ნარუტოპედია Wiki
ქვემოთ მოცემულია ნარუტოპედიის სტილის სახელმძღვანელო. ნარუტოპედიაში მუშაობის ზოგად წესებს გაეცანით აქ, ნარუტოპედიის სახელმძღვანელოს - აქ, თარგმნით ლექსიკონს კი აქ.

ეს არის ნარუტოპედიის სტილის სახელმძღვანელო. გთხოვთ, ნუ შეიტანთ სტატიაში იმგვარ ცვლილებებს, რაც მას შეუსაბამოს გახდის ქვემოთ მოცემულ სტანდარტებთან.

დრო

  • სიუჟეტი გადმოეცით წარსულ დროში.

შენიშვნა: პერსონაჟის შესახებ სტატიებში ეს ეხება სექციებს: წარსული, მონაწილეობა სერიებში.

  • თუ პერსონაჟი/ნივთი/ადგილი/მოვლენა აღარ არსებობს, იგი მოიხსენიება წარსულში, თუ არსებობს - აწმყოში.

შენიშვნა: პერსონაჟის შესახებ სტატიებში ეს ეხება მთელ ტექსტს, გარდა სექციებისა: წარსული, მონაწილეობა სერიებში.

მაგალითები: ნარუტო კონოჰაგაკურელი შინობია (შესავალი ნაწილი). მას ცისფერი თვალები აქვს (გარეგნობა). იგი რასენგანს ფლობს (შესაძლებლობები). ნაგატო ამეგაკურელი შინობი იყო (შესავალი ნაწილი). მას წითელი თმა ჰქონდა (გარეგნობა). იგი პეინის ექვს გზას მართავდა (შესაძლებლობები).

  • ვიდეო თამაშის სიუჟეტი გადმოეცით აწმყო და მყოფად დროებში. ნუ გამოიყენებთ წარსულს.

მაგალითი: ბოლოს ნარუტო თამაშის მთავარ ბოსს - პეინს შეებრძოლება და დაამარცხებს.

წერის სტილი

  • წერეთ ქართული გრამატიკის წესების დაცვით.
  • ტონი უნდა იყოს ფორმალური.
  • არ გამოიყენოთ I („მე“, „ჩვენ“) და II („შენ“, „თქვენ“) პირის ნაცვალსახელები. მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ციტატაში. ნუ მიუთითებთ ნურც მკითხველზე და ნურც საკუთარ თავზე. შეცდომაა: მე ვფიქრობ, ჩემი აზრით, როგორც ცნობილია, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთვის ცნობილი, რაც გვიჩვენებს და მისთანანი.
  • წერეთ მიუკერძოებლად. თქვენმა სიმპათია-ანტიპათიამ გავლენა არ უნდა მოახდინოს სტატიაზე. იყავით ობიექტურები.
  • არ გამოიყენოთ გაუმართავი ფორმები: რო, ძაან და მისთანანი.
  • არ გამოიყენოთ ჟარგონები და ბარბარიზმები.
  • არ გამოიყენოთ სიტყვები: ამჟამად, ამჟამინდელი, დღემდე, დღეის მდგომარეობით და მისთანანი.
  • ვიდეო თამაშის სიუჟეტი გადმოეცით მესამე პირში.
  • არ დაწეროთ ზედსართავი სახელები აღმატებით ხარისხში, ხოლო თუ ციტატა მოგყავთ, ჩასვით იგი ბრჭყალებში და მიუწერეთ წყარო. შეცდომაა უძლიერესი, უჭკვიანესი, ულამაზესი და მისთანანი.
  • ჯერ იწერება პერსონაჟის სახელი, შემდეგ გვარი. სწორია ნარუტო უზუმაკი და არა უზუმაკი ნარუტო.
  • უცხო ენიდან შემოსული ა ხმოვანზე დაბოლოებული სიტყვები ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვაში არ შეკვეცოთ.[1] სწორია ჩაკრას(ი), ნინძას(ი), მანგათი და არა ჩაკრის, ნინძის, მანგით.
  • ბრჭყალები უნდა გამოიყურებოდეს ასე: „ “ და არა ასე: " ". სიტყვის ბრჭყალებში ჩასასმელად რედაქტირების გვერდზე მონიშნეთ ეს სიტყვა, დააჭირეთ ღიკალ Source-ს, შემდეგ ღილაკ more-ს, ბოლოს კი - „“-ს.
  • სტატიას ყოველთვის დასრულებული იერი უნდა ჰქონდეს. მკითხველს არ უნდა შეექმნას იმის განცდა, რომ მას გაგრძელება სჭირდება.
  • ნუ ამოაკლებთ ასოს საკუთარი სახელებიდან მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მეორდება. მაგალითად, სწორია სუსანოო და არა სუსანო.
  • პერსონაჟი მოიხსენიეთ იმ სახელით, რაც მას დროის იმ მონაკვეთში ერქვა, რის შესახებაც წერთ. ამის კარგი მაგალითია ტობი/ობიტო. მას უნდა ერქვას „ტობი“, სანამ საუბარია მისი აკაცუკიში გაწევრიანებიდან მეოთხე მსოფლიო ომამდე მომხდარ მოვლენებზე.
  • თუ წყაროდ ანიმეს იყენებთ, სტატიაშივე აღნიშნეთ, რომ წერთ ანიმეს თანახმად, სქოლიოში კი მიუთითეთ შესაბამისი სერია.
  • ნუ დაუმატებთ ვიკიბმულს პერსონაჟის გვარს გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სრული სახელი სტატიაში ნახსენები არაა.
  • წყაროს სწორად მითითების მიზნით მანგას გვერდების თვლა დაიწყეთ მისი 1-ლი შავ-თეთრი გვერდიდან. ნუ მიათვლით ფანების მიერ მიმაგრებულ გაფორმებას (ფერად გვერდებს).
  • თუ მიგაჩნიათ, რომ მკითხველის უკეთ ინფორმირების მიზნით რომელიმე ტერმინის განმარტებაა საჭირო, თუმცა მისი მნიშვნელობა ნარუტოს ფარგლებს სცილდება, დაიხმარეთ ქართული ვიკიპედია, რაც კეთდება ასე: [[wikipedia:ka:სტატიის სახელი|სიტყვა]]. სტატიის სახელი-ს ადგილას ჩასვით ვიკიპედიის შესაბამისი გვერდის სახელი. მაგალითად, '''რინეგანი''' (輪廻眼, ქართ. [[wikipedia:ka:სამსარა|სამსარა]] თვალი) გამოჩნდება ასე - რინეგანი (輪廻眼, ქართ. სამსარა თვალი). სიტყვა „სამსარა“-ზე გაკეთებული ბმული ვიკიპედიის სტატიაზე გადაგიყვანთ.

ვიკიტექსტის სტილი

  • ნუ დაწერთ [[იტაჩი უჩიჰა|იტაჩი]], საკმარისია მხოლოდ [[იტაჩი]], რადგან გადამისამართების წყალობით მათ მკითხველი ერთსა და იმავე გვერდზე გადაჰყავთ.
  • ნუ დატოვებთ ცარიელ ხაზს სექციის სათაურსა და მის ტექსტს შორის.
  • სექციები ერთმანეთისგან ერთადერთი ცარიელი ხაზით გამოყავით.

სურათების სტილი

  • სურათის სახელი უნდა იყოს ქართული ასოებით დაწერილი სიტყვა ან მაქსიმალურად მოკლე და ლაკონიური ფრაზა. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია ციფრების დამატებაც. ნებისმიერი სხვა სიმბოლოს გამოყენება დაუშვებელია. სურათის სახელი მაქსიმალურად ზუსტად უნდა გადმოსცემდეს სურათის არსს.
  • Fair use-ის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად ნარუტოპედიაში ატვირთული საავტორო უფლებით დატვირთული სურათის ზომა მინიმალური უნდა იყოს. არ ატვირთოთ მაღალი რეზოლუციის მქონე სურათები.
  • სტატია არ უნდა იქცეს ფოტოგალერეად. ეცადეთ, მაქსიმალურად შეამციროთ მასში სურათების რაოდენობა. ნარუტოპედიის მიზანი ტექსტური ინფორმაციის დაგროვებაა, სურათებს კი მხოლოდ დამხმარე ხასიათი აქვთ - ისინი მკითხველს სტატიის შინაარსის აღქმას უადვილებენ.
  • გამოიყენეთ მხოლოდ ორიგინალი და არა ნათარგმნი მანგას სურათები.
  • არ გამოიყენოთ უმნიშვნელო, არაფრისმთქმელი სურათები.
  • ნუ ჩასვამთ სურათის სინტაქსს შუა ტექსტში. იგი უნდა ეწეროს სექციის ან ახალი აბზაცის დასაწყისში.
  • ნუ დატოვებთ ცარიელ ხაზს სურათის სინტაქსსა და ტექსტს შორის.
  • სტატიაში გამოყენებულ ყველა სურათს უნდა ერთვოდეს მოკლე და ლაკონიური აღწერა.
  • ნუ განალაგებთ სურათებს სტატიის მხოლოდ ერთ მხარეს.
  • ნუ მოათავსებთ სურათს სტატიის ან სექციის დასაწყისში, მარცხენა მხარეს, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა მკითხველს ტექსტის დასაწყისის პოვნა გაუჭირდეს. სურათის მარცხენა მხარეს მოთავსება მხოლოდ პირველი პარაგრაფის შემდეგაა სასურველი.
  • ნუ მოათავსებთ ტექსტს ორ სურათს შორის.
  • ნუ გამოიყენებთ სურათებს ინფოდაფის გასწვრივ, ხოლო თუ ინფოდაფა იმდენად გრძელია, რომ სხვანაირად მათი გამოყენება შეუძლებელია, შეეცადეთ სურათების რაოდენობა მაქსიმალურად შეამციროთ.
  • ნუ მიუთითებთ სურათის ზომას ხელოვნურად - გამოიყენეთ პარამეტრი thumb, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. მაგალითად, როდესაც სურათზე ბევრი პერსონაჟია გამოსახული, შესაძლოა მისი ზომის გადიდება იყოს მიზანშეწონილი.

ინფოდაფების სტილი

  • ინფოდაფა მოთავსებული უნდა იყოს სტატიის დასაწყისში.
  • ინფოდაფებში საკუთარი სახელები იწერება სრულად. დაუშვებელია მხოლოდ სახელის ან მეტსახელის გამოყენება.

პერსონაჟის ინფოდაფა

  • თუ პერსონაჟი სერიების როგორც პირველ, ისე მეორე ნაწილში მონაწილეობს, {{პერსონაჟის ინფოდაფის}} სურათად გამოიყენება მისი პორტრეტი მეორე ნაწილიდან.
  • ტექნიკებისა და იარაღების არაოფიციალური სახელები ყველგან დახარეთ, მათ შორის ინფოდაფის სათაურშიც.

სექციების რიგითობა

  • არის სექციის (პირველი დონის) სათაური, რაც კეთდება ასე: ==მაგალითი== (გამონაკლისია სხვა ინფორმაცია, რაც სათაურს არ წარმოადგენს).
    • არის ქვესექციის (მეორე დონის) სათაური, რაც კეთდება ასე: ===მაგალითი===

სტატიები პერსონაჟის შესახებ

შესავალი ნაწილი - მოკლედ პერსონაჟის შესახებ, სადაც ასევე უნდა აღინიშნოს, თუ რითია იგი გამორჩეული. შესავალი ნაწილი უნდა დაიწყოს პერსონაჟის სრული სახელით, რაც გამუქებული უნდა იყოს, მის შემდეგ ფრჩხილებში იწერება კანძი (ჰირაგანა, კატაკანა), სასვენი ნიშანი მძიმე და ქართული ასოებით გადაცემული კანძი. მაგალითად, ნარუტო უზუმაკი (うずまき ナルト, უზუმაკი ნარუტო).

  • წარსული - პერსონაჟის წარსული ანუ მისი ცხოვრების ის ნაწილი, რაც სერიებში მოგონებების სახით ჩანს. სექციის სიდიდიდან გამომდინარე შეიძლება მისი ქვესექციებად დაყოფა.
  • მონაწილეობა სერიებში
    • პირველი ნაწილი - პერსონაჟის მონაწილეობა ანიმეს 1-ლ ნაწილში მიმდინარე მოვლენებში. სექციის სიდიდიდან გამომდინარე შეიძლება მისი ქვესექციებად დაყოფა.
    • მეორე ნაწილი - პერსონაჟის მონაწილეობა ანიმეს მე-2 ნაწილში მიმდინარე მოვლენებში. სექციის სიდიდიდან გამომდინარე შეიძლება მისი ქვესექციებად დაყოფა.

შენიშვნა: ნუ დაყოფთ სტატიას პირველ და მეორე ნაწილებად, თუ პერსონაჟი მხოლოდ ერთ მათგანში მონაწილეობს. ასეთ შემთხვევაში, სექციის სათაური იქნება „მონაწილეობა სერიებში“.

  • ხასიათი - პერსონაჟის პიროვნული თვისებები.
  • გარეგნობა - პერსონაჟის ფიზიკური აღწერილობა.
  • შესაძლებლობები - მოკლედ პერსონაჟის შესაძლებლობების შესახებ. აქვე იწერება მისი ბუნების გარდასახვის(ების) შესახებ.
    • ჯინჩურიკი - შესაძლებლობები, რასაც მას ჯინჩურიკობა ანიჭებს.
    • კეკეი გენკაი
    • კეკეი ტოტა
    • ტაიძიუცუ
    • ნინძიუცუ
    • გენძიუცუ
  • სხვა ინფორმაცია - აქ იწერება ისეთი ინფორმაცია, რომლის დამოუკიდებელ სექციად გამოყოფა არის მიზანშეწონილი. მაგალითად, სექცია „მემკვიდრეობა“.
  • წვრილმანები - წვრილმანი ამბები. ყოველი მათგანის წინ ჩასვით * (ფიფქი)
  • ციტატები - პერსონაჟის გამონათქვამები. ყოველი მათგანის წინ ჩასვით * (ფიფქი), ბოლოს კი ფრჩხილებში მიაწერეთ, ვის მიმართ არის ის ნათქვამი.
  • სქოლიო - შექმენით სექცია „სქოლიო“ და მის ქვეშ ჩაწერეთ {{სქოლიო}}, ხოლო თუ სქოლიოს სია გრძელია - {{სქოლიოს ჩარჩო}}

ხშირად დაშვებული შეცდომები

  • სწორია ძიუცუ და არა ჯუცუ.
  • სწორია მაიტო გაი და არა მაით გაი.

სქოლიო

  1. თუმცა ფუძის შეკვეცა შეცდომად არ უნდა ჩაითვალოს (იხ. რ. ქურდაძე, თანამედროვე ქართული ენის სოცალურ-კულტურული ასპექტები. თბ. 2011, გვ. 12-14), ვინაიდან შეკვეცილი სიტყვა ორიგინალს ნაკლებად ჰგავს, უკვეცელი ფორმების გამოყენება უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია.