მიწის გამოშვება (土遁, დოტონ) ბუნების გარდაქმნის ხუთი ძირითადი ტექნიკიდან ერთ-ერთია, რაც შინობს შეტევითი და თავდაცვითი მიზნებისათვის გარშემომყოფი მიწის მართვისა და საკუთარი ჩაკრასგან მიწის წარმოქმნის უნარს ანიჭებს[1]. მიწის გამოშვების ტექნიკებს მიწის სიმტკიცის, შემადგენლობისა[2] და, შესაბამისად, მასის შეცვლა შეუძლიათ, რის გამოც იგი ხან მეტალივით მტკიცე, ხან წებოსავით რბილი, ხან მსუბუქი, ხან კი მძიმეა[3][4]. ყოველივე ეს ტექნიკის გამომყენებელს მიწაში დამალვისა და მასში გადაადგილების უნარს ანიჭებს[5][6], რაც როგორც ტრანსპორტირების, ისევე შეტევისა და თავდაცვის მიზნით გამოიყენება. ამის გამო მიწის გამოშვება ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი ელემენტია. მიწის გამოშვება განსაკუთრებით იუაგაკურეს შინობისთვისაა დამახასიათებელი და იგი ძირითადად გველის ნიშნის გამოყენებით ან/და ხელის გულის მიწაზე დაბჯენით სრულდება[7][8][9][10].
ურთიერთობა სხვა ელემენტებთან[]
მიწა წყალზე ძლიერია, რადგან მას მისი შეწოვა შეუძლია, თუმცა ელვაზე სუსტია, რადგან იგი მის კარგ გამტარს წარმოადგენს. ანიმეს ერთ-ერთ სერიაში მიწის გამოშვება ცეცხლის გამოშვებასთან ერთად გამოიყენეს[11]. მიწის გამოშვება ლავისა და ხის გამოშვების კეკკეი გენკაის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. იგი კეკკეი ტოტა მტვრის გამოშვების ერთ-ერთი კომპონენტიცაა. იუაგაკურეს კინძიუცუს გამოყენებით აფეთქების გამოშვებისა და მიწის გამოშვების შერწყმის შედეგად წარმოიქმნება ფეთქებადი წებო, რომელსაც ელვის გამოშვება ჯაბნის.