ნარუტოპედია Wiki
(ახალი გვერდი: thumb|[[ტემარის [[კამაიტაჩის ტე...)
 
(Adding categories)
Line 11: Line 11:
 
[[de:Fuuton - Wind]]
 
[[de:Fuuton - Wind]]
 
[[he:שחרור רוח]]
 
[[he:שחרור רוח]]
  +
[[კატეგორია:ქარის გამოშვება]]

Revision as of 11:04, 21 January 2013

[[ფაილი:ტემარის ქარის გამოშვება.png|thumb|ტემარიკამაიტაჩის ტექნიკა]] ქარის გამოშვება (風遁, ფუტონ) ხუთი ძირითადი ელემენტის ბუნების გარდასახვიდან ერთ-ერთია. მის შესასრულებლად ჩაკრის მაქსიმალურად გათხელება საჭირო, რათა იგი ბასრი გახდეს. ქარის გამოშვება საკმაოდ იშვიათ ელემენტს წარმოადგენს. მისით ძირითადად ახლო და საშუალო მოქმედების დიაპაზონის შეტევების სრულდება, რაც მსხვერპლის სხეულს ჭრის და ჩეხს. ქარის ტექნიკების შესრულება ძირითადად ჰაერის ცირკულაციის წარმოქმნით ხდება და მათი გაძლიერება ამავე მეთოდის დახვეწითაა შესაძლებელი[1]. ქარის ბუნების ჩაკრის ბასრ იარაღებში გადაცემა მათ უფრო ბასრს ხდის.

ურთიერთობა სხვა ელემენტებთან

ქარი ელვაზე ძლიერია, რადგან იგი ელექტროობის ბუნებრივ იზოლატორს წარმოადგენს, თუმცა ცეცხლზე სუსტია, რომელსაც ჟანგბადი კვებავს. ქარისა და ცეცხლის ელემენტების შერწყმით ამ უკანასკნელის ეფექტის გაძლიერებაა შესაძლებელი[2], ქარის წყლის გამოშვებასთან შერწყმა კი უკანასკნელის გამანადგურებელ ძალას ზრდის[3]. ქარის ბუნების ჩაკრა კეკეი გენკაი ყინულის გამოშვების ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. იგი კეკეი ტოტა მტვრის გამოშვების შემადგენელი ნაწილიცაა.

სქოლიო

  1. ნარუტო, 479-ე თავი, გვ. 8
  2. ნარუტო, 336-ე თავი, გვ. 12
  3. ნარუტო, 337-ე თავი, გვ. 16

კატეგორია:ქარის გამოშვება