ნარუტოპედია Wiki
No edit summary
No edit summary
Line 6: Line 6:
 
|ანიმე = პირველი ნაწილი: 85-ე სერია
 
|ანიმე = პირველი ნაწილი: 85-ე სერია
 
|ფილმი= [[ნარუტო 3: ცეცხლის ნებისყოფის მემკვიდრეები]]
 
|ფილმი= [[ნარუტო 3: ცეცხლის ნებისყოფის მემკვიდრეები]]
|ვიდთამაში = [[ნარუტო: უძლიერესი ნინძა 2]]
+
|ვიდთამაში = [[ნარუტო: ნარუტიმატული გმირი 2]]
 
|გამოჩნდა =მანგა, ანიმე,ფილმი, ვიდეო თამაში
 
|გამოჩნდა =მანგა, ანიმე,ფილმი, ვიდეო თამაში
 
|ახმოვანებს =კეიკო ნემოტო
 
|ახმოვანებს =კეიკო ნემოტო

Revision as of 12:51, 29 October 2012

შიზუნე
File:ფაილი:შიზუნე.png
დებიუტი
მანგა 148-ე თავი
ანიმე პირველი ნაწილი: 85-ე სერია
ფილმი ნარუტო 3: ცეცხლის ნებისყოფის მემკვიდრეები
ვიდეო
თამაში
ნარუტო: ნარუტიმატული გმირი 2
გამოჩნდა მანგა, ანიმე,ფილმი, ვიდეო თამაში
გახმოვანება
ახმოვანებს კეიკო ნემოტო
მონაცემები
დაბადების
თარიღი
18 ნოემბერი
სქესი ვენერას სიმბოლო მდედრობითი
ასაკი პირველ ნაწილში : 28
მეორე ნაწილში: 31
სიმაღლე 168 სმ
წონა 49.2 კგ
წოდება მეხუთე ჰოკაგეს აისტენტი
შინობთა გაერთიანებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დივიზიის კაპიტანი
რანგი ჯონინი
მკურნალი ნინძა
გუნდი მე-3 გუნდი (მხოლოდ ანიმეში)

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დივიზია

კუთვნილება კონოჰაგაკურეს სიმბოლო კონოჰაგაკურე
ოჯახი

დან კატო (ბიძა)

ბუნების ტიპი

უცნობია

შიზუნე(シズネ) კუნოიჩი კონოჰაგაკურედან. ნიჭიერი მკურნალი ნინძა და მეხუთე ჰოკაგეს თანაშემწე.


ისტორია

შიზუნე არის დან კატოს დისწული. მოგვიანებით, ბიძის სიკვდილის შემდეგ, როცა მისმა შეყვარებულმა - ცუნადემ დატოვა კონოჰა ისიც თან გაჰყვა მას, როგორც მისი თანაშემწე და მოწაფე. მათი მეგობრობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამყარდა და შიზუნე თავისი სიცოხლის აზრს ცუნადეზე ზრუნვასა და მისი განსაცდელისგან დაცვაში ხედავს.


ხასიათი

შიზუნე ყოველთვის დინჯი, გაწონასწორებული, საღად და პრაქტიკულად მოაზროვნეა. ყოველთვის უღრმავდება საქმის არსსა და დეტალებს, რომლებიც აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილ და გულისთქმას აყოლილ ცუნადეს არცთუ იშვიათად შეუმჩნეველი რჩება. ამის გამო, ხშირად კამათობენ კიდეც და ამ დროს ბუნებით კეთილმა და მშვიდმა შიზუნემ შეიძლება ხასიათის საპირისპირო თვისებებიც გამოავლინოს. კარგად იცნობს რა ცუნადეს ფეთქებად ხასიათს, მისდამი უდიდესი სიყვარულის, რიდისა და ერთგვარი შიშის გამო უმეტესად დათმობაზე მიდის, თუმცა ეს უკანასკნელი მიზეზი ხელს არ უშლის თავგამოდებით დაიცვას თავისი შეხედულებები, როგორც ეს მეხუთე ჰოკაგის მიერ ნარუტოს ერთ-ერთ ყველაზე სარისკო მისიაზე დანიშვნისას მოხდა.

შიზუნე საკმაოდ ენერგიული და მოწესრიგებული პიროვნებაა, ამიტომ უწევს ცუნადეს უპასუხისმგებლობით დაგროვებული დოკუმენტების მოწესრიგება და აუცილებელი ზომების მიღება. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მას ევალება ცუნადეს საყვარელი ცხოველის, გოჭი- ტონტონის მოვლა, რასაც როგორც ჩანს სიამოვნებით ასრულებს.


გარეგნობა

thumb|left|შიზუნე ჯონინისა და ყოველდღიურ ტანსაცმელში შიზუნეს ღია ფერის კანი და შავი თვალები აქვს. მხრებამდე სიგრძის, შუბლის მიდამოში დამოკლებული და ყურებზე გადაწეული სწორი თმა ხაზს უსვამს მის ნაკვთებს. ძირითადად ატარებს მუქ ლურჯ, თეთრზოლიან კიმონოს, რომელიც შეკრული აქვს ასევე თეთრი ფერის ობით. ფეხზე მოღებული, ქუსლიანი სანდლები აცვია. მისიების შესრულებისას იგი სტანდარტულ სამოსს, კონოჰას ჯონინების მწვანე ჟილეტსა და შავ, ზომაზე გრძელმკლავიან პერანგსა და შარვალს ატარებს. როგორც წესი, არ იკეთებს სოფლის სიმბოლოს აღმნიშვნელ შუბლსაკრავს.

შინობთა მეოთხე მსოფლიო ომის დროს, მას თმა შეკრული აქვს, ატარებს შინობთა გაერთიანებული ძალების სიმბოლოს შუბლსაკრავს და მკლავზე შებნეული აქვს ზონარი, რომელიც ომში მის პოზიციაზე მიუთითებს.


შესაძლებლობები

როგორც ცუნადეს პირველი მოწაფე, შიზუნე არაჩვეულებრივად უნარიანი კუნოიჩია. ბრძოლაში ავლენს სისწრაფესა და ხასიათის სიმტიცეს, უტევს რა მოწინააღმდეგეს მიზანმიმართულად. ძირითადად მისი საბრძოლო ტექნიკები დაფუძვნებულია მომწამლავი ნივთიერებების ხმარებაზე.ხშირად იყენებს სენბონს. ვინაიდან სრული სიზუსტით აკონტროლებს ჩაკრას, უნაკლოდ ფლობს სამკურნალო ნინძიუცუს, აქედან გამომდინარე შინობთა მეოთხე მსოფლიო ომის დროს ის დაინიშნა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დივიზიის კაპიტნად.

სამეციცინო ნინძიუცუ

კონოჰაგაკურეში ცუნადეს შემდეგ, მეორე ყველაზე გამორჩეული ნინძა-მედიკია. ჩინებულად ახდენს ჩაკრას კონტროლს, ფლობს სხვადასხვა რთულ სამკურნალო ტექნიკებს, რომელთა სრული სიზუსტით ფლობა გამოავლინა ნეჯი ჰიუგას მკურნალობისას, როცა ის სასიკვდილოდ იყო დაშავებული კიდომარუსთან ბრძოლის შემდეგ. სამედიცინო ნინძიუცუს ზედმიწევნით ცოდნა გამოავლინა ჯირაიას მიერ დამარცხებული პეინიცხოველის გზის სხეულის აუტოფსიისას, როცა მან და მისმა გუნდმა დაადგინეს გვამში არსებული მეტალის ღეროების ჩაკრას მიმღებლობის უნარი.

შხამებზე დაფუძვნებული ტექნიკები

thumb|150px|მომწამლავი ნისლის ტექნიკა

ვინაიდან შიზუნე მკურნალი ნინძაა, მუდამ ცდილობს ბრძოლისას დისტანციის შენარჩუნებას, რათა არ დაშავდეს და თანაგუნდელის დაჭრის შემთხვევაში მიიღოს სათანადო სამკურნალო ღონისძიებები. აქედან გამომდინარე იდეალურია მომწამლავ ნივთიებებზე დაფუძვნებული ტექნიკების გამოყენება. კაბუტოს წინააღმდეგ ბრძოლისას საკმაო წინდახედულება გამოამჟღავნა. დაშორებული მანძილიდან მოახერხა ოპონენტის გარშემო შეექმნა ტოქსიური გაზის სქელი ღრუბელი, რომლის უმნიშვნელო რაოდენობის თუნდაც ერთხელ შესუნთქვა ფატალური აღმოჩნდებოდა. ასევე ფლობს მოწამლული სენბონების გამოყენების სხვადასხვა მეთოდს. ისვრის მათ როგორც მაჯაზე დამაგრებული სპეციალური სენბონის სასროლი მოწყობილობიდან, ისე პირდაპირ პირიდან. კაკაშის თქმით, სწორედ შიზუნემ შეასწავლა საკურას შხამების გამოყენების ხელოვნება.[1]

სქოლიო

  1. ნარუტო, 485-ე თავი, გვ. 8