რომლის გმირი ახალგაზრდა მინატო იქნება.[1]
წარსული[]
მინატო და კუშინა წყვილად ჯერ კიდევ მაშინ გამოცხადდნენ, როდესაც პატარაობაში მინატომ კუშინა სიკვდილისაგან იხსნა. სწორედ ეს სიყვარული დაეხმარა კუშინას კურამას მართვაში. რამდენიმე წელიწადში ისინი დაქორწინდნენ. ამის შემდეგ მინატომ დაიწყო ორწლიანი ვარჯიში, რათა შეექმნა რასენგანის გაუმჯობესებული ვერსია, რაც მოგვიანებით ნარუტომ დახვეწა და მას რასენშურეკენი უწოდა. მას შემდეგ, რაც მინატომ თავისი შესაძლებლობები საყოველთაოდ დაამტკიცა და თავი დაიმკვიდრა, როგორც წარმატებულმა და საიმედო ნინძამ, ის სამკაციანი გუნდის მეთაური გახდა. მისი გუნდის წევრები და მოსწავლეები იყვნენ: კაკაში ჰატაკე, რინ ნოჰარა და ობიტო უჩიჰა.
ხასიათი[]
მიუხედავად იმისა, რომ მინატო და ნარუტო ერთმანეთს ფიზიკურად ძალიან გვანან, ხასიათით ისინი საკმაოდ განსხვავდებიან. პატარაობაში მინატო უფრო პერსპექტიულ შინობად ითვლებოდა, ვიდრე მისი შვილი. ჯირაია ამბობდა, რომ მინატო გამოირჩეოდა თავისი გამჭრიახი გონებით. ნარუტოსა და მინატოს შორის არსებობს ბევრი მსგავსებაც, ერთ-ერთი ყველაზე მშვნელოვანი თვისებაა - მიზნის მიღწევის დაუოკებელი სურვილი. გარდა ამისა, ორივე მათგანს აქვს მტკიცე ერთგულების განცდა საკუთარი სოფლისა და მეგობრების მიმართ. ამასთან, ორივეს აქვთ უნარი იმისა, რომ გახდნენ გარშემომყოფთათვის შთაგონების წყარო და შეცვალონ ადამიანები უკეთესობისაკენ.
სქოლიო[]
- ↑ Shonen Jump (Viz Media) 7 (11 #83): 11. ნოემბერი 2009.