შინრა თენსეი | |||||
---|---|---|---|---|---|
![]() | |||||
სახელი | |||||
კანძი | 神羅天征 | ||||
ქართული ასოებით |
შინრა თენსეი | ||||
ქართულად | ყველგანმყოფი ღმერთის ზეციური დამორჩილება | ||||
დებიუტი | |||||
მანგა | 420-ე თავი | ||||
ანიმე | ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, 157-ე სერია | ||||
ვიდეო თამაში |
Naruto Shippūden: Shinobi Rumble | ||||
გამოჩნდა | მანგა, ანიმე, ვიდეო თამაში | ||||
მონაცემები | |||||
კლასიფიკაცია | ნინძიუცუ, დოძიუცუ | ||||
დანიშნულება | შემტევი, დამცავი | ||||
დაკავშირებული ტექნიკები | |||||
| |||||
| |||||
გამომყენებლები | |||||
ნაგატო |
შინრა თენსეი დევას გზის უნიკალურ ტექნიკას წარმოადგენს, რაც ობიექტს უკიდურესად დიდი ძალით ეჯახება და ანადგურებს. მისი მეშვეობით მთელი სოფლის მიწის პირისგან აღგვაა შესაძლებელი.[1] ანიმეში შინრა თენსეი დამცავი ველის სახითაც არის წარმოჩენილი, რაც გამომყენებელს სფერულად აკრავს გარსს და მტრის იერიშისგან იცავს.[2][3] შინრა თენსეის მოწინააღმდეგის ნინძიუცუს განეიტრალება შეუძლია. ამატერასუს ალში გახვეულმა ნაგატომ თავი მისი წყალობით გადაირჩინა[4] ტექნიკის ნაკლი ისაა, რომ მისი გამოყენებიდან გამოყენებამდე მინიმუმ 5 წამის გასვლაა საჭირო.[5] დროის ხანგრძლივობა ტექნიკის შესრულების შედეგად დახარჯული ჩაკრას რაოდენობაზეა დამოკიდებული და მის შესაბამისად იზრდება.[6] ფართომასშტაბიანი შინრა თენსეის შესრულების წინ, რაც, კონანის თქმით, ნაგატოს სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებდა,[7] ნაგატო პეინის სხვა გზებთან წყვეტდა კავშირს, ტექნიკის ხელახლა გამოყენება კი მას რამდენიმე წუთის შემდეგ შეეძლო.[8]
ვიდეო თამაშებში[]
შინრა თენსეი შემდეგ ვიდეო თამაშებში გამოჩნდა:
თამაში | იაპ. გამოშვების თარიღი | ინგლ. გამოშვების თარიღი |
---|---|---|
Naruto Shippūden: Shinobi Rumble | 2010 წლის 22 აპრილი | 2011 წლის 8 თებერვალი |
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Impact | 2011 წლის 20 ოქტომბერი | 2011 წლის 18 ოქტომბერი |
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 2 | 2010 წლის 21 ოქტომბერი | 2010 წლის 19 ოქტომბერი |
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 3 | 2013 წლის 18 აპრილი | 2013 წლის 5 მარტი |
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm Generations | 2012 წლის 23 თებერვალი | 2012 წლის 13 მარტი |
შინრა თენსეი ვიდეო თამაშიდან Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 3
ყველა თამაშში იგი დევას გზის ტექნიკას წარმოადგენს, Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 3-ში კი მას ნაგატოც ფლობს. Ultimate Ninja Storm-ის სერიებში ამ ტექნიკას გამჭვირვალე სფეროს გარეგნობა აქვს, Naruto Shippūden: Shinobi Rumble-სა და Naruto Shippūden: Ultimate Ninja Impact-ში კი იგი ნახევარსფეროს ჰგავს. თამაშებში შინრა თენსეი პეინის ერთ-ერთი უძლიერესი და უმთავრესი ტექნიკაა.