ნარუტოპედია Wiki
Advertisement
მინატო ნამიკაზე
მინატო
სხვა
სახელები
ბავშვი წინასწარმეტყველებიდან (予言の子, იოგენ ნო კო)
ამ მსოფლიოს მხსნელი (この世の救世主, კონო იო ნო კიუსეიშუ)
კონოჰას ყვითელი გაელვება (木ノ葉の黄色い閃光, კონოჰა ნო კიიროი სენკო)
მეოთხე ჰოკაგე (四代目火影, იონდაიმე ჰოკაგე)
დებიუტი
მანგა 1-ლი თავი
ანიმე ნარუტო, 1-ლი სერია
ფილმი ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, ფილმი: დაკარგული კოშკი
OVA კონოჰას დიდი სპორტული ფესტივალი!
ვიდეო
თამაში
Naruto: Ultimate Ninja
გამოჩნდა მანგა, ანიმე, ფილმი, ვიდეო თამაში
გახმოვანება
ახმოვანებს ტოშიიუკი მორიკაუა
მიიუ ირინო (ბავშვი)
მონაცემები
დაბადების
თარიღი
25 იანვარი
სქესი მარსის სიმბოლო მამრობითი
ასაკი გარდაცვლილი
სიმაღლე 1-ლი ნაწილი: 179.2 სმ.
წონა 1-ლი ნაწილი: 66.1 კგ.
წოდება ჰოკაგე
საქმიანობა ჰოკაგე
რანგი კაგე
გუნდი ჯირაიას გუნდი
მინატოს გუნდი
კუთვნილება კონოჰაგაკურეს სიმბოლო კონოჰაგაკურე
ოჯახი

ნარუტო უზუმაკი (შვილი)
კუშინა უზუმაკი (ცოლი)
ბორუტო უზუმაკი (შვილიშვილი)
ჰიმავარი უზუმაკი (შვილიშვილი)
ჰინატა ჰიუგა (რძალი)

' მინატო ნამიკაზე (波風ミナト) იყო კონოჰაგაკურეს მეოთხე ჰოკაგე, ის ცნობილი იყო თავისი სისწრაფით და ამიტომ მას კონოჰას ყვითელ ელვას უწოდებდნენ. ის კონოჰაგაურეზე ცხრაკუდა მელას შეტევის დროს დაიღუპა, მაშინ როცა თავი გაწირა რათა ხცრაკუდას მეორე ნახევარი თავის ახალდაბადებულ ვაჟში, უზუმაკი ნარუტოში ჩაებეჭდა.

თავიდანვე, როცა მინატო აკადემიაში შევიდა, მისი ოცნება იყო დაემსახურებინა სოფლის მოსახლეობის აღიარება და პატივისცემა და ჰოკაგე გამხდარიყო.  აკადემიაში იმავე კლასში მოხვდა კუშინა უზუმაკიც, სადაც მინატ სწავლობდა და ის მაშინვე მოიხიბლა მისი გრძელი წითელი თმებით. მინატო თავიდანვე იყო გენიოსი ნინძა, რომლის მსგავსიც თაობაში თითო თუ იბადება. როდესაც ის გენინების გუნდში ჩაირიცხა, რომელსაც ჯირაია ხელმძღვანელობდა, მინატოს უნარების შემხედვარე, ჯირაიამ მას თავიდანვე განსკუთრებული ყურადრება მიაქცია, დაიჯერა რომ სწორედ ის უნდა ყოფილიყო ბავშვი წინასწარმეტყველებიდან რომელიც ერთ დღესაც მსოფლიოს იხსნიდა, თავის შეგირდად აიყვანა და უამრავი თავის მიერ შემუშავებული ტექნიკები შეასწავლა. 


რამდნიმე წლის შემდეგ როცა უკვვე სწავლა დაამთავრეს და ნინძები გახდნენ, კუმოგაკურეს ნინძებმა კუშინას გატაცება მოახერხეს. კონოჰამ მის დასაბრუნებლად ნინძების მობილიზება მოახდინა, თუმცა მხოლოდ მინატომ შეძლო კუშინას მიერ ბილიკზე განზრახ დაყრილი წითელი თმები შეეშნიშნა და მან მარტომ შეძლო კუშინას გადარჩენა გამტაცებლებისგან. როცა კონოჰაში ბრუნდებოდნენ, მინატომ აღიარა რომ აღფრთოვანებული იყო მისი თმებით და მისი ძალით და კუშინას, რომელიც მას მანამდე არასანდოდ მიიჩნევდა თავი შეაყვარა. 


კუშინას გადარჩენის შემდეგ ისინი მუდამ ერთად იყვნენ და მისი სიყვარულის მხარდაჭერით კუშინამ შეძლო ცხრაკუდა თავის სხეულში დაელუქა. საბოლოოდ ისინი დაქორწინდნენ და ბიჯუდამაზე დაკვირვებით მინატომ დაიწყო სამ წლიანი ვარჯიში რასენგანის ფორმის სიმაღლის ზრდაზე.

მას შემდეგ რაც ის თავად გახდა ჩამოყალიბებული და სრულყოფილი ნინძა მინატოს დაევალა საკუთარი რაზმი ჩამოეყალიბებინა. მისი გუნდის წევრები იყვნენ ობიტო უჩიჰა, რინ ნოჰარა და კაკაში ჰატაკე. ჰირუზენ სარუტობიმ, რომელც მესამე ჰოკაგე იყო, მინატოს პირადად დაავალა კაკაშის დახმარებოდა, რათა დაეძლია მას მამამისის - "თეთრი ეშვის" თვითმკვლელობით გამოწვეული ტკივილი და დათრგუნვა. 



პირველ გამოცდაზე ("ზარების ტესტი") მინატომ შეასწავლა რაზმს გუნდური მუშაობის ღირებულება, თუმცა ტესტის გავლის შემდეგ კაკაშისთვის გუნდზე მეტად მაინც მისია დარჩა მნიშვნელოვანი, რის გამოც ობიტოსთან კონფლიქტი მოუვიდა. თავის მხრივ მინატო ყველანაირად შეეცადა, რომ მათ კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ.
როცა კონოჰა შინობთა მესამე მსოფლიო ომში ჩაება, მინატო რაზმის წრთვნასთან ერთად საომარ საქმიანობაშიც იყო ჩართული. და როცა კუსაგაკურეში კანაბის ხიდის აფეტქების მისიაზე იმყოფებოდა თავისი რაზმით, მინატო ფრონტის წინა ხაზზე გამოიძახეს, რის გამოც მან გუნდის ლიდერობ კაკაშის გადააბარა - რომელიც ის-ის იყო ჯონინი გახდა. ის ჩავიდა კონოჰას იმ მომენტისთვის მტრისგან შემცირებულ ძალებთან დასახმარებლად და მოწინააღმდეგე ივაგაკურეს ძალები გაანადგურა. როცა კვლავ შეუერთდა თავის რაზმს, კაკაში და რინი ივაგაკურეს ნინძებით იყვნენ გარშემორტყმულები, ობიტო მათთან უკვე აღარ იყო... მან ისინი დაიხსნა, დაეხმარა მისია სისრულეში მოეყვანათ და ობიტოს დაკარგვით დადარდიანებულები, გამოსაგლოვებლად კონოჰაში დაბრუნდნენ. მოგვიანებით კი კვლავ განმეორდა ის რასაც ობიტოს გარდაცვალება მოყვა. როცა მინატო სხვა მორიგ მისიაზე იმყოფებოდა კირიგაკურეს შინობებმა რინი გაიტაცეს და საბოლოოდ ისიც დაიღუპა.
მინატოს ბრძოლის დროს არაერთხელ მოუწია კომოგაკურეს მებრძოლ ეი (~A) შეტაკება და მასთან სისწრაფეში გაჯიბრების შემდეგ დაჯაბნა კიდეც ის. შემდგომ მინატომ  უკან დახევის ბრძანება მიიღო, თუმცა ეი-ს და მისი უმცროსი ძმა ბი (~B) შექება არ დაუშურებია და მოუწოდა ეი-ს  რომ ეზრუნა ძმაზე (ასევე ჯინჩურიკზე) რადგან ის ადამიანი იყო. შემდეგ მინატოს დაედევნენ, და ეი-ს ძმის მოკვლით დაემუქრა კიდეც თუ მას და მის რაზმს არ გაუშვებდა. ამის შემდეგ მინატო დარწმუნებული იყო რომ ის და ეი  ორივენი ჰოკაგეს რანგში შეხვდებოდნენ ერთმანეთს. 


მინატომ ომში თავი გამოიჩინა და საბოლოოდ ის აირჩიეს მეოთხე ჰოკაგედ. (ჰოკაგეობის მთავარი პრეტენდენტი ოროჩიმარუც იყო) ამავდროუად ცდილობდა კაკაშის დახმარებოდა, (რომელიც იმ დროს უკვე ანბუ გამხდარიყო), რათა თავი დაეღწია წყვდიადისთვის რაშიც ობიტოს და რინის სიკვდილის შემდეგ ჩაეშვა, და მესამეს რჩევითაც მან კაკაშის კუშინას დაცვა დაავალა ორსულობს პერიოდში.
მინატო ბავშვის დაბადებაზე ძალიან ღელავდა. ბავშვის დაბადების დროს, ბეჭედი რითიც ცხრაკუდა იყო კუშინაში ჩაბეჭდილი შესუსტდებოდა, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები იქნა მიღებული. ბავშვი სოფლიდან მოშორებით უნდა დაბადებულიყო გასაიდუმლოებულ ადგილზე სადაც ბარიერები იქნებოდა განთავსებული და დამატებით ანბუს ძალებიც გაამაგრებდნენ საზღვრებს. მინატომ იმ დღეს კაკაში კარგად გაწეული სამსახურისთვის დაასვენა. მინატოს და კუშინას უკვე გადაეწყვიტათ რომ ბავშვს ჯირაიას პირვლი წიგნის მთავი გმირის სახელს - ნარუტოს დაარქმევდნენ და ასე იქცა ჯირაია ნარუტოს ნათლიად.



10 ოქტობრის ღამეს ნარუტოს დაბადების შემდეგ მინატომ დაიწყო დასუსტებული ბეჭდის აღდგენა, მაგრამ ხელი ნიღბიანმა კაცმა შეუშალა რომელიც ტობის სახელით იყო ცნობილი. მან ცხრაკუდას ხელში ჩაგდების მიზნით დახოცა ანბუს წევრები და ყველა ვინც მშობიარობაში ღებულობდა მონაწილეობას, ახალშობილი მძევლად აიყვანა და მინატოს მისი მოკვლით დაემუქრა თუ ის კუშინას არ მოშორდებოდა.


მინატომ თავისი შვილის დაბრუნება შეძლო, თუმცა ასეფეთქებელი ნიშნებისგან ნარუტოს გადასარჩენად ის იძულებული გახდა სხვაგან ტელეპორტირებულიყო, ამით კი ტობის კუშინას გატაცების საშუალება მიეცა. მან უსაფრთხო ადგილზე მოათავსა ნარუტო და კუშინასთან გადატელეპორტირდა რომ მისი სიცოცხლე ეხსნა ცრაკუდასგან, რომლის ხელში ჩაგდებაც უკვე ტობის მოეხერხებინა.


მინატომ კუშინა ახალშობილთან დააბრუნა და თავად სოფლს გადასარჩენად გაეშურა. მაშინ როცა ცხრაკუდა ის-ის იყო სოფელს უტევდა, მოასწრო ტელეპორტირების ბარიერის საშუალებით აეცილებინა ჰოკაგეების გამოსახულებიანი კლდისთვის სხრაკურა მხეცის ბომბის დარტყმა.


მან მესამე ჰოკაგესთვის მომხდარის შესახებ შეტყობინების გადაცემაც მოახერხა, მაგრამ აქ ტობი ჩაერთო ბრძოლაში რომელიც ისევ ცხრაკუდას აკონტროლებდა და რომლის განადგურებაც მინატოსთვის სოფლის გადასარჩენად აუცილებელიც იყო. საბოლოოდ მან მოწინააღმდეგეზე რასენგანიც გამოიყენა და მფრინავი მეხის ღმერთის ბეჭდით ნიშანი დაადო ბრძოლაში, რითიც საშუალება მიეცა მტრის სურვილისამებრ ტელეპორტირება მოეხდინა. შემდეგ მან კონტრაქტორის ბეჭდის გამოყენებით გაანთავისუფლა ცხრაკუდა ობიტოს შარინგანის კონტროლისგან ობიტო კი გაიქცა.


ამასობაში ცხრაკუდა სოფელს უტევდა, მინატო ამჯერადაც დროულად დაეშვა გამაპუნტათი შინობების გადასარჩენად და გამოიყენა გამაპუნტა ცხრაკუდს შესაკავებლად, როცა თავად თავი მოუყარა სჭირო ჩაკრებს რათა ცხრაკუდა კუშინას და ნარუტოს ადგილზე გადაეყვანა. სოფლისგან მოშორებით კუშინამ კვლავ აღმართა ბარიერი და შეაკავა ის იქამდე სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.


კუშინა ცხრაკუდას მოშოებით ისედაც იღუპებოდა ამიტომ მან მინატოს შესთავაზა, ცხრაკუდა ისევ მასში დაებეჭდა და ამით მასთან ერთად დაიღუპებოდა, მაგრამ მინატომს სჯეროდა რომ ცხრაკუდას ძალა მომავალში გამოსადეგი შეიძლებოდა გამხდარიყო, მოაგონდა ჯირაიას-"ნაწინასწარმეტყველები ბავშვი" წიგნიდან და გადაწყვიტა რომ სწორედ ნარუტო იყო ის ბავშვი ვინც სამყაროს ხსნას შეძლებდა. მას სჯეროდა რომ ის შეძლებდა მომავალში ხცრაკუდაზე კონტროლის მოპოვებას, ამიტომ გადაწყვიტა ნარუტო ახალ ჯინჩურიკად ექცია. იმის გამო რომ ცხრაკუდას ჩაკრები მეტისმეტად დიდი რაოდენობის იყო ახალშობილისთვის, მინატომ სიკვდილის ღმერთის ბეჭედი გამოიყენა რათა გაეყო ჩაკრა ორად და ინ ნაწილი თავის თავში ჩაბეჭდა. ამ დროს ცხრაკუდა ნარუტო მოკვლას შეეცადა მაგრამ მინატო და კუშინა დასაცავად გადაეფარნენ.


მინატომ შერჩენილი ძალებით მოახერხა გეროტორას გამოძახება, გადასცა მას ბეჭდის გასაღები რომელსაც ნარუტოზე გამოიყენებდა და ჯირაიასთან გაუშვა. ამასობაში კუშინა შვილს გამოემშვიდობა, უთხრა რომ მშობლებს ის ძალიან უყვარდა და სურდა რომ კიდევ მეტი ხანი გეატარებინა მასთან.


მინატომ დაბეჭდა ნარუტოში ცხრაკუდას იანგ ნაწილი, შეუერთა ბეჭედს კუშინას ჩაკრები რათა თვის დროზე კუშინას შეძლებოდა დახმარება გაეწია და ესწავლებინა ნარუტოსთვის ცხრაკუდას გაკონტროლება. მან საკუთარი ჩაკრებიც შეურია და ისე მოაწყო რომ მაშინვე გააქტიურებულიყო თუ ოდესმე ბეჭედი გატყდებოდა, ასე ის აღდგენას შეძლებდა. იქვე მყოფ მესამე ჰოკაგეს დააბარა რომ კონოჰას მცხოვრებლებს ეფიქრათ ნარუტოზე როგორც გმირზე და არა როგორც მონსტრის საჭურჭლეზე, რომელმაც ამდენი ადამიანი შეიწირა... და ამის შემდეგ მისი სული სიკვდილის ღმერთმა შთანთქა.


  მინატო იყო უაღრესად გამჭრიხი და გონიერი პიროვნება, ის ვინც უმიზნოდ არაფერს არ გააკეთებდა. მან კარგად იცოდა მოწინაარმდეგე შინობებში რა შიშის ზარს სცემდა და ამით სათანადოდ სარგებლობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მოწინააღმდეგის მიმართ მაინც პატივისცემას ინარჩუნებდა. 

თავისი საზრიანობის წყალობით ახალგაზრდა ასაკშიც კი კუშინას გატაცებისას, მხოლოდ მან შეძლო კუშინას კვალს ზუსტად მიეგნო. ბრძოლაში მას თვალის ერთი შეველბითაც კი შეეძლო გაეთვალა მოწინააღმდეგის და მის ძლიერი და სუსტი მხარეები და მთელი სტრატეგია აეგო. დაკვირვების უნარით მას შეეძლო დაედგინა მოწინააღმდეგის გეგემები, ანალიზის შემდეგ კი ის სწრაფად და ზუსტად ურტყამდა მოწინააღმდეგეს და ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში დაუცველ ადგილებში უტევდა. ჰოკაგეობის დროს მან სოფლის გარეუბნებში ნიშნები განათავსა ტელეპორტირებისთვის და ჰოკაგეს დაცვის რაზმსაც შეასწავლა ფრინავი ქუხილის ღმერთის ტექნიკა რათა მათ საჭირო დროს უფრო ეფექტურად ემოქმედათ.

  ის ტობის(ობიტოს) მიმართაც წუხდა, რადგან მის სიკვდილში საკუთარ თავს იდანაშაულებდა. ორივე შემთხვევაში - რომ მან ვერ შეძლო ტობის გადარჩენა იმ გზისგან რამაც ის შეცვალა, და მისი გარდაცვალების შემდეგ კონოჰაში მომხდარი სირთულეების გამოც. ის ასევე იდეალისტი იყო და ამიტომაც ბრმად და გულწრფელად სწამდა რომ სოფელი ნარუტოს ჯინჩურკად გახდომის შემდეგ როგორც გმირს ისე აღიქვამდა, (ცხრაკუდას მიერ გამოწვეული ნგრევის და ტერორის მიუხედავად). თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო ნარუტომ რამდენ რამ გადაიტანა ჯინჩურიკობის გამო, მაინც ინანა რაც გააკეთა. - [პეინთან ბრძოლის დროს ნარუტო ახლოს იყო საფრთხესთან რომ ცხრაკუდას ბეჭედი გაეტეხა, ამან ავტომატურად გააქტიურა მინატოს დაცვის ბეჭედი, რის გამოც ის ნარუტოს ქვეცნობიერში გამოეცხადა და შეაჩერა ის. ნარუტო საყვედურობს, რომ მამამისმა ცხრაკუდა მასში ჩაბეჭდა და ურტყამს მას. თუმცა მინატო მას ამხნევებს და ეუბნება რომ როგორც მეოთხე ჰოკაგეს ვაჟს მას შესწევს უნარი ამას გაუძლოს. საბოლოოდ ნარუტო უტყდება რომ არაა დარწმუნებული თუ შეძლებს პეინს აპატიოს ან თავის თავში სიძულვილი დათგრგუნოს, მაგრამ მინატო ეუბნება რომ მას ნარუტოსი სწამს, და რადგან მისი დრო შეზღუდულია, სწრაფად აღადგენს ცხრაკუდას ბეჭედს და უჩინარდება.]


  ის ერთ-ერთო ყველაზე ძლიერი შინობი იყო ისტორიაში. კონოჰაზე ცხრაკუდას შეტევის დროს, მინატო იყო ერთდადერთი ვისაც შეეძლო შეეჩერებინა ტობი და ცხრაკუდა და კონოჰა განადგურებისგან ეხსნა. ოროჩიმარუს სოფელზე შეტევის დროსაც ის ერთადერთ შინობად მოიაზრებდა ვისაც შეეძლო ოროჩიმარუს ქმედებების შეჩერება ცოცხალი რომ ყოფილიყო.
  მინატოს ასევე მიიჩნევდნენ როგორც ყველა დროის უსწრაფეს შინობად. მიუხედავად იმისა რომ ეს აღიარება დიდწილად მისი ტელეპორტაციის ნინძიუცუს დამსახურება იყო, მინატოს ბუნებრივი სიჩქარეც მაღალი იყო იმდენად, რომ მტერი მის მოქმედებებს თვალს ვერ ასწრებდა, რაც ხშრად მისი მფრინავი მეხის ღმერთის ტექნიკაში ეშლებოდათ. მის რეფლექსებს შეეძლო თავიდან აეცილებინა ე.წ. პირდაპირი სინათლის გამოშვების ტექნიკა ( ეი-ს ტექნიკა) და კამუი (ტობის). 


მას ასევე გააჩნდა დიდი ჩაკრის მარაგი რითიც შეეძლო გამოეძახა გამაპუნტა და ტელეპორტირება მოეხდინა ცხრაკუდა მხეცის. ის ზუსტად მართავდა ჩაკრას, რაზეც მეტყველებს მის მიერ შექმნილი რასენგანი და უნარი წარმოქმნას ხელის ბეჭდები მხოლოდ ერთი ხელით. თუმცა ამ უკანასკნელს ის იშვიათად იყენებდა რადგან მისი ბრძოლის სტილი მაინც სისწრაფეზე იყო დამყარებული. მინატომ ჯირაიასგან შეისწავლა გამების გამოძახება და ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი იყო ვინც პატივისცემა და თანამშრომლობა მოიპოვა გამაპუნტასგან. ის დაოსტატებული იყო ბარიერის ნინძიუცუ-ში და ჩრდლის კოლონების ტექნიკაშიც, ის იყო ასევე სენსორის ტიპის და შეეძლო ჩაკრის ნიშნები შორ მანძილზეც აღმოეჩინა, ხოლო ახლო სამიზნეების აღმოჩენა უბრალოდ მიწაზე თითის დადებითაც შეეძლო. მინატო ფლობდა ბუნების ტიპის ცეცხლის, ქარის, ელვის, ინის და იანგის გამოშვებას.

  კუდიანი მხეცის ბიჯუდამაზე დაკვირვებიდან სამი წელი მოანდომა შეექმნა თავის ტექნიკა -რასენგანი.- ფორმის ტრანსფორმაციის უმაღლესი დონე. მიუხედავად იმის, რომ ეს ჩაკრის უზუსტეს კონტროლს მოითხოვს, მინატოს ოსტატურად შეეძლო ფორმა მყისიერად გაეზარდა და ექცია ის დიდი ბურთის ფორმის რასენგანად რომელიც კუდიანი მხეცისთვის დამახასიათებელი ბიჯუდამის ზომისაც კი იყო. ის აპირებდა რასენგანი თავის ჩაკრის ბუნებსთან გაეერთიანებინა თუმცა სანამ ამას შეძლებდა იქამდე გარდაიცვალა.


  მინატოს მიერ კიდევ ერთი ტექნიკა რომელიც მან შექმნა იყო მფრინავი მეხის ღმერთის ტექნიკა, რომელიც მან მეორე ჰოკაგეს მიერ შექმნილი ტექნიკის გაუმჯობესებით მიიღო. სწორედ ამ ტექნიკის გამო უწოდეს მას კონოჰას ყვითელი ელვა. ამ ტექნიკის გამოყენებით მას მყისიერად შეეძლო გადაეადგილებინა ნებისმიერი რამ რასაც ის თავის სპეციალურ მეჭედს დაადებდა. მას შეეძლო სხვებიც გადაეყვანა მასთან ერთად თან ისე რომ  არ ჭირდებოდა გადასაყვანი სამიზნის გვერდით ყოფილიყო, რაც მას დამატებით უსაფრთხოებას უქმნიდა. მინატო ბრძოლაში ამ ტექნიკისთვის იყენებდა თავის სპეციფიურ, სამმაგ კბილანებიან ჰირაიშინ კუნაის, რაც უკეთესი შეტევის შესაძლებლობას ქმნიდა.


მისი ნიშანი ამ იარაღზე ავსებდა მის სიჩქარეს, ეს კუნაის ბრძოლის დროს მრავალმხრივ გამოიყენებოდა მტრის წინააღმდეგ, თუმცა ის ძირითადად გამოიყენებოდა მფრინავი მეხის ღმერთის ტექნიკის ბეჭდით დანიშვნის დროს, რითიც ის იქ გადატელეპორტირდებოდა სადაც კუნაი იყო ნასროლი. ის მრავალ კუნაის ფანტავდა ფართო ტერიორიაზე რათა სხვადასხვა წერტილშიც შეძლებოდა გადაადგილება. ჩვეულებრივ გამოყენებაში მინატოს კუნაის სრულყოფილი დამიზნება ნაკლებად ქონია, ის კუნაის სივრცეში კოორდინაციისთვის იყენებდა რათა მანევრი კომპლექსურად შეესრულებინა.

  მინატოს ასევე შესწავლილი ჰქონდა არაერთი ფუნძიუცუ ჯირაიასა და კუშინასგან, რომელთაგან ყველაზე ცნობილი იყო რვა ნიშნიანი ბეჭედის სტილი, სწორედ ეს გამოიყენა ნარუტოში ცხრაკუდას იანგ ნაწილის ჩაბეჭდვისას რაც საშუალებას აძლევდა მცირე რაოდენობის ჩაკრას გამოსულიყო და ნარუტოს საკუთარ ჩაკრაში გაეერთიანებინა. და რადგან იცოდა, რომ დროთა განმავლობაში ბეჭედი დასუსტდებოდა, შექმნა გასაღები რითიც დააჩქარებდა ან პირიქით ამ პროცესს, დამატებითი სიფრთხილისთვის კი მან ბეჭედში საკუთარი და კუშინას ჩაკრებიც შეურია. კიდევ ერთი ფუნძიუცუ რომლის წარმოქმნაც შეეძლო იყო სიკვდილის ღმერთის შთანთქმის ბეჭედი - და კარგად იცოდა რომ ეს ბეჭედი ვერ გამოიყენებდა  ცხრაკუდას ჩაკრების სრულად დასაბეჭდად. მას ასევე შეეძლო კონტრაქტორის ბეჭდით მოეშორებინა მოწინააღმდეგეების კონტროლი მათ მიერ ნებისმიერ გამოძახებულ ქმნილებაზე. მან ასევე იცოდა როგორ გადაეყვანა კუდიანი მხეცი ერთი ჯინჩურიკიდან სხვაში.
  მინატო დაღუპვამდე მცირე ხნით თავადაც გახდა ჯინჩურიკი ცხრაკუდას ინ ნაწილის თავის თავში ჩაბეჭვდით. თუმცა ამის გამოყენება მხოლოდ რეინკარნირების შემდეგ შეძლო და უმეტესობა კუდიანები მხეცებისგან განსხვავებთ ცხრაკუდა თავიდანვე წინააღმდეგობის გარეშე თანამშრომლობდა მინატოსთან და მისთვის მაშინვე ხელმისაწვდომი გახდა ცხრაკუდას ჩაკრის რეჟიმში გადასვლა, რამაც ყველა განაცვიფრა. მისი რეჟიმი ოდნავ მუქი იყო ნარუტოს ცხრაკუდას რეჟიმისგან განსხვავებით, თუმცა სხვამხრივ ყველაფერი იდენტური და მინატოს სრულად შეეძლო ცხრაკუდას რეჟიმისთვის დამახასიათებელი ყველა უნარის გამოყენება. მოგვიანებით მინატომ თავის ნახევარიც ნარუტოში გადაიტანა და ამით მისი ძალაზე წვდომა დაკარგა.
  ძალიან დიდი ჩაკრის მარაგის საშუალებით მონატო განსწავლული იყო მიობოკუს მთის სენძიუცუს გამოყენებაშიც, რაც საშუალებას აძლევდა გაეზარდა თავისი ტექნიკების და ფიზიკური შესაძლებლობების ძალა ბრძენის რეჟიმში გადასვლით.

ის სრულყოფლად აბალანსებდა ბუნების ენერგიას საკუთარ ჩაკრასთან, თუმცა იშვიათად გამოყენების გამო (რადგან მისთვის ჩვეულ მოქმედების სწრაფ მედოდებთან არაფერი ქონდა საერთო) მისი უნარები სენძიუცუში მაინც ლიმიტირებული იყო. მას მომზადების გარეშე შეეძლო ბრძენის რეჟიმში გადასვლა თუმცა არა დიდი ხნით.


  შინობთა მეოთხე მსოფლიო ომის დროს, სასკე უჩიჰას თხოვნით ოროჩიმარუმ ოთხი ჰოკაგეს რეინკარნირება მოახდინა. (იგივე ედო ტენსეით გაცოცხლება)მათთან საუბრის შემდეგ კი სასკემ ბრძოლაში ჩაერთო, ჰოკაგეებმაც გადაწყვიტეს დახმარება და ათკუდას წინააღმდეგ ბრძოლაში ალიანსს შეუერთდნენ. ათკუდას შესაზღუდად ჰოკაგეებმა ერთობლივად აღმართეს ბარიერი.


შემდეგ ტობი ათკუდას თავზე გამოჩნდა და დაიწყო მადარას გაცოცხლება. მინატომ ბარიერის გასამაგრებლად ჩრდილის კლონები გამოიყენა და რადგან ტობი ისევ იყო დანიშნული მფრინავი მეხის ღმერთის ბეჭდით, მინატოს ჩრდლის კლონი გადატელეპორტირდა ობიტოსთან და დარტყმა მიაყენა. მინატომ ამის შემდეგ შეიტყო, რომ ტობი ობიტო უჩიჰა იყო. მაგრამ ობიტომ მაინც შეძლო ათკუდას თავის თავში ჩაებეჭდა და ჯინჩურიკი გახდა. რადგან ობიტოზე მფრინავი მეხის ღმერთის ნიშანი უკვე გამქრალიყო მას აღარ შეეძლო პირდაპრ ტელეპორტირება ამიტომაც პირდაპირ უნდა შებმოდა. საბოლოოდ ობიტომ გუდოდამით მას მარჯვენა მკლავი წააცალა (რის აღდგენაც გუდოუდამის გამო ვეღარ შეძლო), მინატომ, მეორემ ჰოკაგემ, ნარუტომ და სასკემ კოორდინირებულად შეუტიეს განახლებული მფრინავი მეხის ტექნიკით თუმცა ობიტო მაინც დაზიანებების გარეშე გადარჩა. ობიტომ ყველა მათგან საკუთარ ბარიერში მოიმწყვდია გასანადგურებლად, მაშინ ნარუტომ მოიფიქრა რომ მას და მინატოს გაეერთიანებინათ კურამას ჩაკრები რომელიც დაუკავშირდებდა ყველა მოკავშირე ძალებს ნარუტოს სშუალებით, მინატოს კი საშუელება მიეცემოდა ყველა ბარიერის გარეთ გადაეტელეპორტირებინა. შვილის შემხედვარე მინატოს სიამაყისგან თვალზე ცრემლი ადგება.


იციან რა რომ ობიტოზე ერთადერთი სენძიუცუ იმოქმედებს, მინატო და ნარუტო გაერთიანებული ძალებით (-რასენგანით) უტევენ ობიტოს, არღვევენ მის დაცვას და ამის შემდეგ ათკუდა ხის ფორმას იღებს. ობიტოს რომელსაც მოძრაობაც აღარ შეეძლო დამარცხების შემდეგ კაკაში მოკვლას დაუპირებს თუმცა მინატო შეაჩერებს და ეტყვის რომ გრძნობს ობიტო გულის სიღრმეში შეიცვალა.


  მაშინ როცა ნარუტო და დანარჩენები უკვე მადარასთან ბრძოლაში იყვნენ ჩართული, შავი ზეცუ მოინდომებს ობიტოს რინეგანის მადარასთვის ხელში ჩაგდებას. ობიტო თხოვს მინატოს რომ ნებისმიერ ფასად გაანადგუროსნ რინეგანი, ამ დროს კი მინატოს კურამას ინ ნაწილი შეატყობინებს რომ ნარუტომ იანგ ნაწილი დაკარგა. ის სასწრაფოდ გადავა თავის შვილთან რომელსაც საკურა ჰარუნო უწევს სამედიცინო დახმარებას და ნარუტოს გადასარჩენად მასში ინ ნაწილის გადატანისას, შავი ზეცუ მოახერხებს მის ხელში ჩაგდებას. ამის შემდეგ მადარ ხდება ათკუდას ახალი ჯინჩურიკი და მინატო ბრძენის რეჟიმში გადასული მას კაკაშისთან ერთად უტევს, საბოლოოდ კი ის მეორე მკლავსაც კარგავს. ამასობაში მაიტო გაი ერთვება მადარასთან ბრძოლაში და მინატოს ამოწურული ჩაკრების და დაკარგული ორივე მკლავის მიუხედავად მაინც ახერხეს გაისთვის დახმარების გაწევას. 
საბოლოოდ უკვე მუდმივი ცუკუიომის დროს მინატო ბრძოლის ველზე ბრუნდე სხვა ჰოკაგეებთან ერთად, რომლებზეც ცუკუიომი ეფექტს ვერ ახდენს. ისინი ცდილობენ დახამრება გაიწიონ ექვსგზის ბრძენს. ერთობლივი ძალისხმევით, სხვა გარდაცვლილ გაკეებთან ერთად ისინი გამოიწვევენ ნარუტოს, სასკეს, კაკაშის, საკურას, მადარას და კუდიან მხეცებს კაგუიას გამზომილებიდან. ბოლოს კი მინატო ულოცავს ნარუტოს ომის დასრულებას და ბედნიერ მეჩვიდმეტე დაბადების დღეს უსურვებს. ბედნიერი იმით რომ მისი შვილი იქცა მომავლის იმედად, ის და სხვა კაგეები უბრუნდებიან საიქიოს ექვსგზის ბრძენთან ერთად.
Advertisement