ეს სტატია დაუსრულებელია. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში. |
საკურა ჰარუნო | |||||
---|---|---|---|---|---|
სხვა სახელები |
ცუნადე ნომერი ორი (綱手二号, ცუნადე ნიგო)[1] შუბლი გოგო (デコリーン, დეკორინ)[2] | ||||
დებიუტი | |||||
მანგა | მე-3 თავი | ||||
ანიმე | ნარუტო, 1-ლი სერია | ||||
ფილმი | ნარუტო, ფილმი: ნინძათა შეტაკება თოვლის მიწაზე | ||||
OVA | იპოვე ოთხფურცლიანი წითელი სამყურა! | ||||
ვიდეო თამაში |
Naruto: Clash of Ninja | ||||
გამოჩნდა | მანგა, ანიმე, ფილმი, ვიდეო თამაში | ||||
გახმოვანება | |||||
ახმოვანებს | ჩიე ნაკამურა | ||||
მონაცემები | |||||
დაბადების თარიღი |
28 მარტი | ||||
სქესი | მდედრობითი | ||||
ასაკი | პირველი ნაწილი: 12-13 მეორე ნაწილი: 15-16 | ||||
სიმაღლე | პირველი ნაწილი:148.5-150.1 სმ. მეორე ნაწილი: 161.0 სმ. | ||||
წონა | პირველი ნაწილი: 35.4-35.9 კგ. მეორე ნაწილი: 45.4 კგ. | ||||
წოდება | მკურნალი ნინძა | ||||
რანგი | პირველი ნაწილი: გენინი მეორე ნაწილი: ჩუნინი | ||||
გუნდი | კაკაშის გუნდი კონოჰას 11 მე-3 გუნდი (მხოლოდ ანიმეში) 8 კაციანი ჯგუფი მე-3 დივიზია | ||||
კუთვნილება | კონოჰაგაკურე | ||||
| |||||
| |||||
|
საკურა ჰარუნო (春野 サクラ, ჰარუნო საკურა) კონოჰაგაკურელი ჩუნინის რანგის კუნოიჩი და სერიების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. ნარუტო უზუმაკისა და სასკე უჩიჰასთან ერთად იგი კაკაში ჰატაკეს გუნდი 7-ის წევრია. მისი მასწავლებელი მეხუთე ჰოკაგე ცუნადე იყო. საკურა დახელოვნებული მკურნალი ნინძაა.
ბავშვობაში საკურა მეტისმეტად ფეთქებადი და უხეში იყო, რასაც იგი საყვარელი გოგონას ნიღბის ქვეშ მალავდა. ასაკის მატებასთან ერთად მან თავის გაკონტროლება ისწავლა და შედარებით ნაზი, ქალური გახდა, თუმცა გოგოსთვის არაბუნებრივად ფეთქებადი ხასიათი ბოლომდე შერჩა, რითაც იგი ცუნადეს ემსგავსება.
საკურა პატარაობიდანვე სასკეზეა შეყვარებული, ნარუტო კი, რომელიც მისი გულის მოგებას მთელი სერიების მანძილზე ცდილობს, მისი უახლოესი მეგობარია. ბავშვობაში საკურას ნარუტოს სულელური ქცევები ძლიერ აღიზიანებდა ხოლმე და მას ხშირად სცემდა კიდეც, რასაც ის, არც თუ იშვიათად, ქალიშვილობაშიც აკეთებს. თანდათანობით საკურა ნარუტოს ძლიერ დაუახლოვდება, თუმცა მის შეყვარებას ვერ შეძლებს სასკეს მიმართ ძლიერი გრძნობების ქონის გამო.
საკურა ჰარუნო სერიების უმთავრესი ქალი პერსონაჟია, თუმცა იგი თავიდანვე ასეთად არ იყო ჩაფიქრებული. მისი დახატვის თვალსაზრისით მასაში კიშიმოტოს სირთულეები შეექმნა, რის გამოც მან პერსონაჟის გარეგნობაში ზოგიერთი ელემენტი გამოკვეთა, მათ შორის, მისი შუბლი.[3][4]