ნარუტოპედია Wiki
m (31.146.113.231-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს DevaMK-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
Tag: rollback
No edit summary
Tag: rte-source
Line 1: Line 1:
  +
<gallery>
{{გასამართავი|დაუსრულებელი}}
 
  +
naruto kurama form.jpg
  +
th (1).jpg
  +
th (8).jpg
  +
th (9).jpg
 
</gallery>{{გასამართავი|დაუსრულებელი}}
 
{{პერსონაჟის ინფოდაფა
 
{{პერსონაჟის ინფოდაფა
 
|სურათი = ნარუტო.jpg
 
|სურათი = ნარუტო.jpg

Revision as of 15:17, 1 June 2016

ნარუტო უზუმაკი
File:ნარუტო.jpg
დებიუტი
მანგა 1-ლი თავი
ანიმე ნარუტო, 1-ლი სერია
ფილმი ნარუტო, ფილმი: ნინძათა შეტაკება თოვლის მიწაზე
OVA იპოვე ოთხფურცლიანი წითელი სამყურა!
ვიდეო
თამაში
Naruto: Clash of Ninja
გახმოვანება
ახმოვანებს ჯუნო ტაკეუჩი
ემა კოგურე (სექსუალური ტექნიკა)
მონაცემები
დაბადების
თარიღი
10 ოქტომბერი
სქესი მარსის სიმბოლო მამრობითი
ასაკი 1-ლი ნაწილი:12-13
მე-2 ნაწილი: 15-16
სიმაღლე 1-ლი ნაწილი: 145.3-147.5 სმ.
მე-2 ნაწილი: 166 სმ.
წონა 1-ლი ნაწილი: 40.1-40.6 კგ.
მე-2 ნაწილი: 50.9 კგ.
წოდება ჯინჩურიკი
სენნინი
რანგი გენინი
გუნდი ძირითადი გუნდები:
კაკაშის გუნდი (მე-7 გუნდი)
იამატოს გუნდი
კონოჰა 11
კუთვნილება კონოჰაგაკურეს სიმბოლო კონოჰაგაკურე
მიობოკუს მთის სიმბოლო მიობოკუს მთა
კლანი უზუშიოგაკურეს სიმბოლო უზუმაკი
ჯინჩურიკი კურამა
ოჯახი

მინატო ნამიკაზე (მამა)
კუშინა უზუმაკი (დედა)
ჯირაია (ნათლია)

ბუნების ტიპი

ქარის ბუნების სიმბოლო ქარის გამოშვება
ლავის ბუნების სიმბოლო ლავის გამოშვება (მხოლოდ მანგაში)
მაგნიტის ბუნების სიმბოლო მაგნიტის გამოშვება (მხოლოდ მანგაში)
მიწის ბუნების სიმბოლო მიწის გამოშვება (მხოლოდ მანგაში)
ცეცხლის ბუნების სიმბოლო ცეცხლის გამოშვება (მხოლოდ მანგაში)

ნარუტო უზუმაკი (うずまき ナルト, უზუმაკი ნარუტო) კონოჰაგაკურელი შინობია, რომელიც სერიების გმირსა და პროტაგონისტს წარმოადგენს. იგი მეოთხე ჰოკაგე მინატო ნამიკაზესა და კუშინა უზუმაკის შვილია. ნარუტოს ნათლია და სენსეი ჯირაია იყო. შინობთა მეოთხე მსოფლიო ომის შემდეგ ნარუტო მეშვიდე ჰოკაგე (七代目火影, ნანადაიმე ჰოკაგე) გახდა.

წარსულში ნარუტო თანასოფლელებს სძულდათ, რადგან მასში ცხრაკუდიანი ურჩხული იყო ჩაბეჭდილი, რომელიც კონოჰას განადგურებას შეეცადა. საზოგადოების სიმპათიის მოსაპოვებლად ნარუტომ ბავშვობაშივე გადაწყვიტა ჰოკაგედ გახდომა, რაც მისი ცხოვრების მთავარ მიზნად იქცა. მეგობრული, მზრუნველი და შეუდრეკელი ბუნების ქონის გამო მან კონოჰასა და სხვა სოფლებში ბევრი მეგობარი გაიჩინა, პეინის დამარცხების შემდეგ კი თანასოფლელთა სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა.

თანდათანობით ნარუტოს ოცნებამ ტრანსფორმაცია განიცადა და ჰოკაგის ტიტულის მოპოვების გარდა მან მსოფლიოში დასადგურებული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაც დაისახა მიზნად. დიდი ძალისხმევის შედეგად მან გაზარდა თავის შესაძლებლობათა არეალი და სახელი კონოჰას ფარგლებს გარეთაც გაითქვა. მეოთხე მსოფლიო ომის მოგების შემდეგ, რაშიც გადამწყვეტი როლი ნარუტომ ითამაშა, მან შეძლო თავისი ოცნების ახდენა და მეშვიდე ჰოკაგე გახდა.

თუმცა ერთი შეხედვით ნარუტო „მარტივ და სულელ“ პერსონაჟადაა წარმოჩენილი, იგი იდეალური გმირის ყველა ნიშან-თვისებას ფლობს. მასაში კიშიმოტომ მას ტრაგიკული წარსული შეურჩია, რათა მისთვის „ბნელი მხარეც“ მიეცა. მან პერსონაჟის დიზაინი არაერთხელ შეცვალა, რათა იგი დასავლური აუდიტორიისათვის მისაღები და, ამასთანავე, ადვილად დასახატი ყოფილიყო.[1]

სქოლიო

  1. მასაში კიშიმოტო (2007). უზუმაკი: ნარუტოს ხელოვნება. Viz Media. გვ. 138–139. სსწნ 1-4215-1407-9

კატეგორია:ჯინჩურიკები