ნარუტოპედია Wiki
Advertisement
ქვემოთ მოცემულია ნარუტოპედიაში მუშაობის ზოგადი წესები. სტატიებისა და ფაილების წაშლის წესი და პირობები იხილეთ აქ.

ნარუტოპედია საყოველთაო პროექტია. ყველას აქვს მის შექმნაში მონაწილეობის მიღების უფლება, თუმცა ისევე, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში, წესები აქაც მოქმედებს, რათა მონაწილეობა ყველასთვის სასიამოვნო იყოს.

ქვემოთ მოცემულ წესებთან დაკავშირებული შეკითხვები და შენიშვნები შეგიძლიათ მთავარი გვერდის განხილვის გვერდზე დაწეროთ.

  • ეს არის ვიკი, ამიტომ წერეთ გაბედულად. სხვაგვარად ვერ გავიზრდებით.
  • იმოქმედეთ ნარუტოპედიის სახელმძღვანელოს, სტილის სახელმძღვანელოსა და თარგმნითი ლექსიკონის მოთხოვნათა დაცვით.
  • ნუ დააზიანებთ გვერდებს. ვანდალიზმი ვიკის განვითარებას აფერხებს, ამიტომ მისი ჩამდენი ყველა პირი დაიბლოკება.
  • ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს სტატიაში, რათა მისი ისტორია უაზროდ არ გაიზარდოს. სავარჯიშოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს გვერდი.
  • რედაქტორთა შორის კონფლიქტები ხდება ხოლმე. ამ დროს ყოველი მხარე უნდა შეეცადოს, სადავო საკითხი უმტკივნეულოდ გადაჭრას, ხოლო თუ ამის გაკეთებას დამოუკიდებლად ვერ მოახერხებენ, ის განხილვის გვერდზე უნდა გამოაქვეყნონ.
    • პირი, რომელიც ამგვარი კონფლიქტის დროს სხვა პირს შეურაცხყოფას მიაყენებს, დაიბლოკება.
  • გამოიჩინეთ თავაზიანობა. უზრდელი ადამიანი არავის უყვარს. იყავით მაქსიმალურად მომთმენი, ზრდილობიანი და უშუალო. დაიცავით ოქროს წესი (როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ).
  • თუ რომელიმე წესი გაფერხებთ, სარგებელი მოუტანოთ ამ ვიკის, დაივიწყეთ ის.
  • თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, სტატიაში ცვლილების შეტანამდე განხილვის გვერდზე განმარტეთ, თუ რის გაკეთებას აპირებთ და დაელოდეთ სხვა მომხმარებელთა გამოხმაურებას. ამგვარად რედაქტორთა შორის კონფლიქტების თავიდან აცილებაა შესაძლებელი.
  • თუ სადავო საკითხი საზოგადო განსჯის საგნად იქცა და ამგვარად გადაწყდა, დაემორჩილეთ უმრავლესობის გადაწყვეტილებას.
  • პატივი ეცით საავტორო უფლებებს. გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი, რასაც ამ ვიკიში შემოიტანთ, დაექვემდებარება ლიცენზიას CREATIVE COMMONS Attribution-ShareAlike 3.0 და მის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
  • edit summary-ის გამოყენებით ყოველთვის განმარტეთ, რა და რატომ შეცვალეთ. თუ ამის გაკეთება რამდენიმე სიტყვით შეუძლებელია, გამოიყენეთ განხილვის გვერდიც. ამგვარად სხვა მომხმარებლები გაიგებენ თქვენი ქმედობის მიზეზსა და თქვენც ადვილად გაიხსენებთ, რატომ შეიტანეთ სტატიაში ესა თუ ის ცვლილება.
  • იმოქმედეთ კეთილსინდისიერად. ყოველთვის ივარაუდეთ, რომ დავის მეორე მხარე მოაზროვნე, რაციონალური ადამიანია, რომელსაც ამ პროექტისთვის მხოლოდ სიკეთის მოტანა სურს, თუ საწინააღმდეგოს დამამტკიცებელი მტკიცებულებები არ გაგაჩნიათ. ის ფაქტი, რომ პიროვნება არ გეთანხმებათ, ამგვარ მტკიცებულებად ვერ გამოდგება.
    • ნუ გააუქმებთ სხვის ცვლილებას, თუ ის აშკარა ვანდალიზმს არ წარმოადგენს. მაგალითად, თუ გვერდის შიგთავსი უაზრო ტექსტით შეიცვალა, რა თქმა უნდა, უნდა აღადგინოთ წინა ვერსია. თუ პირს სასტიკად არ ეთანხმებით, გააუქმეთ ცვლილება, edit summary-ში კი ჩაწერეთ: „მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მიზეზს განხილვის გვერდზე დავწერ“ ან მსგავსი რამ და სასწრაფოდ განიხილეთ საკითხი განხილვის გვერდზე.
  • გვერდისა თუ მომხმარებლის განხილვის გვერდზე შეტყობინების დატოვების შემთხვევაში ხელის მოწერა სავალდებულოა. ხელის მოსაწერად თქვენი კომენტარის ბოლოს ჩასვით --~~~~
  • ყოველთვის გამოიყენეთ ღილაკი „წინასწარი გადახედვა“/ Preview. სანამ გვერდს გამოაქვეყნებთ (შეინახავთ), გადახედეთ თქვენს ნამუშევარს. ამგვარად რედაქტორთა შორის კონფლიქტების თავიდან აცილებაა შესაძლებელი.
  • არ შეცვალოთ სხვა მომხმარებლების კომენტარები, მათ შორის, არც ისინი, რომლებიც თქვენს პირად განხილვის გვერდზე წერია. თუ რომელიმე მათგანი შეურაცხმყოფელია, მიმართეთ ადმინისტრატორს, რომელიც შესაბამის ზომებს მიიღებს.
  • რამდენიმე ანგარიშის შექმნა დასაშვები, თუმცა არასასურველია, მათი ბოროტად გამოყენება კი დაუშვებელი.
  • ახალი კატეგორიის შექმნამდე ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ ადმინისტრატორს, რაც უვარგის კატეგორიებსა და მათ გასაუქმებლად საჭირო დამქანცველ სამუშაოებს აგვაცილებს თავიდან.
  • აკრძალულია უწმაწური ან/და შეურაცხმყოფელი ტექსტისა თუ ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) შემოტანა.
  • აკრძალულია რეკლამის გაკეთება და ნებისმიერი სახის პროპაგანდა.

კატეგორია:წესები

Advertisement