![]() | ეს სტატია დაუსრულებელია. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში. |
საი იამანაკა (山中サイ, იამანაკა საი) კონოჰაგაკურელი შინობია, იამანაკას კლანიდან. იგი ორგანიზაცია ანბუს კაპიტანი იყო. ანბუმდე საი ფესვში მსახურობდა, სადაც მას ასწავლეს, თუ როგორ უნდა დაემალა ნებისმიერი ემოცია. ნარუტო შიპუდენში საი კაკაშის გუნდს შეუერთდა და სასკე უჩიჰა ჩაანაცვლა.
გარეგნობა[]
საის აქვს მოკლე, სწორი, შავი თმა, მუქი თვალები და ფერმკრთალი კანი. იგი ხშირად ატარებს პატარა ზურგჩანას, რომელშიც უწყვია: ფუნჯი, გრაგნილები და ნინძას მელანი. საის აცვია მოკლე, მოშავო-მონაცრისფრო ქურთუკი, წითელი თასმებით, როგორც ეს დამახასიათებელია ფესვის წევრებისთვის. მისი დანარჩენი ეკიპირება შედგება მაღალსაყელოიანი პერანგისგან, შავი შარვლის, შინობის სანდლებისა და ხელთათმანებისგან, საიდანაც ცერა და საჩვენებელი თითები აქვს გამოყოფილი, ნახატზე დაფუძნებული ტექნიკების შესასრულებლად. მისიაზე ყოფნისას საი ატარებს ყოველდღიურ სამოსს, რომელიც შედგება გრძელმკლავიანი პერანგისაგან, მაღალი საყელოთი, შარვლისა და შინობის სანდლებისაგან. ამ დროს მას არ უკეთია შუბლის დამცავი და ხელთათმანები.
შესაძლებლობები[]
საი მართავს მიწის გამოშვებას, წყლის გამოშვებას, ცეცხლის გამოშვებასა და იანის გამოშვება. ანიმეში მას ასევე შეუძლია ჩრდილის კლონების ძიუცუს გამოყენება. საის მთავარი ტექნიკაა სუპერ მხეცის გრაგნილი - იგი ელვის სისწრაფით ხატავს მხეცს და თავისი ჩაკრას მეშვეობით აცოცხლებს მას. მხეცი საის სრულად ემორჩილება და მის ნებისმიერ დავალებას ასრულებს.