ნარუტოპედია Wiki
დიდებული ცეცხლის ბურთის ტექნიკა

სასკე უჩიჰა იყენებს დიდებული ცეცხლის ბურთის ტექნიკას

ცეცხლის გამოშვება (火遁, კატონ) ბუნების გარდაქმნის ხუთი ძირითადი ტექნიკიდან ერთ-ერთია. იგი კონოჰაგაკურეს შინობისთვისაა დამახასიათებელი, მისკენ განსაკუთრებით მიდრეკილნი კი უჩიჰას კლანის წარმომადგენლები არიან. ცეცხლის ბუნების გარდასახვის მწვერვალად ამატერასუ მიიჩნევა.

ტიპიური ცეცხლის ტექნიკა პირიდან ცეცხლის გამოშვებას გულისხმობს. ამ დროს ზეგავარვარებული ჩაკრა შინობის მუცელში ყალიბდება და მისი გამოთავისუფლება ფილტვება და პირის მეშვეობით ხდება. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის გამოშვების ეფექტი დენთის[1], ფეთქებადი იარლიყებისა[2] და იარაღში ჩაკრას დინებითაც მიიღწევა[3]. ცეცხლის გამოშვება ძირითადად ვეფხვის ნიშნის გამოყენებით სრულდება.

ურთიერთობა სხვა ელემენტებთან[]

ცეცხლი ქარზე ძლიერია, ვინაიდან მას ჰაერი კვებავს, თუმცა წყალზე სუსტია, რომელსაც მისი ჩაქრობა შეუძლია. ცეცხლის ელემენტის ქართან ერთად გამოყენება მის ეფექტს იმდენად ზრდის, რომ ზოგჯერ მისით წყლის ელემენტის დაჯაბნაც კია შესაძლებელი[4]. ცეცხლის გამოშვება ლავისა და დუღილის გამოშვების კეკკეი გენკაის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ცეცხლის ასევე კეკკეი ტოტა მტვრის გამოშვების ერთ-ერთი კომპონენტია. სასკე უჩიჰაალის გამოშვებაც ამ ელემენტს უნდა ეფუძნებოდეს, კონკრეტულად კი ამატერასუს. ცეცხლის გამოშვებისა და ელვის გამოშვების შერწყმა პირველის მიერ კლიმატური პირობების შეცვლის წყალობით უკანასკნელის ეფექტს აძლიერებს, რის შედეგადაც საკმაოდ ძლევამოსილი ძიუცუ წარმოიქმნება[5]. ანიმეს ერთ-ერთ სერიაში ცეცხლი მიწის გამოშვებასთან ერთადაც გამოიყენეს[6].

სქოლიო[]

  1. ნარუტო, 323-ე თავი, გვ. 14-15
  2. ნარუტო, 447-ე თავი, გვ. 4
  3. ნარუტო, 527-ე თავი, გვ. 3
  4. ნარუტო, 336-ე თავი, გვ. 12
  5. ნარუტო, 391-ე თავი, გვ. 3-5
  6. ნარუტო, 69-ე სერია