ჰაშირამა სენჯუ | |||||
---|---|---|---|---|---|
![]() | |||||
სხვა სახელები |
პირველი ჰოკაგე (初代火影, შოდაი ჰოკაგე) შინობთა ღმერთი (忍の神, შინობი ნო კამი) | ||||
დებიუტი | |||||
მანგა | 118-ე თავი | ||||
ანიმე | ნარუტო, 69-ე სერია | ||||
ვიდეო თამაში |
Naruto: Ultimate Ninja 2 | ||||
გამოჩნდა | ანიმე, მანგა და ვიდეო თამაში | ||||
გახმოვანება | |||||
ახმოვანებს | ტაკაიუკი სუგო | ||||
მონაცემები | |||||
დაბადების თარიღი |
23 ოქტომბერი | ||||
სქესი | |||||
ასაკი | გარდაცვლილი | ||||
სიმაღლე | 185.1 სმ | ||||
წონა | 74 კგ | ||||
წოდება | ჰოკაგე სენჯუს კლანის ლიდერი | ||||
რანგი | კაგე | ||||
კუთვნილება | |||||
კლანი | |||||
კეკკეი გენკაი |
|||||
| |||||
| |||||
| |||||
|
ჰაშირამა სენჯუ (千手 柱間, სენჯუ ჰაშირამა) შინობთა პირველი დამალული სოფლის - კონოჰაგაკურეს თანადამაარსებელი, პირველი ჰოკაგე და სენჯუს კლანის ლიდერი იყო. მისი მეუღლე კურამას პირველი ჯინჩურიკი - მიტო უზუმაკი იყო, მეხუთე ჰოკაგე - ცუნადე კი მისი შვილიშვილია. ჰაშირამა თავისი ეპოქის სახელგანთქმულ შინობს წარმოადგენდა, რომელსაც „შინობთა ღმერთს“ ეძახდნენ. თავის კლანში მხოლოდ იგი ფლობდა ბუნებრივად კეკკეი გენკაი ხის გამოშვებას.
თუმცა ჰაშირამა ომიანობის დროს ცხოვრობდა და უჩიჰას ხელით მოკლული ძმის დასაფლავებას არაერთხელ დასწრებია, იგი არ კარგავდა ბედნიერი მომავლის იმედსა და მშვიდობისთვის ბრძოლის ჟინს. ბავშვობაში ჰაშირამა მადარა უჩიჰას დაუმეგობრდა, რომელმაც, მოგვიანებით, თავი მის მტრად გამოაცხადა მათ კლანებს შორის არსებული შუღლის გამო. ამის მიუხედავად, ჰაშირამამ მაინც შეძლო სენჯუსა და უჩიჰას კლანებს შორის ურთიერთობის მოწესრიგება და მადარასთან ერთად კონოჰა დააარსა. მათი მეგობრობა მას შემდეგ დასრულდა, რაც ტობირამა სენჯუმ ჰაშირამას მიერ სოფლის ლიდერად მადარას კანდიდატურის წამოყენება გააპროტესტა.
მოგვიანებით, დამალული სოფლების გათანაბრების მიზნით ჰაშირამამ კუდიანი ურჩხულების დაჭერა დაიწყო და ისინი სოფლებს დაურიგა. კურამა მან მადარასთან ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად ჩაიგდო ხელში და თავის მეუღლეში ჩაბეჭდა.
ჰაშირამა მისი ძმის - ტობირამას მმართველობის პერიოდში, ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა, თუმცა უწმინდური მსოფლიო რეინკარნაციის მეშვეობით იგი ოროჩიმარუმ ორჯერ გააცოცხლა: პირველად კონოჰაზე თავდასხმისას, როდესაც მან ჰაშირამა მესამე ჰოკაგეს დაუპირისპირა და მეორედ მეოთხე მსოფლიო ომში. მას შემდეგ, რაც ჰაშირამამ კონოჰას წარსულის შესახებ სასკე უჩიჰას კითხებს უპასუხა, იგი სხვა ჰოკაგეებთან ერთად მადარა უჩიჰას შეებრძოლა, თუმცა დამარცხდა და მისი ჩაკრას ნაწილი მადარამ შთანთქა.