ნარუტოპედია Wiki
ნარუტოპედია Wiki
მტვრის გამოშვება
ონოკის მტვრის გამოშვება
სახელი
კანძი 塵遁
ქართული
ასოებით
ჯინტონ
ქართულად მტვრის გამოშვება
დებიუტი
მანგა 466-ე თავი
ანიმე ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, 204-ე სერია
ვიდეო
თამაში
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm Generations
გამოჩნდა მანგა, ანიმე, ვიდეო თამაში
დაკავშირებული ტექნიკები
წარმოებული ტექნიკები
მტვრის გამოშვება: პრიმიტიული სამყაროს გამოცალკევების ტექნიკა
გამომყენებლები
მუ
ონოკი

მტვრის გამოშვება (塵遁, ჯინტონ) კეკკეი ტოტაა, რასაც მიწის, ქარისა და ცეცხლის ბუნებათა ურთიერთმოქმედება წარმოქმნის. ამ ბუნების ერთადერთ ცნობილ ტექნიკას სამგანზომილებიანი ობიექტის (კუბის, კონუსის და ა.შ.) ფორმა აქვს, რაც მისი შემსრულებლის ხელებს შორის წარმოიქმნება. მას შემდეგ, რაც ამ ობიექტს მოწინააღმდეგის მიმართულებით გატყორცნიან, იგი ზომაში იზრდება და მსხვერპლს თავის შიგნით აქცევს, რის შემდეგაც მას მოლეკულებად შლის.

მტვრის გამოშვების ტექნიკის შესრულება, როგორც ჩანს, ჩაკრას დიდ რაოდენობას საჭიროებს.[1] გარდა ამისა, მის მომზადებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ვინაიდან მის ჩამოყალიბებაში ხელები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ტექნიკის შეჩერების ერთ-ერთი გზა მისი გამომყენებლის ხელების გაკავებაა.[2] მას შემდეგ, რაც სამგანზომილებიანი ობიექტი მომზადდება, მისი გატყორცნა გამაუგნებელი სისწრაფით ხდება.

მტვრის გამოშვების ცნობილი მფლობელები არიან მუ და მისი მოსწავლე ონოკი. ამ უკანასკნელის განცხადებით, მტვრის გამოშვების საიდუმლოებები მას მუმ გაანდო. უცნობია, ისინი სისხლით მონათესავენი არიან, თუ არა.

სქოლიო[]

  1. ნარუტო, 556-ე თავი, გვ. 5
  2. ნარუტო, 514-ე თავი, გვ. 2