FANDOM


ქვემოთ მოცემულია გვერდებისა და ფაილების წაშლის წესები. ნარუტოპედიის გვერდებისა და ფაილების წაშლის უფლება აქვთ მხოლოდ ადმინისტრატორებს.

გვერდების წაშლა

გვერდი წაიშლება, თუ:

  • სტატიის თემა უმნიშვნელოა.
  • სტატია იმდენად გაუმართავია, რომ ნარუტოპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად მისი ხელახლა დაწერაა საჭირო.
  • მისი შიგთავსი საავტორო უფლებებითაა დაცული.
  • სტატიის თემა ნარუტოს ფარგლებს სცილდება.
  • სტატია შინაარსობრივად დაუსრულებელ ნაწყვეტს წარმოადგენს.
  • იგი ცალსახა ვანდალიზმს წარმოადგენს ან მისი მიზანია დეზინფორმაცია.
  • მისი შინაარსი გაუგებარია.
  • იგი სხვა გვერდის ასლს წარმოადგენს.
  • იგი უწმაწური ან შეურაცხმყოფელია.
  • იგი ცარიელია.
  • იგი სავარჯიშოდაა შექმნილი.
  • აღარ არსებობს მისი მთავარი გვერდი.
  • იგი წაშლილი გვერდის ასლს წარმოადგენს.
  • იგი უცხო ენაზეა დაწერილი.
  • იგი ცუდ გადამისამართებას წარმოადგენს.
  • მსგავსი შინაარსის მქონე გვერდი უკვე არსებობს.

თუ გვერდი წაშლის რომელიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, იგი ადმინისტრატორის მიერ დაუყოვნებლივ წაიშლება. ასეთ შემთხვევაში სხვა ადმინისტრატორების თანხმობა საჭირო არაა.

ფაილების წაშლა

ნარუტოპედიაში ატვირთული ფაილი წაიშლება, თუ:

  • ის გამოუყენებელია.
  • განმარტებული არაა, თუ რატომ ითვლება მისი გამოყენება სამართლიანად (Fair use). ასეთ შემთხვევაში ფაილი წაიშლება მასზე თარგი:უნებართვოს მიმაგრებიდან 7 დღის შემდეგ;
  • ის მაღალი რეზოლუციის მქონეა. ეს წესი ვრცელდება ფაილზე, რომელიც ავტორის/საავტორო უფლების მფლობელის უშუალო ნებართვის გარეშეა ატვირთული;
  • ის უწმაწური ან შეურაცხმყოფელია;
  • ის არსებული ფაილის ასლს წარმოადგენს;
  • ის უხარისხოა, რის გამოც არ გამოდგება საილუსტრაციოდ.
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.