ნარუტოპედია Wiki
Advertisement
შინობთა გაერთიანებული ძალების სიმბოლო შინობთა გაერთიანებული ძალები
გაერთიანებული ძალები
დებიუტი
მანგა თავი 469
ანიმე ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, 206-ე სერია
ვიდეო
თამაში
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 3
გამოჩნდა მანგა, ანიმე, ვიდეო თამაში
მონაცემები
ამჟამინდელი
ლიდერი
(უზენაესი ლიდერი)
გაარა (მთავარი კომანდირი)
მოწინააღმდეგეები აკაცუკის სიმბოლო აკაცუკი
მადარა უჩიჰა
ამჟამინდელი წევრები

იუაგაკურეს სიმბოლო იუაგაკურე
კირიგაკურეს სიმბოლო კირიგაკურე
კონოჰაგაკურეს სიმბოლო კონოჰაგაკურე
კუმოგაკურეს სიმბოლო კუმოგაკურე
სუნაგაკურეს სიმბოლო სუნაგაკურე
რკინის ქვეყნის სიმბოლო რკინის ქვეყანა

შინობთა გაერთიანებული ძალები (忍連合軍, შინობი რენგოგუნ) ცეცხლის, მიწის, ელვის, წყლისა და ქარის ქვეყნების დამალული სოფლების სამხედრო ძალებისა და რკინის ქვეყნის სამურაიების ერთობლიობას ჰქვია. მისი მიზანი აკაცუკის დამარცხებაა, რომელიც მადარა უჩიჰამთვარის თვალის გეგმის განხორციელებას ცდილობს.

მას შემდეგ, რაც ტობიმეოთხე მსოფლიო ომი დაწყებულად გამოაცხადა,[1] ხუთი დიდებული ქვეყნის კაგეებმა და რკინის ქვეყნის გენერალმა მიფუნემ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს. მოგვიანებით მათი ეს გადაწყვეტილება ხუთმა დაიმიომ მოიწონა. კოალიციის უზენაეს ლიდერად (大権, ტაიკენ) მეოთხე რაიკაგე დაინიშნა.

თავდაპირველად შინობთა გაერთიანებული ძალების მთავარ მიზანს აკაცუკისგან კილერ ბისა და ნარუტო უზუმაკის დაცვა წარმოადგენდა, ვინაიდან ათკუდიანის გაცოცხლებისა და მთვარის თვალის გეგმის განხორციელების მიზნით ტობის მათში ჩაბეჭდილი კუდიანი ურჩხულები სჭირდებოდა.

ალიანსის ყოველი წევრის შუბლსაკრავზე გამოსახულია კანძი "შინობი" (忍), რაც გაერთიანებული ძალების სიმბოლოს წარმოადგენს, რომლის ავტორია მიფუნე.

სქოლიო[]

  1. ნარუტო, 467-ე თავი, გვ. 16
Advertisement