ნარუტოპედია Wiki

შიკამარუ ნარა (奈良シカマル, ნარა შიკამარუ) კონოჰაგაკურელი შინობია ნარას კლანიდან. სერიების პირველ ნაწილში იგი ასუმა სარუტობის მე-10 გუნდის რიგებში ირიცხებოდა, ინო იამანაკასა და Ჩოჯი აკიმიჩისთან ერთად. ბორუტოს სერიებში შიკამარუ, მეშვიდე ჰოკაგეს გაუჩინარების შემდეგ, დროებით კონოჰას მერვე ჰოკაგე გახდა.

გარეგნობა[]

შიკამარუს აქვს ვიწრო, ყავისფერი თვალები და მუდამ მოწყენილი ან შეწუხებული გამომეტყველება. პირველ ნაწილში მას ეცვა მოკლესახელოიანი, ნაცრისფერი ქურთუკი, მწვანე კიდეებითა და ზურგზე ნარას კლანის სიმბოლოთი, და ყავისფერი შარვალი. ქურთუკის ქვეშ იგი ატარებდა მწვანე, ბადისებრ ჯავშნის მაისურს. მარცხენა მკლავზე მას ეკეთა ლურჯი ფერის შუბლის დამცავი, ყურებზე კი - ნარას კლანისთვის დამახასიათებელი ვერცხლის საყურეები. მას შემდეგ, რაც შიკამარუ ჩუნინი გახდა, მან დაიწყო ჩუნინის ქურთუკის ტარება. მეორე ნაწილში შიკამარუმ თავის საგვარეულო საყურეები ასუმას მიერ დატოვებული რგოლებით ჩაანაცვლა.

შესაძლებლობები[]

შიკამარუ პირველი იყო კლასში, რომელმაც ჩუნინის წოდება მოიპოვა. იგი მართავს ცეცხლის გამოშვებას, მიწის გამოშვებასა და იანის გამოშვებას. მისი კლანის მთავარი ნინძიუცუა ჩრდილით შებოჭვის ძიუცუ. აღნიშნული ტექნიკით შიკამარუ ადგილზე აშეშებს მეტოქეს და, ჩრდილის მეშვეობით, აიძლებს გაიმეოროს იგივე მოძრაობები, რასაც თავად აკეთებს. შიკამარუ ძლიერი ინტელექტითა და სტრატეგიების სწრაფად დასახვის უნარით გამოირჩევა.