შარინგანი (写輪眼) თვალის ტექნიკაა, რომელსაც უჩიჰას კლანის ზოგიერთი წევრი ფლობს[1]. ბიაკუგანთან და რინნეგანთან ერთად იგი სამ დიდებულ დოძიუცუს (三大瞳術, სან დაიდოძიუცუ, ქართ. „სამი დიდებული თვალის ტექნიკა“) შორისაა. იმ უამრავი შესაძლებლობიდან გამომდინარე, რასაც შარინგანი თავის მფლობელს ანიჭებს, მას სხვაგვარად „ზეცის თვალს“ (天眼, ტენგან) ეძახიან.
მადარა უჩიჰას თქმით, სიცოცხლის ბოლო წლებში მან თავისი შარინგანი რინნეგანად გარდაქმნა, რაც ჰაშირამა სენჯუს დეენემის გადანერგვის შემდეგ მოხდა[2].
გარეგნობა[]
შარინგანი წითელი ფერისაა და მასზე ერთი, ან რამდენიმე ტომოეა გამოსახული. მათი ზღვრული რაოდენობა სამს შეადგენს და ისინი თვალის გუგის გარშემო წრიულად არიან განლაგებულნი. პერსონაჟებს აღუნიშნავთ, რომ ეს დოძიუცუ სიბნელეში ანათებს[3][4].
ფაზები[]
შარინგანი ადამიანის დაბადებით ავტომატურად არ აქტიურდება. მის გაღვიძებას ძლიერი ემოცია სჭირდება. გააქტიურების შემდეგ თვალის გუგის გარშემო რამდენიმე ტომოე ჩნდება. მათი რაოდენობა ყველა ადამიანში განსხვავებულია[5][6]. შარინგანის ინტენსიური გამოყენების შედეგად თვალი ვითარდება და საბოლოოდ მასზე სამი ტომოე ჩნდება. ტომოეების რაოდენობასთან ერთად შარინგანის მფლობელის შესაძლებლობათა არეალიც იზრდება. მაგალითად, ერთი ტომოეთი, სულ მცირე, სხვისი ხელის მოძრაობების გამეორებაა შესაძლებელი, ორი მათგანის მფლობელს ადამიანის შემდგომი მოძრაობის ამოცნობა და მისი ტექნიკების გამეორება შეუძლია, სამივე ტომოეთი კი შარინგანის შესაძლებლობათა სრული მოცულობით გამოყენება ხდება. მოუმწიფებელი შარინგანის მანგეკიო შარინგანად გარდაქმნის შემთხვევაში იგი ავტომატურად იძენს სამივე ტომოეს[7].
შესაძლებლობები[]
შარინგანის შესაძლებლობები ორ ნაწილად იყოფა: „გამჭრიახობის თვალი“ (洞察眼, დოსაცუგან) და „ჰიპნოზის თვალი“ (催眠眼, საიმინგან)[8]. შარინგანის მეშვეობით ჩაკრას ნაკადთა დანახვაა შესაძლებელი[9], ამიტომ ასეთ თვალს გენძიუცუს ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის ამოცნობა არ უჭირს, რადგან ამ უკანასკნელის ჩაკრას მოძრაობა არაბუნებრივია. შარინგანი ყველაზე სწრაფად მოძრავ ობიექტებს აღიქვამს, სრულად მომწიფებული თვალით კი, მოწინააღმდეგის კუნთების უმნიშვნელო დაჭიმვის შემჩნევის ხარჯზე, მოსალოდნელი შემოტევის ამოცნობაა შესაძლებელი[10]. შარინგანის მფლობელი უამრავი ტექნიკის კოპირებას ახერხებს. გამონაკლისებს წარმოადგენენ: კეკკეი გენკაი, კეკკეი ტოტა და გამოძახების ტექნიკები. ასევე თუ შინობი ჩაკრას იმ ტიპს არ ფლობს, რაზეც ის ძიუცუა დაფუძნებული, რომლის კოპირებაც მას სურს, ასეთ ტექნიკას იგი ვერ გაიმეორებს. შარინგანის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა გენძიუცუს წარმოქმნაში მდგომარეობს, რასაც მსხვერპლსა და შარინგანის მფლობელს შორის თვალის თუნდაც წამიერი კონტაქტი სჭირდება. მისი მეშვეობით გენძიუცუში დახელოვნებული ზოგიერთი შინობი მანდასა[11] და კუდიანი ურჩხულის[12] მართვასაც კი ახერხებს. შარინგანით ასევე ორი ძლევამოსილი ძიუცუს - იზანაგისა და იზანამის შესრულება შეიძლება. იზანაგის გამოყენებით რეალობის შეცვლა ხდება, იზანამი კი მსხვერპლს ილუზიის დაუსრულებელ წრეში აქცევს. ორივე ეს ტექნიკა აკრძალულ ტექნიკათა რიცხვს განეკუთვნება.
მანგეკიო შარინგანი[]
- მთავარი სტატია: მანგეკიო შარინგანი
მანგეკიო შარინგანი თავის მფლობელს ისეთ განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ანიჭებს, როგორებიცაა: ცეცხლის გამოშვების მწვერვალად მიჩნეული ამატერასუ, თითქმის დაუძლეველი გენძიუცუ ცუკუიომი, გიგანტური არახორციელი მეომარი სუსანოო, სხვა განზომილებაში გადასვლის ტექნიკა კამუი, სხვის გონებაზე აბსოლუტური ძალაუფლების მქონე გენძიუცუ კოტოამაცუკამი და ცხრაკუდიანი ურჩხულის მართვის უნარი[2][13][14].
მანგეკიო შარინგანის ყოველი გამოყენება თვალს ვნებს და საბოლოოდ სიბრმავეს იწვევს[15]. მხედველობისა და ძალების დაბრუნება სხვისი მანგეკიოს გადანერგვის ხარჯზეა შესაძლებელი, რის შედეგადაც ჩნდება მუდმივი მანგეკიო შარინგანი (永遠の万華鏡写輪眼, ეიენ ნო მანგეკიო შარინგან)[16], რომლით სარგებლობა დაუსრულებლადაა შესაძლებელი.
სქოლიო[]
- ↑ ნარუტო, მე-12 თავი, გვ. 5, 7
- ↑ 2.0 2.1 ნარუტო, 606-ე თავი, გვ. 13
- ↑ ნარუტო, 507-ე თავი, გვ. 12
- ↑ ნარუტო, 602-ე თავი, გვ. 1
- ↑ ნარუტო, 242-ე თავი, გვ. 18
- ↑ ნარუტო, 403-ე თავი, გვ. 11
- ↑ ნარუტო, 605-ე თავი, გვ. 4
- ↑ ნარუტო, 26-ე თავი, გვ. 13
- ↑ ნარუტო, 361-ე თავი, გვ. 17
- ↑ ნარუტო, 230-ე თავი, გვ. 8-10
- ↑ ნარუტო, 363-ე თავი, გვ. 11
- ↑ ნარუტო, 501-ე თავი, გვ. 8
- ↑ ნარუტო, 458-ე თავი, გვ. 3
- ↑ ნარუტო, 501-ე თავი, გვ. 9
- ↑ ნარუტო, 385-ე თავი, გვ. 15
- ↑ ნარუტო, 386-ე თავი, გვ. 7-9