ნარუტოპედია Wiki
Advertisement
ნარუტოპედია Wiki

[[ფაილი:უზარმაზარი ბურთი რასენგანი.JPG|thumb|ჯირაიაუზარმაზარი ბურთი რასენგანი.]] ფორმის გარდასახვა (形態変化, კეიტაი ჰენკა) ჩაკრას მართვის ტექნიკას ჰქვია, რაც ჩაკრას ფორმას, მოძრაობასა და ძალას განსაზღვრავს. ბუნების გარდასახვასთან ერთად, რაც ჩაკრას ბუნებას - მის თვისებებსა და მახასიათებლებს ცვლის, ფორმის გარდასახვა ძიუცუს შესასრულებლადაა საჭირო. მათი კომბინაციის კარგი მაგალითია ქარის გამოშვება: რასენშურიკენი, რაც ქარის გამოშვებისა და დიდი სისწრაფით მბრუნავი ჩაკრას ურთიერთქმედებით მიიღება.

ფორმის გარდასახვის საუკეთესო ნიმუშია რასენგანი, რაც ფორმის მართვის უმაღლეს დონედაა მიჩნეული.[1] რასენგანი, რაც მეოთხე ჰოკაგემ გამოიგონა, დიდი სისწრაფით მბრუნავი ჩაკრაა, რასაც სფეროს ფორმა აქვს. მის წარმოქმნას ხელის ნიშნების გამოყენება არ სჭირდება.

როდესაც ჯინჩურიკი კუდიანი ურჩხულის ფაზაში გადადის, მას ამ უკანასკნელის ჩაკრა ფარავს და ურჩხულის გარეგნობას აძლევს.[2]

სქოლიო

  1. ნარუტო, 321-ე თავი, გვ. 10
  2. ნარუტო, 295-ე თავი, გვ. 3

კატეგორია:ჩაკრა