watch 01:25
Jurassic World: Dominion Dominates Fandom Wikis - The Loop
Do you like this video?
Play Sound
ჩოჯი აკიმიჩი (秋道チョウジ, აკიმიჩი ჩოჯი) კონოჰაგაკურეს აკიმიჩის კლანის წარმომადგენელია. ჩუნინის გამოცდების მიმდინარეობისას იგი, ინო იამანაკასა და შიკამარუ ნარასთან ერთად, ასუმა სარუტობის გუნდი 10-ის წევრი იყო. მოგვიანებით ეს სამეული ინო-შიკა-ჩო ტრიო-ს სახელით გახდა ცნობილი. ჩოჯი აკიმიჩის კლანისათვის დამახასიათებელ მულტი-ზომის ტექნიკას ფლობს, რითაც მას თავისი სხეულის ზომის გადიდება შეუძლია. ჩოჯის ჰობის ჭამა წარმოადგენს. მისი საყვარელი საჭმელია კორეული ბარბეკიუ.