ნარუტოპედია Wiki
(→‎გარეგნობა: სურათი ამოვიღე)
DevaBot (talk | contribs)
m (→‎სქოლიო: clean up, replaced: კატეგორია: → Category:)
(2 intermediate revisions by one other user not shown)
Line 13: Line 13:
 
|ძიუცუ = [[ნეგატიური ემოციების შეგრძნობა]] <br /> [[ფუინძიუცუ]]
 
|ძიუცუ = [[ნეგატიური ემოციების შეგრძნობა]] <br /> [[ფუინძიუცუ]]
 
}}
 
}}
'''მიტო უზუმაკი''' (うずまきミト, უზუმაკი მიტო) [[კონოჰაგაკურე]]ლი [[კუნოიჩი]] იყო, წარმოშობით [[უზუშიოგაკურე]]ს [[უზუმაკის კლანი]]დან. მიტო [[კურამა]]ს პირველი [[ჯინჩურიკი]] და პირველი ჰოკაგეს, [[ჰაშირამა სენჯუ]]ს მეუღლე იყო.
+
'''მიტო უზუმაკი''' (うずまきミト, უზუმაკი მიტო) [[კონოჰაგაკურე]]ლი [[კუნოიჩი]] იყო, წარმოშობით [[უზუშიოგაკურე]]ს [[უზუმაკის კლანი]]დან. მიტო [[კურამა]]ს პირველი [[ჯინჩურიკი]] და პირველი ჰოკაგე [[ჰაშირამა სენჯუ]]ს მეუღლე იყო.
   
  +
==ბიოგრაფია==
==ისტორია==
 
მიტო უზუმაკიზე საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. იგი კონოჰას დამაარსებელსა და მის პირველ ჰოკაგე ჰაშირამა სენჯუზე იყო დაქორწინებული. [[დასასრულის ხეობა]]ში [[მადარა უჩიჰა]]სთან ბრძოლისას ჰაშირამამ კურამაზე დროებითი კონტროლი მოიპოვა, [[ფუინძიუცუ]]ს გამოყენებით კი მიტომ იგი სხეულში ჩაიბეჭდა<ref>ნარუტო, მე-500 თავი, გვ. 4</ref>. მოგვიანებით, მიტოს ორსულობის დროს საკეტი შესუსტდა და ცხრაკუდიანის გათავისუფლების საშიშროება შეიქმნა<ref>ნარუტო, მე-500 თავი, გვ. 5</ref>. წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, კურამას მეორე ჯინჩურიკის, [[კუშინა უზუმაკი]]ს მშობიარობა ქალაქგარეთ, დამცავ ბარიერში მოხდა.
+
მიტო უზუმაკის შესახებ სერიებში საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ იგი კონოჰას დამაარსებელსა და მის პირველ ჰოკაგე ჰაშირამა სენჯუზე იყო დაქორწინებული. [[დასასრულის ხეობა]]ში [[მადარა უჩიჰა]]სთან ბრძოლისას ჰაშირამამ კურამაზე დროებითი კონტროლი მოიპოვა, რის შემდეგაც, [[ფუინძიუცუ]]ს გამოყენებით, მიტომ ის თავის სხეულში ჩაბეჭდა.<ref>ნარუტო, მე-500 თავი, გვ. 4</ref> მოგვიანებით, მიტოს ორსულობის დროს საკეტი შესუსტდა, რამაც ცხრაკუდიანის განთავისუფლების საშიშროება წარმოშვა.<ref>ნარუტო, მე-500 თავი, გვ. 5</ref> აღნიშნული ფაქტის გამო კურამას მეორე ჯინჩურიკის [[კუშინა უზუმაკი]]ს მშობიარობა ქალაქგარეთ, დამცავ ბარიერში მოხდა.
   
ჰაშირამას ომში დაღუპვის შემდეგ, დაქვრივებულმა მიტომ ცხოვრება კონოჰაში განაგრძო. მან საკმაოდ დიდხანს, [[მესამე ჰოკაგე]]ს მმართველობამდე იცოცხლა. ცხრაკუდიანის მომდევნო ჯინჩურიკი მისი სიცოცხლის ბოლო წლებში შეირჩა. მიტომ, რომელსაც კარგად ესმოდა კუშინას სულიერი მდგომარეობა, იგი თავისთან დაიბარა და დიდხანს ესაუბრა ჯინჩურიკის ბედზე. მოგვიანებით, [[ნარუტო]]სთან შეხვედრისას კუშინამ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენა მისი მთავარი დარიგება იმის შესახებ, რომ კურამას უსაზღვრო ბოროტებისა და სიძულვილის დათრგუნვა მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი, რაც ბედნიერად თანაცხოვრების ერთადერთ გზას წარმოადგენს<ref>ნარუტო, მე-500 თავი, გვ. 5-6</ref>.
+
ჰაშირამას დაღუპვის შემდეგ დაქვრივებულმა მიტომ ცხოვრება კონოჰაში განაგრძო. მან საკმაოდ დიდხანს, [[მესამე ჰოკაგე]]ს მმართველობამდე იცოცხლა. ცხრაკუდიანის მომდევნო ჯინჩურიკი მისი სიცოცხლის ბოლო წლებში შეირჩა. მიტომ, რომელსაც კარგად ესმოდა კუშინას სულიერი მდგომარეობა, იგი თავისთან დაიბარა და უთხრა, რომ კურამას უსაზღვრო ბოროტებისა და სიძულვილის დათრგუნვა მხოლოდ სიყვარულით იყო შესაძლებელი, რაც ბედნიერად თანაცხოვრების ერთადერთ გზას წარმოადგენდა.<ref>ნარუტო, მე-500 თავი, გვ. 5-6</ref> მოგვიანებით, [[ნარუტო]]სთან შეხვედრისას კუშინამ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენა მიტო.
   
 
==გარეგნობა==
 
==გარეგნობა==
მიტოს უზუმაკის კლანისთვის დამახასიათებელი გრძელი წითელი თმა ჰქონდა, რომელსაც შეკრულს ატარებდა. იგი მუქი ფერის ტუჩსაცხს იყენებდა და შუბლის მიდამოში, [[ცუნადე]]ს მსგავსად, რომბის ფორმის ნიშანი ჰქონდა. მიტოს მაღალსაყელოიანი, ფერადი კიმონო ეცვა, რომელიც უზუშიოგაკურეს სიმბოლოიანი ობით ჰქონდა შეკრული. ასაკის მატებასთან ერთად მიტოს თმის ფერი გამუქდა და სიცოცხლის ბოლო წლებში მუქი ყავისფერი გახდა. შეიცვალა მისი ჩაცმულობაც - კუშინასთან შეხვედრისას მას თეთრი ფერის კიმონო ემოსა, რომელიც მუქი ფერის ობით ჰქონდა შეკრული<ref>ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, 247-ე სერია</ref>.
+
მიტოს უზუმაკის კლანისთვის დამახასიათებელი გრძელი, წითელი თმა ჰქონდა, რომელსაც შეკრულს ატარებდა. იგი მუქი ფერის ტუჩსაცხს იყენებდა და, [[ცუნადე]]ს მსგავსად, შუბლზე [[ასი ბეჭდის ძალა|რომბის ფორმის იასამნისფერი ნიშანი]] ჰქონდა. მიტოს მაღალსაყელოიანი ფერადი კიმონო ეცვა, რომელიც უზუშიოგაკურეს სიმბოლოიანი ობით ჰქონდა შეკრული. ასაკის მატებასთან ერთად მიტოს თმის ფერი გამუქდა და სიცოცხლის ბოლო წლებში მუქი ყავისფერი გახდა. შეიცვალა მისი ჩაცმულობაც კუშინასთან შეხვედრისას მას თეთრი ფერის კიმონო ემოსა, რაც მუქი ფერის ობით ჰქონდა შეკრული.<ref>ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, 247-ე სერია</ref>
   
 
==შესაძლებლობები==
 
==შესაძლებლობები==
მიტოს საბრძოლო ტექნიკების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. კუშინას თქმით, იგი საკმაოდ ძლიერი კუნოიჩი იყო. მიტო [[ფუინძიუცუ]]ში იყო დახელოვნებული. მისი გამოყენებით მან სხეულში კურამა თავადვე ჩაიბეჭდვა. გარდა ამისა, როგორც უზუმაკის კლანის წარმომადგენელი, მიტო სიცოცხლისუნარიანობითა და ხასიათის სიმტკიცით გამოირჩეოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერც შეძლებდა კურამას უზარმაზარ ჩაკრასთან გამკლავებას. მას ასევე უარყოფითი ემოციების შეგრძნობა შეეძლო, რასაც, ცხრაკუდიანზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, ნარუტოც ფლობს<ref>ნარუტო, 568-ე თავი, გვ. 8</ref>.
+
მიტოს საბრძოლო ტექნიკების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. კუშინას თქმით, იგი საკმაოდ ძლიერი კუნოიჩი იყო. მიტო [[ფუინძიუცუ]]ში იყო დახელოვნებული, რომლის გამოყენებით მან კურამა საკუთარ სხეულში ჩაბეჭდა. გარდა ამისა, მიტო დღეგრძელობითა და ხასიათის სიმტკიცით გამოირჩეოდა წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შეძლებდა კურამას უზარმაზარ ჩაკრასთან გამკლავებას. მას ასევე უარყოფითი ემოციების შეგრძნობა შეეძლო, რასაც ცხრაკუდიანზე კონტროლის მოპოვების შემდეგ ნარუტოც შეიძენს.<ref>ნარუტო, 568-ე თავი, გვ. 8</ref>
   
 
==სქოლიო==
 
==სქოლიო==
Line 31: Line 31:
 
[[en:Mito Uzumaki]]
 
[[en:Mito Uzumaki]]
 
[[es:Mito Uzumaki]]
 
[[es:Mito Uzumaki]]
[[კატეგორია:ჯინჩურიკები]]
+
[[Category:ჯინჩურიკები]]

Revision as of 05:29, 17 July 2021

მიტო უზუმაკი
მიტო
დებიუტი
მანგა მე-500 თავი
ანიმე მე-2 ნაწილი, 247-ე სერია
გამოჩნდა მანგა და ანიმე
გახმოვანება
ახმოვანებს ენა შიმოკაუა
მონაცემები
სქესი ვენერას სიმბოლო მდედრობითი
ასაკი გარდაცვლილი
კუთვნილება კონოჰაგაკურეს სიმბოლო კონოჰაგაკურე
უზუშიოგაკურეს სიმბოლო უზუშიოგაკურე
კლანი უზუშიოგაკურეს სიმბოლო უზუმაკი
ჯინჩურიკი კურამა
ოჯახი

ჰაშირამა სენჯუ (ქმარი)
ცუნადე (შვილიშვილი)
ნაუაკი (შვილიშვილი)

მიტო უზუმაკი (うずまきミト, უზუმაკი მიტო) კონოჰაგაკურელი კუნოიჩი იყო, წარმოშობით უზუშიოგაკურეუზუმაკის კლანიდან. მიტო კურამას პირველი ჯინჩურიკი და პირველი ჰოკაგე ჰაშირამა სენჯუს მეუღლე იყო.

ბიოგრაფია

მიტო უზუმაკის შესახებ სერიებში საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ იგი კონოჰას დამაარსებელსა და მის პირველ ჰოკაგე ჰაშირამა სენჯუზე იყო დაქორწინებული. დასასრულის ხეობაში მადარა უჩიჰასთან ბრძოლისას ჰაშირამამ კურამაზე დროებითი კონტროლი მოიპოვა, რის შემდეგაც, ფუინძიუცუს გამოყენებით, მიტომ ის თავის სხეულში ჩაბეჭდა.[1] მოგვიანებით, მიტოს ორსულობის დროს საკეტი შესუსტდა, რამაც ცხრაკუდიანის განთავისუფლების საშიშროება წარმოშვა.[2] აღნიშნული ფაქტის გამო კურამას მეორე ჯინჩურიკის − კუშინა უზუმაკის მშობიარობა ქალაქგარეთ, დამცავ ბარიერში მოხდა.

ჰაშირამას დაღუპვის შემდეგ დაქვრივებულმა მიტომ ცხოვრება კონოჰაში განაგრძო. მან საკმაოდ დიდხანს, მესამე ჰოკაგეს მმართველობამდე იცოცხლა. ცხრაკუდიანის მომდევნო ჯინჩურიკი მისი სიცოცხლის ბოლო წლებში შეირჩა. მიტომ, რომელსაც კარგად ესმოდა კუშინას სულიერი მდგომარეობა, იგი თავისთან დაიბარა და უთხრა, რომ კურამას უსაზღვრო ბოროტებისა და სიძულვილის დათრგუნვა მხოლოდ სიყვარულით იყო შესაძლებელი, რაც ბედნიერად თანაცხოვრების ერთადერთ გზას წარმოადგენდა.[3] მოგვიანებით, ნარუტოსთან შეხვედრისას კუშინამ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენა მიტო.

გარეგნობა

მიტოს უზუმაკის კლანისთვის დამახასიათებელი გრძელი, წითელი თმა ჰქონდა, რომელსაც შეკრულს ატარებდა. იგი მუქი ფერის ტუჩსაცხს იყენებდა და, ცუნადეს მსგავსად, შუბლზე რომბის ფორმის იასამნისფერი ნიშანი ჰქონდა. მიტოს მაღალსაყელოიანი ფერადი კიმონო ეცვა, რომელიც უზუშიოგაკურეს სიმბოლოიანი ობით ჰქონდა შეკრული. ასაკის მატებასთან ერთად მიტოს თმის ფერი გამუქდა და სიცოცხლის ბოლო წლებში მუქი ყავისფერი გახდა. შეიცვალა მისი ჩაცმულობაც − კუშინასთან შეხვედრისას მას თეთრი ფერის კიმონო ემოსა, რაც მუქი ფერის ობით ჰქონდა შეკრული.[4]

შესაძლებლობები

მიტოს საბრძოლო ტექნიკების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. კუშინას თქმით, იგი საკმაოდ ძლიერი კუნოიჩი იყო. მიტო ფუინძიუცუში იყო დახელოვნებული, რომლის გამოყენებით მან კურამა საკუთარ სხეულში ჩაბეჭდა. გარდა ამისა, მიტო დღეგრძელობითა და ხასიათის სიმტკიცით გამოირჩეოდა − წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შეძლებდა კურამას უზარმაზარ ჩაკრასთან გამკლავებას. მას ასევე უარყოფითი ემოციების შეგრძნობა შეეძლო, რასაც ცხრაკუდიანზე კონტროლის მოპოვების შემდეგ ნარუტოც შეიძენს.[5]

სქოლიო

  1. ნარუტო, მე-500 თავი, გვ. 4
  2. ნარუტო, მე-500 თავი, გვ. 5
  3. ნარუტო, მე-500 თავი, გვ. 5-6
  4. ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, 247-ე სერია
  5. ნარუტო, 568-ე თავი, გვ. 8