ადმინისტრატორი ჰქვია მომხმარებელს, რომელსაც ნარუტოპედიაში წესრიგის დაცვის მიზნით გარკვეული უფლებები აქვს მინიჭებული, კერძოდ, მას შეუძლია:
- წაშალოს გვერდები და ფაილები, ასევე აღადგინოს ისინი;
- დაბლოკოს (დაიცვას) გვერდები;
- დაბლოკოს მომხმარებლები;
- შეცვალოს მედიავიკის გვერდები;
- შეცვალოს ნარუტოპედიის დიზაინი;
- rollback-ის გამოყენებით აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა.
ამჟამინდელი ადმინისტრატორები
ნარუტოპედიის ადმინისტრატორთა სია იხილეთ აქ.
ვალდებულებები
ადმინისტრატორს ნარუტოპედიაში წესრიგის დაცვა ევალება. იგი ვალდებულია:
- იყოს თავაზიანი და მეგობრული;
- იყოს მომთმენი;
- ჯეროვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები;
- იმოქმედოს კეთილსინდისიერად. არ გამოიყენოს პრივილეგიები ბოროტად;
- თვალყური ადევნოს ვიკი აქტიურობას;
- შეამოწმოს ახალი გვერდები და ფაილები;
- ვანდალიზმის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღმოფხვრას იგი;
- შექმნას და მოაწესრიგოს კატეგორიები;
- იმოქმედოს ინსტრუქციის შესაბამისად.
ადმინისტრატორს, რომელიც არ დაიცავს ამ წესებს, ჩამოერთმევა ადმინისტრატორის წოდებულება.
ბიუროკრატები
ზოგადი წესის თანახმად, ვიკის შემქმნელი ავტომატურად იძენს ბიუროკრატის ტიტულს. ბიუროკრატი იმავე უფლებამოსილებებს ფლობს, რასაც ადმინისტრატორი, იმ განსხვავებით, რომ მას სხვა მომხმარებლების გარკვეული პრივილეგიებით აღჭურვა, მათ შორის - ადმინისტრატორებისა და ბიუროკრატების დანიშვნა, შეუძლია.
ბიუროკრატი უფლებამოსილია, პირს ნებისმიერ დროს ჩამოართვას ხსენებული პრივილეგიები, თუმცა სხვა ბიუროკრატისთვის ტიტულის ჩამორთმევა მას არ შეუძლია.
ნარუტოპედიის ბიუროკრატთა სია იხილეთ აქ.