უზუმაკის კლანი | |||||
---|---|---|---|---|---|
დებიუტი | |||||
გამოჩნდა | მანგა, ანიმე, ვიდეო თამაში და ფილმი | ||||
მონაცემები | |||||
კუთვნილება | უზუშიოგაკურე | ||||
| |||||
|
უზუმაკის კლანი (うずまき一族, უზუმაკი იჩიზოკუ) უზუშიოგაკურეს მოწინავე კლანი იყო, რომელიც კონოჰაგაკურეს სენჯუს კლანს ენათესავებოდა, რის გამოც მათ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. ორ სოფელს შორის არსებული მეგობრობის ნიშნად კონოჰას შინობების ფორმაზე უზუშიოგაკურეს სიმბოლოა გამოსახული.
მიმოხილვა[]
უზუმაკის კლანის წევრები ძლიერ იყვნენ დახელოვნებულები ფუინძიუცუში. განსაცვიფრებელი შესაძლებლობების გამო მათ ყველგან პატივს სცემდნენ და მათი ეშინოდათ კიდეც. მიუხედავად ამისა, შინობთა მსოფლიო ომების პერიოდში უზუშიოგაკურე განადგურდა და მორევების ქვეყანამაც შეწყვიტა არსებობა. გადარჩენილმა მაცხოვრებლებმა სამშობლო დატოვეს და სხვადასხვა ქვეყანაში მიმოიფანტნენ. მათგან ზოგიერთი კონოჰაშიც დასახლდა, მათ შორის იყვნენ მიტო და კუშინა.
უზუმაკის კლანის წევრები გასაოცრად დღეგრძელნი და სიცოცხლით სავსენი იყვნენ. მაგალითად, მიტო, რომელიც კონოჰას დაარსებამდე დიდი ხნით ადრე დაიბადა, მესამე ჰოკაგეს მმართველობის პერიოდშიც ცოცხალი იყო, კუშინა კი ცოცხალი გადაურჩა კუდიანი ურჩხულის ამოცლის პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი მშობიარობის შემდეგ მოხდა, როდესაც იგი ძლიერ დასუსტებული იყო.
წვრილმანები[]
- უზუმაკის კლანის მიერ შექმნილი ყველა ფუინძიუცუს ცენტრში ამ კლანის სიმბოლოა.
- კურამას ყველა ჯინჩურიკი უზუმაკის კლანის წევრი იყო.
- წითელი თმა უზუმაკის კლანის წევრთა მთავარი დამახასიათებელი ნიშანია.