FANDOM


S-რანგი (Sランク, ესუ რანკუ) - უძლიერესი ტექნიკებისა და ურთულესი მისიების კატეგორიაა. ეს ტერმინი ერთი მხრივ მეტად დახელოვნებული ჯონინისა და კაგეს დონის ტექნიკებს მოიცავს, რომელთა უმეტესობა უნიკალურია, მეორე მხრივ კი ყველაზე რთულ და შემოსავლიან მისიებს აერთიანებს. გარდა ამისა, ზოგჯერ მას უკიდურესად ძლევამოსილ გაქცეულ ნინძებს უწოდებენ. მაგალითად, აკაცუკი უმეტესწილად S-რანგის შინობებისგან შედგებოდა.